შიგთავსზე გადასვლა

კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ ბნელეთში?

მარტი 13, 2010

არ ვიცი,უყურეთ თუ არა იმედზე გასულ “სპეციალურ რეპორტაჟს”, სადაც გავიდა ქრონიკის იმიტაცია,რომელიც ასახავდა შესაძლო საშინელ მომავალს.მოკლედ,რა ხდებოდა : მოვედი სახლში,ჩავრთე ტელევიზორი და ვუყურებ ქრონიკას,სადაც აცხადებენ,რომ რუსული ჯარები შემოვიდნენ,დაბომბილია სტრატეგიული ობიექტები,მოკლულია პრეზიდენტი,დაიწყო ომი,მოხალისეებს ურიგებენ იარაღს და ასე შემდეგ. გადაცემას არ ჰქონდა არანაირი ნიშანი,რომ ის არ ასახავდა სინამდვილეს და იყო იმიტაცია. ალბათ ადვილი წარმოსადგენია,რა დამემართებოდა. ტელეფონები გაითიშა, ქუჩაში ხალხი დაპანიკებული გამოვარდა,დედაჩემს წნევამ აუწია, თან ყველაზე უარესი : ჩემი მეგობარი არის ფეხმძიმედ და არ უყურებდა იმედს.მე მივწერე,რომ ომი დაიწყო და ტყუილად დავაპანიკე.წარმოიდგინეთ,ფეხმძიმე გოგოს რამე რომ მოსვლოდა !

მოკლედ,იმ მდგომარეობას,რომელშიც ვიმყოფები,აღშფოთებული აღარ ჰქვია. ის ,რაც დღეს ტელეკომპანია იმედმა ჩაიდინა, არ  იყო უბრალოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.ეს იყო სრული სიბნელე,უვიცობა და დანაშაულებრივი ქმედება. ეს არ არის ტელეკომპანია,ეს არის ქარხანა,რომელიც უშვებს ერთმანეთის მსგავს ბნელ , უნიჭო, არაპროფესიონალურ გადაცემებს,რომლებიც დაფუძნებულია დაშინების პოლიტიკაზე. სწორედ დაშინება და მოსახლეობის დაპანიკება იყო ამ სიუჟეტის მიზანი : ხალხმა კარგად უნდა დაინახოს,რა მოხდება,თუ ვინმე ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. როგორ არ გამოჩნდა მთელ ტელეკომპანიაში ერთი ადამიანი მაინც,რომელიც მოიფიქრებდა,რომ გადაცემისათვის რაიმე ნიშანი დაედოთ,რაც მიგვანშნებდა,რომ იმიტაციას ვუყურებდით და არა რეალობას !

მოკლედ,ტელეკომპანიამ აუცილებლად უნდა აგოს ამაზე პასუხი სასამართლოში.ბოლოსდაბოლოს,უნდა გაიგონ,რომ ცხოველების ჯოგი არ ვართ და ისწავლონ საზოგადოების პატივისცემა. მე პირადად,სრულიად დავკარგე იმედი,რომ ამ სიბნელიდან ოდესმე გამოვალთ. სანამ ჟურნალისტები ელემენტარულ პროფესიული ეთიკის წესებს მაინც არ აითვისებენ,პროფესიონალიზმზე აღარ არის საუბარი,მანამდე არაფერი გვეშველება.

11 Comments
  1. D@niko permalink

    მე კი მივხვდი, რომ ღადაობა იყო… კარგადაც გავერთე… მაგრამ, სატირალი უფროა, ვიდრე სასაცილო… სარჩელზე უარესის ღირსებიც არიან! დეგენერატები!

  2. ჩემი აზრით, საერთოდ ტელეკომპანიაა დასახური!
    მე პირადად არა ვარ მანდ მაგრამ მეგობარ–ნათესავების ამბები ვიცი და ძაან დამპლობა გამოუვიდათ ნამდვილად იმედელებს!
    ვსიო, ამოვიდა ყელში!!!

