შიგთავსზე გადასვლა

კინოს ჯილდო – კინოს

მარტი 8, 2010

გუშინ მთელი ღამე ველოდი ნანატრ შეძახილს “and the Oscar goes to …” ახლა,როდესაც შედეგები უკვე ცნობილია,შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ყველა მოლოდინი გამიმართლდა,გარდა ერთისა – მეგონა,მთავარ ჯილდოს ავატარი მიიღებდა. საბედნიეროდ,ასე არ მოხდა 🙂 თუმცა,მივყვეთ თავიდან.

წლევანდელ ოსკარებს ყველაზე უხალისოდ ველოდებოდი,რადგან გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავდა,არცერთი ფილმი არ მომწონდა.რაც მოიპოვებოდა ინტერნეტსივრცეში,ყველა ვნახე და ყველა აუტანელი იყო 🙂 ერთადერთი, უსახელო ნაბიჭვრებს ვგულშემატკივრობდი მართლა,ისიც ტარანტინოს წარსული დამსახურებების ხათრით და კიდევ იმიტომ,რომ სხვა ფილმებთან შედარებით მართლა შედევრია. ცოტა უკმარისობის გრძნობა მქონდა,იმიტომ,რომ მომეჩვენა,ბატონ კვენტინს ბევრად მეტი შეეძლო,მითუმეტეს,სიუჟეტი იძლეოდა ამის საშუალებას. ყველაზე მეტად ტარანტინოსი მიყვარს შავი იუმორი,ძალიან შავი იუმორი და მოურიდებელი ღადაობა ყველაზე,ყველაფერზე და საკუთარ თავზეც. “ნაბიჭვრებში ” ზუსტად ეს დამაკლდა. გაცილებით მეტად შეიძლებოდა  ზოგიერთი პერსონაჟის გაშარჟება,მოკლედ,სიმძაფრე და სიმწვავე ძალიან აკლდა. თუმცა,”hurt locker” თან,ავატართან და “up in the air”თან შედარებით, მართლა კანფეტად მეჩვენებოდა 🙂 ყველაზე მეტად,მთელი გულით კი იმისი მეშინოდა,ავატარს არ მიეღო მთავარი ჯილდო.

ავატარი ჩემ ცხოვრებაში ცალკე თემაა.ვერ ვხვდები მის მიმართ ასეთი აღფრთოვანების მიზეზს. უფრო სწორად,ამას კი ვხვდები,მაგრამ ის არ მესმის,რატომ უნდა წაიღოს ავატარმა კინოსთვის განკუთვნილი ჯილდოები.კი ბატონო,რევოლუციურია, კი ბატონო,რაღაც ახალია,ლამაზია,რაღაც იდეაც აქვს,მშვენიერია,შთამბეჭდავია,მაგრამ მოეძებნოს თავისი ჟანრი,დაერქვას თავისი სახელი და  აიღოს იმ ჟანრში ჯილდოები,პირიქით,სიხრულით შევხვდები და ტაშსაც დავუკრავ ! მაგრამ  ძალიან დიდი გულისტკენა იქნებოდა ჩემთვის,საუკეთესო ფილმი ავატარი რომ გამხდარიყო. კინოს უნდა ჰქონდეს კინოს ფორმა,ლურჯკაცებიანი მულტფილმი არ უნდა იღებდეს ოსკარს,როგორც საუკეთესო ფილმი. კინო არის უფრო ემოციური კატეგორია,უფრო ინტელექტუალური,უფრო ნატურალისტური,იქ კადრები,იქ შინაარსი,იქ იდეები,რეჟისორის პირადი დამოკიდებულება,მსახიობების თამაში… ეს არცერთი ელემენტი არ ახასიათებს ავატარს. შინაარსი უბანალურესი,მსახიობების თამაში ხომ საერთოდ,რა თამაშზეა ლაპარაკი ნახატ ფილმში . თემატიკაზეც ორიოდე სიტყვა:თუ მაინცდამაინც ვინმე დედამიწელებში ამერიკელებს ხედავს,პანდორელებში კიდევ ინდიელებს,ერაყელებს და ასე შემდეგ,შეუძლია ნახოს ბევრად უფრო ძლიერი ,ემოციური და ლამაზი ფილმი “ცეკვა მგლებთან”, ბოლოსდაბოლოს,კინოს ფორმა მაინც აქვს ,სხვა ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვა 🙂

მოკლედ,ძალიან კმაყოფილი ვარ,რომ მთავარი ჯილდო ბიგელოუს ფილმმა აიღო. რამდენად ღირებულია ეს ფილმი,უკვე ცალკე თემაა. შედევრი და ოსკარის ღირსი ნამდვილად არ არის,სამართლიანად,ოსკარი ტარანტინოს უნდა აეღო,მაგრამ რაღას დავეძებ,რადგან ავატარმა არ გაიმარჯვა :)თანაც,სამხედრო დრამის კვალობაზე ნორმალურია რა,ერთხელ გაუძლებს ადამიანი.

წყენას მაინც ვერ ავცდი ამ ოსკარზე . სანდრა ბალოკი,რატომ ღმერთო,რატომ 🙂 მართალია,არცერთ კანდიდატს გენიალურად არ უთამაშია,თვით ჩემმა უსაყვარლესმა მერილ სტრიპმაც კი ძაალიან გამიცრუა იმედი,მაგრამ სანდრას მართლა ყველა ჯობდა,ქალი არის უნიჭობის ზეიმი,კი,ამ კონკრეტულ ფილმში მართლა არა უშავს,მაგრამ ოსკარი? კარგით რაა…

მოკლედ,რაც უნდა იყოს,ასე თუ ისე,დაჯილდოვებამ ჩაიარა და მიხარია,რომ ნორმალურად განაწილდა ოსკარები და კინოს ჯილდო კინოს ერგო,მულტფილმის ჯილდო- მულტფილმს. იმედია,ამ პოსტის შემდეგ რეტროგრადობას არ დამწამებთ 🙂

12 Comments
  1. Tamuna permalink

    მე “Up”-ის გარდა არაფერი არ მქონდა ნანახი, და, შესაბამისად, წლევანდელმა ცერემონიამ ჩემთვის ძალიან უფერულად ჩაიარა. სანდრას რაც შეეხება… “მის კონგენიალურობაში” (ხო ასე ქვია?) ძალიან მესაყვარლება და მის მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ საერთოდ (ნუ, all about Steve-ში ძაან საშინელია, მაგრამ მაინც:))))

  2. Tamuna permalink

    ხოდა, რომელი ფილმი ვნახო პირველად, მარი?:)

  3. mec ar mdzuls sandra,magram oskari,kargi raaa :))) ra vici,hurt locker koshmaria,avataric ar momtsons,multpilmia,inglorious basterds naxe,eg magaria dzaan da educationsac ara ushavda 🙂

  4. Tamuna permalink

    OK.. მადლობა, მარი:):*

  5. Azazello permalink

    Retrogrado!!!! Chamorchenilo!!!! 60-ian wlebshi charchenilo!!! unda dagsvat da 1 tve marto tarkovskis unda gayurebinot, magis girsi xar 😀 😀 😀

  6. andria permalink

    ”ცოტა უკმარისობის გრძნობა მქონდა,იმიტომ,რომ მომეჩვენა,ბატონ კვენტინს ბევრად მეტი შეეძლო,მითუმეტეს,სიუჟეტი იძლეოდა ამის საშუალებას. ყველაზე მეტად ტარანტინოსი მიყვარს შავი იუმორი,ძალიან შავი იუმორი და მოურიდებელი ღადაობა ყველაზე,ყველაფერზე და საკუთარ თავზეც. “ნაბიჭვრებში ” ზუსტად ეს დამაკლდა. გაცილებით მეტად შეიძლებოდა ზოგიერთი პერსონაჟის გაშარჟება,მოკლედ,სიმძაფრე და სიმწვავე ძალიან აკლდა

    რა ნამუსით ამბობ ამას? რაც შენ ჩამოთვალე ყველაფერი იყო
    ეს იყო ყველაზე სრულყოფილი კინო ტარანტინოს ისტორიაში, მაინცდამაინც ცირკს ხომ არ დადგამდა

    და ალბათ საუკეთესო კინო რაც მე მინახავს

    • ცირკი რა შუაშია,ის არ მიგულისხმია,რომ სასაცილო უნდა ყოფილიყო. უბრალოდ,მეტი სიმწვავის საშუალებას აშკარად იძლეოდა სიუჟეტი. ლანდა არის ყველაზე სრულყოფილი პერსონაჟი,დანარჩენებზე ცოტა მეტი კიდევ შეიძლებოდა. მწვავეც არის და მოურიდებელიც ეგ ფილმი,მაგაში გეთანხმები და მეც ძალიან მიყვარს,უკვე რამდენჯერმე ვნახე,მაგრამ იმას ვამბობ,რომ მეტი შეიძლებოდა. არ ვიცი,ცოტა მიფუჩეჩებულის შთაბეჭდილება დამიტოვა რამდენიმე მონაკვეთმა და პერსონაჟმა. თორემ ეგ ფილმი რომ გენიალურია,მაგას ყოველთვის ვიტყვი მეც 🙂

  7. ძალიან სუბიექტური ხარ ! 🙂
    ბეჭდების მბრძანებელი თუ წლის ფილმი გახდა , ავატარი რატომ არ უნდა გამხდარიყო ? თუმცა არაუშავს , ბეჭდების მბრძანებელის პირველმა და მეორე ნაწილებმა ვერაფერი აიღეს. აი მესამემ კი ოსკარი აიღო. ასე მოხდება ავატარზეც. კემერონმა როგორც აღინშნა ტრილოგიად აქცევს ფილმს. :mrgreen:

    • იმიტომ,რომ ავატარი კინო არ არის 🙂 კი,სუბიექტურიც ვარ,ამ შემთხვევაში არც მაქვს ობოექტურობის პრეტენზია,კინო ყველას თავისებურად ესმის 🙂

    • რას ამბობ,ტრილოგია? ამას უკვე ვეღარ გადავიტან ! 🙂

  8. mate permalink

    უი ბლოგერშა ყოფილხარ 😀

    ამ პოსტს არ წავიკითხავ და აზაზელოს ვეთანხმები 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: