Skip to content

საით მივყავართ საკუთარ ფეხებს :)

მარტი 17, 2010

მგონი,გვეშველა და როგორც იქნა,ცოტა დათბა.ეს ფაქტი განსაკუთრებით იმიტომ მახარებს,რომ ფეხით სიარული ძალიან მიყვარს და ქარიშხლების და წვიმების გამო ვეღარ ვახერხებდი.

ფეხით სიარული ჩემთვის არის ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტი. ჩემზე ყველაზე მეტად ეს და შოპინგი ჭრის 🙂 სხვა აღიარებულ მეთოდებს,შოკოლადს,ტკბილეულს,თმის შეჭრას და ასე შემდეგ,არ ვცნობ. მოკლედ,არა აქვს მნიშვნელობა,კარგად ვარ, თუ ცუდად,ნებისმიერ ამინდში მიხარია ფეხით სიარული,განსაკუთრებით,ჭავჭავაძიდან მარჯანიშვილის მოედნამდე ჩამოსვლა.

მოკლედ,სვლას ვიწყებ ჭავჭავაძიდან.აუ,რამდენ საინტერესო რაღაცას შეიძლება გადაეყარო ფეხით სიარულის დროს :)ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანებზე მიშტერება და მათი აზრების გამოცნობა,ან მათზე რაღაც ისტორიების მოგონება.ჩემთვის საინტერესო სახე თუ დავაფიქსირე,მაშინვე ვიწყებ ხოლმე მასზე რაღაცეების ვარაუდს,და ბოლოს ისე გამოდის,რომ მთელ ცხოვრებას ვუგონებ 🙂

სანამ ჩემი მობილური გაფუჭდებოდა,ყურში სულ ყურსაცვამები მეკეთა ფეხით სიარულის დროს,ხან როლებში ისე ვიჭრებოდი,რაღაც მიმიკებს ვიღებდი,მუსიკის მიხედვით.ახლა მუსიკა მომაკლდა,მაგრამ მთლად უმუსიკოდ მაინც არ დავდივარ,იმიტომ,რომ ყველა მელოდიას,რაც ლისტში მქონდა,მე თვითონ ვმღერი ხოლმე. რა თქმა უნდა,გულში 🙂

ფილარმონიამდე არაფერი არაა საინტერესო,თან გზაში ამ მონაკვეთზე უამრავი ნაცნობი მხვდება  და ეს “რას შვრები”, “რავი,შენ? ” ფიქრს მაწყვეტინებს  და არ მიყვარს:) ფილარმონიის შემდეგ ნაცნობებთან შეხვედრის საფრთხე იკლებს,ჭკუა ვისწავლე და გზას პეროვით ვაგრძელებ ,იქ დღე არავინ მხვდება,საღამოს კიდევ პირიქით,პეროვს ვერიდები 🙂

ელბაქიძის აღმართი,ჩემს შემთხვევაში,დაღმართი,ძალიან საყვარელი მონაკვეთია.ჯერ ერთი,აქ ყოველთვის სეირნობენ ადამიანები,რომლებიც ისტორიების მოსაგონებლად გადასარევი მასალები არიან,პირდაპირ,სამოთხრობე ხალხს გადავეყრები ხოლმე 🙂 მეორე ის,რომ ერთ ადგილას აქ გაზაფხულზე აკაცია ყვავის  და მთელ ქუჩაზე ისეთი ტკბილი სუნი ტრიალებს.თუ არავინ მიყურებს,ამ აკაციას ტოტს ვამტვრევ  ,ვანდალი 🙂

ვუახლოვდები საქორწინო კაბების მაღაზიას.მე ვარ ადამიანი,რომელსაც გულით და სულით სძულს ბანალური სასიყვარულო  ისტორიები, ცრემლების ღვარღვარი, გულისამაჩუყებელი ჰეფი ენდები და მსგავსი აუტანლობები,მაგრამ ამ მაღაზიასთან რატომღაც ნაბიჯს ვანელებ ხოლმე 🙂 ხანდახან ვჩერდები და ცოტა სულელის ღიმილით ვუყურებ კაბებს.მერე ჩემს თავს ვეუბნები ” რა გაცინებს,გამოადგი ფეხი,სენტიმენტალურო ძროხა ” 🙂 აჰ,ხო ,აქ ისიც უნდა ვთქვა,რომ ჩემი მოსაწონი კაბა,რომლის ჩაცმასაც ოდესმე ვისურვებ,არ მინახავს. ამიტომ ჯერჯერობით ძალაშია ჩემი იდეა,რომ ჯვარს რომაულ სტილში შემოხვეული ზეწრით და სანდლებით დავიწერ 🙂

აჰა,ვეშვები ქვევით და ვუახლოვდები ჩემს საყვარელ მონაკვეთს,გალაკტიონის ხიდს. მტკვარს რამდენჯერაც შევხედავ,იმდენჯერ მახსენდება,რომ მალე უნდა მოვიდეს ჯომარდობის სეზონი. თუ განწყობა არც ისე საჯომარდო მაქვს,ვფიქრობ ხოლმე,რომ გადავხტე,გავცურავ თუ დავიხრჩობი 🙂 მაგრამ ჯერჯერობით არ შემიმოწმებია 🙂 ხო,აქ კიდევ ხშირად ვუყურებ  შემოდგომით ფრინველების გადაფრენას. 