  3. sheidzleba vcdebi, magram es yvelaferi winaswar dagegmili mgonia xalxze zemoqmedebis mosaxdenad!panika rom gamoewviat da daenaxvebinat ra donis mogalateebi iyvnen vigac-vigaceebi da im shemtxvevashi,tu marcxniv gadauxvevda nebismieri adamiani mishas azridan da politikidan ra sheidzleboda momxdariyo.es manana manjgaladzes stumrobamac daadastura telekompania imedshi!eseti reportajebi ar mgonia xelisuflebis migma midiodes..rac chaifiqres gaamartla!magram dzalian cud formebshi,isedac isea xalxi dazafruli amxela wnexi martla zedmeti iyo!!!metic!danashaulia!warmoidgnet titoeuli jariskacis deda,romelic chemsavit shemtxvevit sheeswreboda am faqts senakis bazis damombvidan!!an is adamianebi,vinc sakutar tavze mteli sigrdze-siganit iwvnia omis sashineleba chemi ojaxis wevrebis chatvlit!!

  4. nu mokled gavgijebuli var, jer tavidan ro omi daicyoo panikashi chavvardi,shemdeg iarags urigeben moxaliseebso eg xo saertod da bolos prezidenti mokluliao eg iyo piki,guli gamixda cudad,amivarda isteriuli tirili,chemi natesavebi gaxdnen cudad,sascrapos sascrapoze idzaxebdnen,mteli chemi qucha garet iyo gamosuli, da bevri chemi nacnobi qalaqidan garboda ukve, es iyo… nu ar vici ra iyo, emociebs ver vmelav, exlac ver gamovdivar mdgomareobidan :D:D:D

  5. xo mec mase mgonia rom cinascar dagegmili iyo ra tqma unda, shesanishnavad moxda xalxze zemoqmedeba… xelisuplebas namdvilad gamouida tavisi chanapiqri xalxis nervebis pasad 😀

  6. Tamuna permalink

    მთელ ტელეკომპანიაში იმიტომ არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც ნიშანას დაადებდა, რომ ეს ყველაზე ბინძური ხერხია ხელისუფლების შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, სპეციალურად არ დაადეს ნიშანი და ამ ყველაფერს ალბათ მინიმუმ 1 თვე დგამდნენ:@

  7. ras gadavekide am smilebs ukve ise maq michveuli xeli rom sruliad uadgilod vsvam xolme, ar sheimchniot :D:D:D

  8. xo tam egec gatvlili iyo ra tqma unda, ro aranairi nishani ar unda yopiliyo

  9. Chineluka permalink

    ნუ ნერვიულობ მაარ, მე არ დავპანიკებულვარ :)შენ როგორც კი მომწერე, უკვე ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილე არ იყო და არც მინერვიულია 🙂 უბრალოდ შემდეგ მოჰყვა ამ ყველაფერს ბევრი სასაცილო, სატირელი თუ ა.შ. ისტორიები :S

  10. ika permalink

    სანამ ეგ ჩანაწერი გავიდოდა თქვეს იმიტაციააო… მაგრამ უმეტესობას მაგისთვის არ მოუსმენია… მეც რომ გადავრთე სააკაშვილი მოკლესო ამბობდნენ. ნიშანი კი უნდა ქონოდა რომ სინამდვილე არ იყო მაგრამ მეტი ნიშანი რა გინდათ ზამთარი იყო და ხალხი მოკლესახელოებიანი ზედებით დარბოდა… 2008 წლის კადრები მაინც არ გეცნოთ… ორსულს რაც შეეხება კარგია რომ არ ინერვიულე… უამრავი ნაადრევი მშობიარობა მოხდა… და ინფარქტებიანე და გონდაკარგული ხალხც ბევრი გვყავდა რესპუბლიკურში…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: