Skip to content

ტიმ ბარტონის საოცრებათა სამყარო

მარტი 10, 2010

დღეს,როგორც იქნა მეღირსა და ვნახე “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. ნუ,რაღაც წინასწარი განწყობა მქონდა,ათასი აზრი მოვისმინე ,სანამ ვნახავდი, ათასი რაღაც წავიკითხე და ასე შემდეგ.მეტს ველოდი,ცოტა იმედი გამიცრუვდა,მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ საერთოდ არ ღირს ნახვა.პირიქით,საკმაოდ შთამბეჭდავი ეფექტები აქვს.  თანაც ჩემი უსაყვარლესი ჯონი დეპია ერთ-ერთ მთავარ როლში და როგორ ვთქვა,არ ნახოთ მეთქი 🙂

ახლა ცოტა რამ ჯონი დეპზეც უნდა ვთქვა. არ მინდა,ძალიან კრიტიკული ვიყო,ჩემი უსაყვარლესი მსახიობია,მაგრამ რა ვიცი,ცოტა მეტს ველოდი მისგანაც.კი,ისეთი როლი აქვს,შეიძლება მეტის საშუალება არც მისცა,მაგრამ ყველაზე მეტად ის არ მომეწონა,რომ ეგ კაცი ბეღურა ჯეკის ხასიათიდან ვეღარ გამოდის. ეს ცუნცული და მანერული სიარული კიდევ ბევრ ფილმში უნდა ვნახოთ? ამ სიარულის გამო ბეღურა ჯეკი ძალიან მიყვარს,მაგრამ აქაც რომ გაცუნცულდა და გამოცუნცულდა,უკვე გავღიზიანდი, ცოტა არ იყოს 🙂

ალისასთან ბავშვობიდან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, ძალიან მიყვარს და საბავშვო ზღაპრად ვერც აღვიქვამ,მაგრამ,მიუხედავად ამისა,შინაარსში ცვლილებებს არც გავუღიზიანებივარ. ჩემი აზრით,რეჟისორს აქვს უფლება, როგორც თვითონ ხედავს და სწორად მიაჩნია,ისე გადაწყვიტოს თავისი ფილმი. ახლა მთელ შინაარსს არ მოგიყვებით,მერე საინტერესო აღარ იქნება 🙂

ჰელენ ბონიემ კარტერი მომეწონა,მშვენივრად გაართვა თავი,როგორც ყოველთვის. ენ ჰეთეუეი როგორი სულელუნაცაა ყველგან,ისეთივე იყო აქაც,ოღონდ აქ დახვეწილი,კეთილი და ჰაეროვანი სულელუნა იყო 🙂

3D ეფექტები მართლა საკმაოდ შთამბეჭდავია,რამდენიმე მომენტზე შევხტი 🙂  ტიმ ბარტონთან რა შუაშია,მაგრამ ჩემ გვერდზე სკამზეც არანაკლებ საინტერესო სანახაობა იყო 🙂 ბოლო რიგში ვისხედით და გვერდით ჭაღარა მამაკაცი და ასაკოვანი ქალი ისეთი მონდომებით და ახალგაზრდული შემართებით ზასაობდნენ, რომ მე და მარიამი ბოლოს უკვე სიცილით გავლურჯდით 🙂

Advertisements
7 Comments
  1. Tamuna permalink

    ჰაჰაჰა, ბოლო წინადადება ძალიან შთამბეჭდავი იყო:))) ძალიან მინდა ალისას ნახვა და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, მაგრამ, ჩემი ბედი რომ ვიცი, გვერზდე სკამზე სანახაობას ვერც მე ვერ ავცდები:D:D

  2. eka permalink

    me momewona alisa da jonic sayvareli iyo

  3. natia permalink

    :D:D guli damckdaa pirdapir didi sanaxaoba(ebi) gamomitovebiaa :D:D:D araushavs am pilmis naxvas mainc vapireb da gverdzee skamzee araperii mnishvnelovani romc ar xdebodes mainc tanaxmaa var :):)

  4. bolo cinadadebam dzalian gamamxiarula da macina 😀 jer mec ar minaxavs alisa.magram namdvilad gamagizianebeli iqneba jack beguras manerebi tu gamoyva alisashi johnny depps 😀

  5. წავიღე შენი პოსტი ქართული ბლოგოსფეროს ალისურ ქრონიკებში დასამატებლად. 🙂

    P.S.
    ენ ჰეთუეი მაგ ფილმიდან საერთოდ ამოსაჭრელია 🙂

    • ყველაზე მეტად მეც ჰეთეუეიმ გამაღიზიანა 🙂 ძალიან ყალბი იყო 🙂

Trackbacks & Pingbacks

  1. შავი კალგოტკების ქალაქი « The Sound and the Vuvuzela

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: