ჩემი საუკეთესო მეგობარი ლევანიკო :)
ბავშვობიდან უამრავი კარგი რაღაც და ვიღაც შემომრჩა . ყველა მეგობარი ძალიან მიყვარს და არც ვარჩევ,მაგრამ მყავს რამდენიმე ისეთი,რომლებსაც 2 თვეც რომ არ შევეხმიანო,მაინც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და როცა ერთმანეთს ვეხმიანებით,ერთ საათში და ერთ ლაპარაკში მთელ ცხოვრებას ვატევთ ხოლმე 🙂 ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი ლევანი. მოკლედ,ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსო,ახლა ლევანს ველაპარაკებოდი ინტერნეტით და გამეხუმრა,ჩემზეც თუ დაწერ ოდესმე შენს ბლოგზეო და ვიფიქრე,რატომაც არა 🙂 მით უმეტეს,ყოველთვის იმდენი რაღაც მინდოდა მეთქვა და ვერ ვეუბნებოდი:)
ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ჰოლანდია მძულს. იმიტომ,რომ ლევანიკო უკვე 2 წელია იქ ცხოვრობს. თანაც,ისე წავიდა,რომ ვერ დავემშვიდობე,ასე მოხდა 🙂 და ლევან,იცი,იმ საღამოს ისე ვტიროდი,სამსახურიდან ადრე გამომიშვეს 🙂
მე და ლევანი 9 წელია ვმეგობრობთ და არავინ,არცერთი ადამიანი არ არის დედამიწაზე მასავით არაეგოისტურად ერთგული. ამდენი ხანია ვმეგობრობთ და ერთხელ არ მახსოვს,თავისი ერთგულების სანაცვლოდ რამე მოეთხოვოს,ან რამეზე გამბრაზებოდეს,რამე სწყენოდეს. განა იმიტომ,რომ არაფერი მიწყენინებია.პირიქით,სულ ვეჩხუბებოდი ხოლმე,იმიტომ,რომ ძაან კაპარჩხანა და პრეტენზიული ბავშვი ვიყავი 🙂 ლევან,ხო მოგწერე იმ დღეს,მე აღარ ვარ ისეთი კაპარჩხანა,როგორიც შენ გახსოვარ 🙂
მოკლედ,რატომ წამოვიწყე ამ წერილის წერა 🙂 მინდა,ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუთხრა,რას ნიშნავს ჩემთვის,იმიტომ,რომ ეს არასდროს გამიკეთებია 🙂
ლევან,მადლობა იმისთვის,რომ არასდროს მისვამ ზედმეტ კითხვებს და სულ ყოველთვის უსიტყვოდ გესმის,რისი თქმაც მინდა. მადლობა,რომ ყველაზე დრამატულ სიტუაციებში ისე მეხუმრები,რომ მეცინება ხოლმე 🙂 მადლობა,რომ ძალიან მაფასებ და ძალიან გინდა,რომ კარგად და ბედნიერად ვიყო 🙂 მადლობა,რომ ასე მაცინებ ხოლმე,იცი,რაც შენ წახვედი,ისე ხმამაღლა აღარ გამიცინია. მადლობა,რომ ჩემს ისტერიკებზე გეღიმება ხოლმე და მე რომ გამძვინვარებული რას აღარ გეუბნები,შენ არ იმჩნევ 🙂 მადლობა,რომ მისმენ,მთელი 9 წელია მისმენ 🙂 ყველაზე მეტად ეს მიყვარს შენი,მთელი გულით რომ იცი მოსმენა და როცა არაფრის თქმა არ არის საჭირო,მართლა არაფერს ამბობ ხოლმე 🙂 მადლობა რომ ძალიან კარგად მიცნობ და ასე რომ მეუბნები ხოლმე ” ამდენს ნუ ნერვიულობ,მარი,თორე კიბო გაგიჩნდება და 30 წლამდე მოკვდები” 🙂 შენ მართლა ხარ ყველაზე ერთგული,ყველაზე მომთმენი და ძალიან,ძალიან კეთილი…მე განა ვერ ვხედავდი,ხანდახან როგორ გაწყენინებდი ხოლმე და როგორ გიშლიდი ნერვებს,მაგრამ არასდროს გითქვამს საყვედური. ხო,ჯანდაბას,ახლა შორს ხარ და ყველა იმ უაზრო პრეტენზიისთვის ბოდიში,რაც კი ოდესმე გამომითქვამს 🙂 განსაკუთრებით ქობულეთს ეხება:)
ესეც წერილი ლევანიკოს. არ ვიცი,რა რეაქცია ექნება,ამას რომ წაიკითხავს. ნამდვილი დიმიტრი გელოვანი აღვწერე 🙂 არადა,მართლა ასეთია,ყველაზე,ყველაზე კარგი 🙂 ერთი კი ვიცი: ზაფხულში რომ ჩამოვა,როგორც კი დავინახავ,მაშინვე ისეთი შეგრძნება მექნება,რომ ეს 2 წელი სულ არ ყოფილა,ამ მონაკვეთს ეგრევე გადავახტები და ისევ ისე გულიანად ვიცინებთ:) ხო,ლევანიკო? 🙂
მე მახსოვს ის საღამო, ლევანი რომ წავიდა.. საყვარელი, უსაყვარლესი მარი:*:*:*
ღმერთო ჩემო! რა წერილია………………
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, რატომღაც ნაცნობი სიმღერის ერთი სტრიქონი ამეკვიატა ,,ლა ლა ლა ლა……. როს კარგავენ-მის ფასს მერე იგებენ…,,
უფრო სწორად რომ ვთქვა- ამ წერილში სწორედაც რომ ჩანს , რაოდენ კარგად იცი შენი საუკეთესო მეგობრის ფასი…….. მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე ამ აკვიატებულ სტრიქონს…………………….
იმედია, არ გეწყინა-ამ სიბერეში ,შეიძლება ცოტა კიდევაც გამოვშტერდი))))))))
ara,nana,ar mwyenia,ras ambob :)))
maaaar ra skvareli xaar da ertadertii da ganumeorebeli , dzaan bednierii var rom sheni sauketesoo dakali var : )am cerilis adresatii rom vkopilikavii tirilit movkvdebodii :(:(
ra sayvareli xar vinc xaaaaaar levanikoc shemiyvarda ar gindat chemtan imegobroot?:D:D:D :*:*:*:*
მადლობა,ჩემო კარგო 🙂 სიამოვნებით,ვიმეგობროთ,აბა რა 🙂