ინგლისურ ჩაის სახლთანაც არანაკლებ საინტერესო ამბები ხდდება. ჩაის სახლში,ფანჯარასთან,ყოველთვის ,დღის ნებისმიერ მონაკვეთში მხვდება თეთრლეპტოპიანი , 30 წლმდე მამაკაცი,რომელიც ისეთი სახით ის ყოველთვის,სამოთხრობე კი არა,სარომანეა პირდაპირ 🙂

ინგლისური ჩაის სახლის შემდეგ იწყება შოპინგის ზონა. თუ ფული მაქვს,ამ ზონის დაფარვას დიდხანს ვუნდები და ორ თერაპიას ერთში ვაერთიანებ,ნუ,რაც არ უნდა “არა არა” ვიძახო,ჭინჭები მაინც ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილია.თუ არ მაქვს,ვცდილობ,გულგრილად ჩავუარო ვიტრინებს და ტანსაცმელ-აქსესუარებს არ მივცე ცდუნების საშუალება 🙂

მოკლედ,არ ვიცი,კიდევ რამდენი შეეძლებათ ამ ჩემ ფეხებს,მაგრამ სანამ შეეძლებათ, ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყაროთ გალაკტიონის ხიდზე გადამფრენ ჩიტებს მიშტერებულ გოგოს და თუ ჩაფიქრებული სახე არ მექნა,არ მოგერიდოთ,მოდით და მკითხეთ “როგორ ხარ? ” მეც ღიმილით გიპასუხებთ “რავი,შენ? ” 🙂

Advertisements

From → personal

5 Comments
  1. vaime eseti sasiamovno ragac jer arasdros camikitxavs 🙂 minda gitxra, rom dzalian kargad gicnob da dzalian miyvarxar(love) da isic vici rogor giyvars adamianis saxeebit mati cxovrebis istoriis mogoneba:D:D:D:*..shopingi chemtvisac namdvilad antidepresantia magram pexit siaruls rac sheexeba,eg ambavi mklavs..shen kide ra bednieri xar,rom giyvars da shegidzlia iaro pexit dzalian bevri 🙂

  2. Tamuna permalink

    მარი, როგორ მესმის შენი:) მე სიარული მიყვარს ამქვეყნად ყველაზე მეტად. განსაკუთრებით, თუ მზეა. გუშინ იმდენი ვიარე, იმდენი (თანაც ქუსლებით), რომ ბოლოს ქანცგაწყვეტილი ჩამოვჯექი კოსტავაზე, პირდაპირ ტროტუარზე?! აი იქ, ავტობუსის გაჩერება რომაა. ხოდა, ყველარფის მტვერი ხომ მეყრებოდა, რამაც იმ ქუჩაზე გაირა და ყველა გამვლელ-გამომვლელი ხო მიყურებდა გაკვირვებული, მაგრამ მაგას ვინ აქცევდა ყურადღებას:D მზე მანათებდა და რა ბედნიერი ვიყავიიიიი!!!:)))))))) მინდა ბევრი, ბევრი მზიანი დღე და სეირნობა:))))))))

  3. D@niko permalink

    ფეხით სიარული, ეს არის ისეთი რამ, რაც წვიმიან და უმზეო ამინდშიც კი არ მეზარება…

    მქონია მომენტები, მარტო სიარული მსიამოვნებია.

    მაგრამ ძირითადად, მიყვარს, როცა ორნი ვართ…

    როცა ორზე მეტნი ვართ, უკვე ისეთი სასიამოვნო აღარ არის…

    შოპინგს რაც შეეხება, მღლის… 😦

    და ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტი, ჩემთვის მაინც შხაპია…

  4. ეხლა წავიკითხე შენი გუშინდელი პოსტო და გავიხედე ფანჯარაში და ქარი ანადგურებს და ტემპერატურა კლავს 😀 ხო ისე შოპინგი მღლის როცა ვიცი რასაც ვეძებ და ისე უეცრად რო შემხვდება ხოლმე მაღაზიები შემიძლია იქ გავათენო 😀

  5. andria permalink

    ჰეჰე, აი თურმე რატო მომაშტერდი იმ დღეს :დ

    მე კიდე ჩემი “რა?!”-თი გაგაწყვეტინე ისტორია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: