წიგნების დამალობანა
ახლა მოვრჩი ჩემი წიგნის თაროების ქექვას და ისეთი მტვრიანი ვარ,სარკეში ჩახედვის მეშინია . ვეძებდი “აგვისტოს ნათელს”, რომელიც გუშინ თაროზე აშკარად დავინახე,დღეს კიდევ გაქრა.ეს წიგნი, ზოგადად,იმით გამოირჩევა,რომ არის საოცრად დამთრგუნველი,ცოტა ავადმყოფური,სტრესი და დეპრესია გარანტირებულია,იმდენად დამახინჯებული ადამიანური ურთიერთობებია გადმოცემული,ისეთი პათოლოგიური პერსონაჟები და ისეთი უცხოობა და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია და რასაც ჰქვია,კბილები მიკაწკაწებდა,ისე მინდოდა ახლა რაღაც ადგილების გადაკითხვა,მაგრამ ჰა,დავაყენე მთელი სახლი ყირაზე,წიგნი კიდევ არ არის !
ამ პოსტის წერა იმიტომ დავიწყე,რომ ამ უბრალო შემთხვევამ დამიდასტურა ჩემი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული თეორია, რომელიც არ შემიძლია,არ გაგიზიაროთ,თქვენ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ 🙂 ოღონდ პირობა მომეცით,რომ რასაც ახლა გეტყვით,სერიოზულად მოეკიდებით 🙂 საქმე იმაშია,რომ წიგნებს დამალვა შეუძლიათ.დიდი ხნის წინ წიგნების მაღაზია პარნასში ვმუშაობდი კონსულტანტად და ეს აღმოჩენა იქ გავაკეთე. წიგნებმა მართლა იციან,როდის უნდა გამოჩნდნენ,ვის მიეყიდონ,ვის დაემალონ,იციან,ვის ჭირდება და რა მომენტში. აი, რამდენჯერ ყოფილა,შემოსულა რაღაცა ტუჩებდაბერილი გადაკვანწული ენაჩლექია გოგო და უთხოვია მარკესი. ყველას გვცოდნია,რომ თაროზე ნამდვილად დევს,გადაგვიბრუნებია ყველაფერი და ვერ გვიპოვნია,წასულა ის გოგო და წიგნიც დაბრუნებულა თავის ადგილზე . ანუ ეს რას ნიშნავს? იცოდა იმ წიგნმა,თუ რა იყო,რომ ამ გოგოს მარტო იმიტომ უნდოდა,რომ “მარტოობის ასი წელიწადი უდონესია ” 🙂 ჰოდა,ადგა და დაიმალა 🙂 როგორც კი მტერი წავიდა,მაშინვე გამოჩნდა. ახლა ეს ჩემი წიგნიც,დღეს რომ იმალება,იცის,რომ დღეს დათრგუნული ვარ და კიდევ დამატებითი ფაქტორები აღარ მჭირდება,ამიტომ მემალება ასე გამწარებული 🙂 ახლა რომ დავიძინებ და დილით ბედნიერი თუ არა,კმაყოფილი მაინც ვიქნები,ზუსტად ვიცი,ისევ გამოჩნდება 🙂
:))))))) მე 14 წლის რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა “მარტოობის 100 წლის” წაკითხვა. სახლში მითხრეს, ჩვენ ეს წიგნი არ გვაქვსო. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, მტვრიან წიგნებში ვიქექებოდი და რას ვხედავ: ახალთახალი, გადაუშლელი, სქელყდიანი “მარტოობის 100 წელი.” აუ, როგორ გამეხარდა!!! დაახლოებით 1 კვირა ვკითხულობდი და რომ მოვრჩი, დავდე თაროზე. მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ეგ წიგნი აღარ გამოჩენილა. შენი თეორიის მიხედვით, ალბათ, მამიდაჩემს ემალება. ძალიან უნდოდა წაკითხვა და…:)))))
მე ცოტა სხვანაირი თეორია მაქვს:
მემალება ყველა ნივთი, რომელიც სასწრაფოდ მჭირდება!
ახსნას აწი დავუფიქრდები…
მე ვგიჟდები შენს თეორიებზე 🙂 ოღონდ მართლა…
დიდი ხნის წინ, ვწერდი ნაშრომს მაგიური რეალიზმის შესახებ
საოცარი ის იყო რომ ყველა წიგნი რაც კი მჭირდებოდა – მქონდა, მხოლოდ მარკესის ”ასი წელი” დამეკარგა სახლიდან (!)
მე რადგან ავად ვიყავი (იმ პერიოდში ჰოლანდიური გრიპი ”დადიოდა” ქალაქში და რამენიმე იმსხვერპლა კიდეც თბილისში) ჩემი მეზობელს გოგონას ვთხოვე ჩემთვის ეყიდა ახალი ”ასი წელი”
სამწუხაროდ მეზობელმა ვერ იშოვა, პარნასშიც კი არ ქონდათო, ასე მითხრა
მე რამდენიმე ხნის შემდეგ კი ვიპოვე ჩემი მარკესი, მაგრამ ნაშრომის ჩაბარების დედლაინს ვეღარ მივუსწარი
მარი ძალიან გთხოვ გაგვაგებინე გამოჩნდა თუ არა. 😀 მართლა ძაან მაინტერესებს. :D:D
კი,კარგად გავხდი თუ არა,მაშინვე გამოჩნდა :)))
გახსოვს ”აგვისტოს ნატელი” რომ წავიკითხე??? მე მაგრად მახსოვს ის შეგრძნება, სამი დგის განმავლობაში რომ ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა და მერე მივხვდი, ფოლკნერი იყო ყველაფერში დამნაშავე 🙂 მაგარია მარტლა, ძაააალიან!!!
P.S. კუზ, მე შენი ხმაური და მძვინვარება მაქვს 😦 ეხლა დიღომში ვარ და აუცილებლად წამოვიღებ, რომ აღარ დამავიწყდეს 🙂 ოღონდ აუცილებლად გამომიარე უახლოესი სამი დღის განმავლობაში, თორემ აღარ დაგიბრუნეეეებ :))) :***
საეროდ წიგნებში ქექვასა და თაროების დალაგება ისე მიყვარს…
მაგაზე ახლა დავფიქრდი და მართლა “იმალებიან” აი ასე ნოტომის “კრძალვითა და ცახცახით” მემალება მაღაზიაში. ბევრი ვიბოდიალე, რამე წიგნის ყიდვა მინდოდა, თან ფულიც არ მქონდა ბევრი, ვერაფერი შევარჩიე.ნოტომი კი ვერ მიპოვეს. სამსახუში მისულს ჩემი თანამშრომელი მხვდება, რომელსაც ხელში ეს წიგნი უჭირავს, იმას ზუსტად იმ მაღაზიაში 3 ლარად უყიდია. არადა, რომ შემხვედროდა აუცილებლად ვიყიდდი.
ესე იგი,არ ამოგირჩია იმ დღეს ამელიმ 🙂 შენი თანამშრომელი ამოურჩევია