Skip to content

ჩემი ქალბატონი ვირჯინია

მარტი 6, 2010

რამდენიმე  დღის  წინ, ჩემი  მეგობრები  მთელი  საღამო  კამათობდნენ,მამაკაცები  უფრო  ჭკვიანები  არიან  თუ  ქალები. მე,როგორც  წესი, მსგავს  დისკუსიებში  ნაკლებად  ვერევი, რადგან საბოლოოდ  ძალიან  ვბრაზდები ხოლმე, თან  ვერცერთი  მხარე  სიმართლეს  ვერ  ამტკიცებს, მოკლედ,ჩემთვის  აზრი  არ  აქვს. მაგრამ  იმ  საღამოს  ითქვა  ფრაზა, რომელმაც  გადამაწყვეტინა, მეც  მეთქვა  რამდენიმე სიტყვა  თემასთან   დაკავშირებით.  ჩემმა მეგობარმა, რასაკვირველია, ბიჭმა, თქვა  ასეთი  რაღაც : ” აბა,  სად  გინახავთ  გენიოსი  მწერალი  ქალი? ”

ძვირფასო  მეგობარო, არ  ვახსენებ  იელინეკს, ლაგერლოფს  და  სხვა  ნობელიანტ  ქალებს,არ  დავიწყებ  ყველა  შესანიშნავი მწერალი  ქალის  ჩამოთვლას,მაგრამ  გეტყვი,რომ   გენიალური მწერალი  ქალის  მაგალითად  ერთი  ქალიც  საკმარისია და ეს ქალი,ჩემი  ქალბატონი  ვირჯინიაა. ვირჯინია  ვულფი, ცნობიერების  ნაკადის  ლიტერატურის  გამორჩეული  წარმომადგენელი, რომელმაც  დაამკვიდრა  თავისი  უნიკალური, განუმეორებელი  სტილი  პროზაში. და  მან  ზუსტად  იცოდა, რატომ  ჭარბობენ  გენიოსი  მამაკაცები  რიცხვით  გენიოს  ქალებს.წარმოიდგინეთ, საქმე  საკუთარ  ოთახშია. დიახ, საკუთარი  ოთახის  ქვეშ  მოიაზრება  ყველა  ის  პრივილეგია, რითაც  მამაკაცები  ყოველთვის  განებივრებულები  იყვნენ,მაშინ,როდესაც  ქალის  ადგილი  იყო  სამზარეულოში  და  მას  საკუთარი  ოთახიც  კი  არ  ჰქონდა.ამ მიზეზებზე ამომწურავად საუბრობს ვირჯინია თავის ესსეში “საკუთარი  ოთახი”. დღეს,რასაკვირველია, ასე აღარაა და  ქალბატონებიც  იწყებენ  საკუთარი  თავის  აქტიურად  გამოხატვას, მე  პირადად, თანამედროვე  მწერალი  ქალების  სახელებიც  ისევე  ხშირად  მესმის, როგორც  მამაკაცების.

