Skip to content

მე, ჯული და ბლოგი

მარტი 5, 2010

მე 22 წლის გოგო ვარ, რომელიც,ასე ვთქვათ,საკუთარ ადგილს ეძებს. 

ჯული 30 წლის ქალია,რომელიც,ასევე,საკუთარ ადგილს ეძებს.

ის,რაც მე და ჯულის გვაკავშირებს,არის ბლოგი.

ვერაფერი გაიგეთ?არა უშავს,ცოტაც მოითმინეთ და გაიგებთ,ვინ არის ჯული და რა მინდა მისგან 🙂

ყველაფერი იწყება იქიდან,რომ ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს და ცნობისმოყვარე ვარ,ოღონდ ტაქტის და ეთიკის ფარგლებში. ჰოდა,ამ ჩემი მრავალფეროვანი ინტერესებიდან უცვლელი და ეჭვი მაქვს,მარადიულიც, არის ორი: მხატვრული ლიტერატურა და კინო.  ძალიან დიდი ხანია მინდა,მქონდეს ბლოგი,სადაც ჩემს მოკრძალებულ აზრებს დავწერ ფილმებზე,წიგნებზე და კიდევ უამრავ საინტერესო საკითხზე.  სურვილი სურვილად რჩებოდა ჩემი თავმოუბმელობის გამო,რომელიც ჩემს შემთხვევაში გენეტიკურია 🙂 მაგრამ,დადგა დღე, როცა პირდაპირ ღვთიური ნიშანი მომევლინა 🙂

მოკლედ, გადმოვწერე ფილმი Julie  and Julia, მერილ სტრიპით და ემი ადამსით მთავარ როლში. ჩვეულებრივი,სასიამოვნო ფილმია,ძირითადად ქალებისთვის,თავისი სენტიმენტებით, ზედმეტი შაქრით და  სიტკბოთი,სიუჟეტიც დიდი ვერაფერი,ერთხელ აიტანს კაცი , მაგრამ ამ ფილმმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი ბლოგის შექმნაში . საქმე იმაშია,რომ მთავარი გმირი,ჯული პაუელი, ამზადებს კერძებს   ჯულია ჩაილდის წიგნის მიხედვით და  თავის ყველა გამარჯვებას,მარცხს,იმედგაცრუებას და სიხარულს კულინარიულ სფეროში,რეგულარულად აღწერს პირად ბლოგზე.  თან წარმოიდგინეთ,ეს ყველაფერი ძალიან მადისაღმძვრელი კერძების თანხლებით. მე,სულო ცოდვილო, ძალიან მიყვარს გემრიელად მირთმევა,ახალი კერძების გასინჯვა,მოკლედ, ჯულის ბლოგი ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მეგემრიელა . მეტი რაღა იყო საჭირო სტიმულისთვის? აღარ დავაყოვნე, ღვთიურ ნიშანს დავუჯერე 🙂 , ღრმად ამოვისუნთქე და ბლოგიც გავაკეთე 🙂 მადლობა  ჯულის,ასეთი გემრიელი ბიძგისთვის.

მოკლედ,მე 22 წლის გოგო ვარ, ჯული 30 წლის ქალია და ჩვენ , ორივე, წერას ვყავართ ატანილი 🙂

Advertisements
6 Comments
  1. Tamuna permalink

    ჩემი საყვარელი წერას ატანილი გოგო:*:*:* აი, თურმე, ღვთიური ნიშანი რა ყოფილა:)) მე შენ მოგიმზადებ Tortilla-ს, საჭმელზე გამახსენდა (მექსიკურია), ოღონდაც 1 თვის მერე:)))

    • ხო,მახსოვს,დამპირდი 🙂 გაგახსენებ მერე იცოდე,თავს ვეღარ დაიძვრენ 🙂

      • Tamuna permalink

        დაგპირდი, მაგრამ ინგრედიენტები არ მქონდა:) შეგიძლია გამახსენო, მე დაპირებებს ვასრულებ ხოლმე:)))))

  2. D@niko permalink

    მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბლოგოსფერო საუბრობდა მაგ ფილმზე რაც გამოვიდა მას მერე, მეც ახლახანს ვუყურე და მეთქი, დიდი ევრაფერი თქო მაგრამ, როგორც აღმოვაჩინე, შენ გადაგაწყვეტინა ბლოგის შექმნა და მაგიტომ მაგტომ ღირდა საერთოდ ამ ფილმის შექმნა 😀 კეთილი იყოს შენი მობრძანება! :*:*:*:*

    • დიდი მადლობა,დი 🙂 ჯერ ცოტა მიჭირს ტექნიკურ საკითხებში გარკვევა,მაგრამ,იმედია,მოევლება 🙂

  3. ეგ კინო იმენა ბლოგერებისთვის must-see გახდა რა 😀
    მაგის არ ცოდნა ისეთევია, როგორც … აი არ ვიცი რა 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: