Skip to content

”უმანკოების მუზეუმი”. საშიში დამოკიდებულებები

February 18, 2012


ჩემ ქმარს მწერლების შეფასების მრავალი კრიტერიუმიდან ერთი აქვს ასეთი ” ეს მალე ყველას დაავიწყდება” და ”ეს წლებს გაუძლებს”. ჰოდა ფამუქი მგონია, რომ ”წლებს გაუძლებს ” კატეგორიაში მოსახვედრი კაცი ნამდვილად არის. მშვენიერი ამბების მოყოლა იცის არაშემაწუხებელი და არაპრეტენზიული ენით. მოკლედ, მიყვარს მეთქი, რომ ვთქვა, მერე ძალიან უნდა შემრცხვეს , მაგრამ დიდი სიამოვნებით კი ვკითხულობ. შეიძლება, თურქი რომ ვიყო, უფრო მეტადაც ამაღელვოს-მეთქი, თავს ვიმართლებდისავით.მაგრამ ერთ დღეს ”უმანკოების მუზეუმი” ვიყიდე. იმ დღიდან დაიწყო გართულება ჩემი და ფამუქის მშვიდმა და ჰარმონიულმა ურთიერთობამ.

ამბავი, როგორც ყოველთვის, ორიგინალური და თავისებურად მშვენიერია. სტამბული, როგორც ყოველთვის, ისეთი, იმწამსვე ჩემოდნის ჩალაგება და უკანმოუხედავად იქ გაქცევა რომ მოგინდება. თავიდან თითქოს ისეთი არაფერი, ქემალს, მაღალი წრის მოწიფულ კაცს , უყვარდება დაბალი კლასიდან გამოსული, შორეული ნათესავი ფუსუნი. ასეთი ამბებით სავსეა წიგნებიც, ფილმებიც და სამეზობლოებიც. ამიტომ თავიდან საშინელი იმედგაცრუება მქონდა და კითხვისთვის თავის დანებებასაც ვაპირებდი, მაგრამ ნელ-ნელა საქმეში მუზეუმი ჩაერთო და მივხვდი, რომ ჩემი მშვიდი წყლები კარგა ხნით იმღვრეოდა. მოკლედ, აეს ქემალი, რაღაცნაირ საბრალო იდიოტად იქცევა ფუსუნთან დაშორების შემდეგ და ძალიან საშიში დამოკიდებულებებიც უვითარდება, იწყებს ყველა იმ ნივთის შეგროვებას, რასაც ოდესმე ფუსუნი შეხებია, ან რასაც მათ ამბავთან კავშირი ჰქონია. მთელი წიგნის განმავლობაში ხან ვბრაზობდი, ვოხრავდი, ხან არ მეძინა და ვფიქრობდი, რომ ღმერთო ჩემო, ეს არ არის სიყვარული.არ შეიძლება, სიყვარული ასეთი შემაძრწუნებელი და მანიაკალური იყოს- მეთქი. ჩემი მშვიდი სიმპათია ორჰანის მიმართ კი სულ ბოლო წინადადებამ საბოლოოდ მოსპო, იმიტომ, რომ ამ ერთი ბეწო წინადადების წაკითხვის შემდეგ ძალიან დიდხანს და ძალიან გემრიელად ვტიროდი.

ამ წიგნის მუზეუმს ფამუქი თურმე მართლა ქმნის. ამ შენობაში. ყველა გამოცემაში (მათ შორის ქართულში) ჩართულია მუზეუმში ერთჯერადად უფასო შესვლის ბილეთი და რუკა.

მთელი ამ ამბების მერე სულ ვფიქრობდი, ჩემი სიყვარულის მუზეუმში ნეტა რას გამოვფენდი მეთქი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩვენს ღუნღულა, გახუნებულ, სულ უბრალო,უჯრულა პლედს გამოვფენ (სიტყვა ”უჯრულაზე” ლინდგრენის ქართული თარგმანებიდან ვგიჟდები). მოკლედ, ფამუქის სტილში: ვფენ ამ უჯრულა პლედს ჩემი ყველაზე ტკბილი ზამთრის საღამოების, ჩვენი თანაცხოვრების პირველი თვეების, ჩვენი თბილი სახლის, ჩვენი საუბრების მოსაგონებლად.

14 Comments
  1. ურჯულა მახსოვს მე ))))

  2. უჯრულა – რა მაგარი სიტყვაა :*
    ოი ფამუქამდე როდის მივალ ნეტა..

  3. gio_hyena permalink

    ზუსტად მაგ სიმშვიდის გამო ვერ ვიტან ფამუქს,მიუხედავად იმისა რომ მისი რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული და გეთანხმები რომ “ეს წლებს გაუძლებს”. ამასაც ვიყიდი როგორც კი ვიპოვი და წავიკითხავ,იმედია დანარჩენებს არ გავს. უჯრულაზე მთელი ბავშვობა გამახსენდა :-შ

    • ჩემი აზრით, მის არცერთ წიგნს არ გავს :)

  4. მე კიდევ ასე ვამბობ ხოლმე
    ფოლქნერია
    ფოლქნერი არ არის…

    აი ფამუქზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი რომელ კატეგორიაში მოხვდება.

    • რას ამბობ! ფოლკნერი არის ხოლმე ვინმე? )

      • ერთი-ორი :)

        ისე, დიზრაელი ამბობდა – როცა კარგი წიგნის წაკითხვა მომინდება, დავჯდები და ვწერ მასო.

  5. Georgie permalink

    C’est une merveilleuse, Marie

  6. dzalian momwons tqveni blogi :* inteleqtualuri da sainteresoa momwons tqveni weris stilic dzalian gemovnebiani da daxvewili adamiani brdzandebit :)

  7. ძალიან ძალიან დიდი მადლობა :*

  8. moutmenlad velodebi aq dadebul nebismier siaxles vici aucileblad dzalian saintereso iqneba :* :)

  9. მე უკვე შუაში ვარ მისული.
    ძალიან კარგი წიგნია მართლა.

  10. nana kaulashvili permalink

    სუიჟეტი თავიდან ძალიან დინამიურად მიდის, კითხულობ, კითხულობ და თავს ვეღარ ანებებ.გხიბლავს სტამბულის ძველი უბნების ეგზოტიკური სახელები და აღწერილობა…..შემდეგ კი, ჩემი აზრით, ძალიან გაწელილია.
    ორჯერ წავიკითხე -რუსულად და გერმანულად :) :) ვფიქრობ , რადგან უკვე ქართული თარგმანიც გამოვიდა-სჯობს მშობლიურ ენაზეც წავიკითხო-იქნებ უფრო მეტად მომეწონოს :) :) :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 34 other followers