ვირჯინია  ჩემს  ქალბატონად , ჩემს  ერთ-ერთ  უსაყვარლეს  მწერლად “მისის  დელოუეის”  წაკითხვის  შემდეგ  იქცა. ძალიან  მიყვარს  “ორლანდოც”, ” მარადისობის  ტალღებიც”, “ფლეშიც” და  მოთხრობები  ხომ  საერთოდ, ფანტასტიურია, მაგრამ  ” მისის  დელოუეიში  ”  ყველაზე  კარგად  გამოიხატა  მისი  უნიკალური  სტილი. თითქოს  არაფერი  განსაკუთრებული – შუახნის  ქალს, კლარისას, საღამოს  წვეულება  აქვს  და ემზადება, ამის  პარალელურად  კიდევ  რამდენიმე  ამბავი  ვითარდება  სხვა  ადამიანების  შესახებ, რომლებიც  კლარისასთან  არიან  დაკავშირებულნი. თითქოს  საკმაოდ უბრალო  სიუჟეტია,არა?  აბა, რა უნდა  მოხდეს, წიგნში, სადაც  მობერებული  ქალი  კლარისა  წვეულებისთვის  ყვავილების  საყიდლად  გამოდის? მართალია, არც  არაფერი  ხდება, მაგრამ  საქმე  სიუჟეტში  არაა. ის,რითიც  ” მისის  დელოუეი”  თავს  შეგაყვარებთ, დინამიკური  სიუჟეტი  კი  არაა,  არამედ  გაშეშებული  წამები. ჰო, სწორედ  მომენტების  დაჭერასა  და  მათ  გაშეშებაშია  ვირჯინიას  მთელი  მაგია. დაჭერილი  წამები ,შეგრძნებები, ხმები, გაბნეული  ფიქრები, დაულაგებელი, სწორედ  ისე,, როგორც  პირველად  მოდიან  თავში,ვიდრე  სიტყვებად  გადაიქცევიან… და  ამ  ყველაფერზე  წერს  სრულიად  “არაქალურად”, სადად,ზედმეტი  სენტიმენტების  გარეშე, არაფერი  ბანალური , არაფერი  გულისამაჩუყებელი, არავითარი  პათეტიკა… მერე რა,რომ  სეპტიმუსი  მოკვდა  და  ზოგჯერ  ყველაფერი  რა  ცუდადაა…კითხულობ  და  გესმის, როგორ  რეკს  უზარმაზარი  საათი. ყურებში  გიდგას  ლონდონის  ხმაური, რომელსაც  დროდადრო  გაზეთის  გამყიდველების  ხმა  ერევა, გრძნობ  ჰაერში  დატრიალებულ  შემწვარი  ვაშლის  სუნს, კითხულობ  უეცრად  მოწოლილ,კლარისას  არეულ  მოგონებებს, პარკში  ბიჭი  გოგოს  მტკიცე ” არას”  ისმენს  და  დაჟინებით  შესცქერის  მისი  აქანავებული  ფეხსაცმლის  ჭვინტს, სეპტიმუს  უორენ  სმიტს  პანიკისა  და  პარანოიის  მორიგი  შეტევა  დაეწყო, ნემსიყლაპია ზუზუნებს, საიდანღაც  ყვავილების  სუნიც  მოდის  და  აჰა, ივნისია ,  კლარისას  წვეულება  აქვს  და  ყვავილების  საყიდლადაა  გამოსული…

P.S   The  Hours – 2002  წლის  ოსკარის  მფლობელი, უმაგრესი  ფილმი  ვირჯინია  ვულფისა და  მასთან  რაღაცით  დაკავშირებული  ორი  სრულიად  უცნობი  ქალის  ცხოვრებაზე, მერილ  სტრიპით, ნიკოლ  კიდმანით  და  ჯულიანა  მურით  მთავარ  როლებში.  შესანიშნავი  მუსიკა, ულამაზესი  კადრები  და  ძალიან  ემოციური  ამბავი.

Advertisements
12 Comments
  1. absoluturad getanxmebi mari:) lagerliofi chemi erterti sayvareli mweralia:)tumca miuxedavad imisa,rom bevrma sheidzleba banalurad chatvalos am sias sharlota bontes aucileblad davumatebdi:)qalebis, rogorc arasrulyofili (tundac qvecnobieri)nichis matarebeli sqesis cnebas namdvilad ar vetanxmebi:)magram ra tqma unda imasac vagiareb,rom mamakacebshi procentulad ufro raodenobit gvxvdeba es yvelaferi vidre qalebshi..amastanave echvic maqvs,rom dgevandel samyaroshi am ori sqesis nichierebis da shromisunarianobis koeficienti tanabrdeba titqmis yvela sferoshi..garda fizikuri dzalisa,tumca aset shemtxvevebsac arc tu ishviatad vxvdebit:)kacma ar icis es samwuxaroa tu sasixarulo,magram vfiqrob es balansi da aqtivobis koeficientis mkvetri zrda drom da epoqam moitana..da ara genuri injineriiit gamoyvanilma sakvebma:) ..cota meshinia kidec,rom am yvelaferma mamakacis tvitmyofadoba ar daakninos.. :S

  2. შენს მეგობარს ძალიან, რბილად ვთქვათ, უცნაური რამ უთქვია : )
    ალბათ იხუმრა 🙂

  3. khatiaa permalink

    virjiniaaaa :))) miyvars

  4. Tamuna permalink

    ჩემი საყვარელი მწერალი, საყვარელი ფილმი და საყვარელი გოგო, რომელმაც ეს მწერალი აღმომაჩენინა:) მეც ვირჯინია სწორედ “გაშეშებული წამების” და “მაგიის” გამო მომწონს.. შენს მეგობარს, მგონი, არ დავეთანხმები. სწორედ ეს “მაგია” და ვირჯინიას განსაკუთრებული სტილია მიმზიდველი მის ნაწერებში და არა გენდერული ქვეტექსტები, ჩემი აზრით:)))))

  5. Tamuna permalink

    და მე მომიტევეთ, შეიძლება არ დამეთანხმოთ (მარი დამეთანხმება), მაგრამ ვირჯინია ვულფთან ერთად სიაში შარლოტა ბრონტე ცოტა უცნაურად მეჩვენება:)

  6. me piradad warmatebuli (da arc tu usafudzvlod) qalebis ricxvs ar gamovaklebdi:)cheshmariti warmateba ki nichidan momdinareobs..temac xom amas exeba? 🙂

  7. p.s. mec swored maris megobris genderul qveteqsts gavukete komentari 🙂

  8. გენდერულ ქვეტექსტს ვირჯინიასთან მიმართებაში გვერდს ვერ ავუვლით, გაქანებული ფემინისტი იყო და ძალიან იგრძნობა ეგ მომენტი მაგის შემოქმედებაში (დელოუეის არ ვგულისხმობ) 🙂 რაც შეეხება შარლოტა ბრონტეს,თემა მარტო წარმატებულებზე კი არა,გენიალურებზე იყო და გემოვნებაზე ხომ არ დაობენ, თამუნას არ მიაჩნია შარლოტა გენიალურად,სალომეს მიაჩნია ძალიან ნიჭიერად 🙂 ისე მე,თუ მაინცდამაინც ბრონტეებიდან უნდა ავირჩიოთ, ემილის დავუმატებდი სიას, ეგ მიყვარს დები ბრონტეებიდან ყველაზე მეტად 🙂

  9. Tamuna permalink

    მართალი ხარ, მარი, რა საჭიროა გემოვნებაზე დავა და არც ვდავობთ, მგონი:) უბრალოდ, ჩვენი აზრი გამოვთქვით:) და.. კიდევ უნდა წავიკითხ მაგ ქალის რამე, შენმა აღწერამ ძალიან მომანდომა:)

  10. manuchar permalink

    iyo mamakaci es aranair sqesobriv upiratesobas ar ganichebs qalisadmi(ise qalsac gaachnia da kacsac),
    kitxvaze tu ra mshvenebs qals, pasuxad yvelaze kargi rac momismenia esaa: “qals mamakaci amshvenebs”, azri ara aqvs es kaci mamaa, dzmaa, megobaria, meuglea tu sheyvarebulia.. mec ase vfiqrob rom qalbatonebi yvelaze metad mamakacebtan yofnisas cdiloben rom lamazebi iyvnen…:)
    qali da kacis tanasworoba jer kidev me12 saukuneshi icodnen:”lekvi lomisa sworia Zu iyos tunda xvadia”…
    da exla XXI saukuneshi ukve sircxvilicaa amaze kamati:)

  11. კატეგორიულად არ ვეთანხმები მეგობარს 🙂 უამრავი გენიოსი მწერალი ქალი არსებობს და პირველი ვინც მახსენდება, სწორედ ვირჯინიაა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: