Skip to content

შიშის სამეფო

მარტი 7, 2010

დღეს ქართულ საიტებზე ვიქექებოდი ფილმების გადმოსაწერად და ლარს ფონ ტრიერის სერიალ “სამეფოს” წავაწყდი. ამ ამბავმა ძალიან გამახარა,რადგან 4 წლის წინ “რუსთავი 2”-ზე ვუყურებდი და უუუფ,ძალიან ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი მართლა.

ლარს ფონ ტრიერი ძალიან მიყვარს, ზოგადად,ვგიჟდები რეჟისორებზე,რომლებსაც ჩემი შოკში ჩაგდება შეუძლიათ,ეს კაცი კიდევ ამას ყოველთვის წარმატებოთ ახერხებს. კი, ხანდახან,რასაც ქვია,ამლაშებს თავისი ავადმყოფური ფანტაზიებით,მაგრამ  მე ზუსტად ეს მომწონს,არაფერი შეფუთული,პირდაპირ სახეში რომ იცის ხოლმე გალაწუნება. ჩემი სიყვარული ძვირფასი ლარსის მიმართ სამეფოდან დაიწყო. მანამდეც მქონდა რაღაც ფილმები ნანახი,მაგრამ ამ სერიალს რომ ვუყურებდი,მახსოვს  ჩემი სრულიად გაოგნებული მდგომარეობა,მართლა ვეღარ ვარჩევდი,რა მესიზმრებოდა და რას ეკრანზე ვუყურებდი. ჯერ ფერებია ისეთი დამთრგუნველი,ყავისფერში გადასული წითელი,კადრები გადღაბნილი. შინაარსი მისტიკური , საშიში,თან,როგორც სჩვევია,რელიგიურ თემატიკაზე გაუთავებელი თამაში, ალეგორიები,ასოციაციები ძველ აღთქმასთან,სახარებასთან… მოკლედ,დავიწყე გადმოწერა და იმედია,ამჯერად მაინც აღარ ვივლი ისეთი დათრგუნული და განადგურებული,როგორც მაშინ ,იმედია, ამ 4 წელიწადში ფსიქიკურად უფრო მდგრადი გავხდი:)

ახლა იმ პერიოდიდან ისეთი ამბები გამახსენდა,ვეღარ გადამიწყვეტია,თავიდან ვნახო თუ არა. ერთხელ მორიგი სერია დამთავრდა, ეზოში გავედი და მომეჩვენა,რომ მეზობლის კატა მიღიმოდა 🙂 და ბავშვის ტირილზე ხომ საერთოდ ალერგია მქონდა,თუ სადმე ბავშვი ტიროდა,მე უკანმოუხედავად გავრბოდი 🙂

მოკლედ,თუ ჯერ კიდევ არ გადაგიფიქრებიათ ნახვა,აუცილებლად გადმოწერეთ,არ ინანებთ,მართლა საოცარი ნამუშევარია. http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6524&order=1.1&search=riget

Advertisements
7 Comments
  1. Tamuna permalink

    “სამეფო” იყო ყველაზე შთამბეჭდავი და რაღაცნაირი სერიალი, რაც მინახავს. თან, მახსოვს, დრო არ მქონდა, ბევრ სერიას ვერ ვნახულობდი და ძალიან გული მწყდებოდა. ვგიჯდებოდი დასაწყისზე – თეთრეული რომ ფრიალებს….ძალიან რაღაცნაირი იყო, იმიტომ მომწონდა:) კიდევ, Manderlay და Dogville მიყვარს. რამოდენიმე კვირის წინ ჩემმა მეგობარმა მირჩია, Dancer in the Dark ნახე, ძალიან მოგეწონებაო, მაგრამ, ვერ ვნახე ჯერჯერობით..

    • dancer in the dark ყველაზე ნაკლებად მიყვარს, სხვები ბევრად მირჩევნია. მე კიდევ სამეფოში ის დაუნები მიყვარდა,ორი,ამბავს რომ ჰყვებიან 🙂 აუუ,რა მაგრები არიან 🙂

  2. mariii..gaxsovs me da shen ra shishis zars gvcemdaa?:):) da ertxel abazanashi mricxvelis wripini bavshvis tirili rom gegona da ojaxis wevrebi kinagam rom gadarieee? :D:D aranairi survili ar maqvs vuyuro..adre shesashuri simshvidit vuyurebdi miuzedavad imisa,rom meshinoda :):)..exla ragac ar minda 😛

  3. Tamuna permalink

    უიჰ.. მარი, მართლა რა დღეში ყოფილხარ:))))

  4. ვაუ, ტრიერის თაყვანისმცემელი ყოფილხარ;) შენ მესამე ადამიანი ხარ, უკვე ვინც ასეთი ვნახე;)
    ტრიერის ყველა ფილმი მაქვს ნანახი და მისი და საერთოდ ჩემი ნომერ პირველი ფილმია “და მიაპობს ტალღებს”
    ეს სერიალი არ მაქვს ნანახი და რომ წავიკითხე ახლავე ვიწყებ გადმოწერას;)
    გემრიელ ლუკმად ვინახავდა და ახლა მომინდა ყურება;)

    • 🙂 “და მიაპობს ტალღებს” არის ტრიერის პირველი ფილმი,რომელიც ვნახე და გეთანხმები,ნომერი პირველია მართლა . ყველა ფილმი ვნახე მეც და ყველას მირჩევნია. მაგრამ “სამეფო” სხვა განზომილებაა. თვითონ ნახავ 🙂 შთაბეჭდილების გაზიარება არ დაგავიწყდეს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: