შიგთავსზე გადასვლა

როგორც იქნა !

მარტი 20, 2010

ბავშვობიდან ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობდი,მაგრამ დღემდე ორი ოცნება გამომყვა : გავხდე კინომცოდნე და ვისწავლო გიტარაზე დაკვრა.  მუსიკა ძალიან მიყვარს და ხანდახან კი არა,სულ ვგრძნობ სურვილს,რომ ჩემი ემოციების მუსიკით გამოხატვა შემეძლოს. მუსიკალური შვიდწლედი კი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით,მაგრამ პიანინოს ატანა არ მაქვს,რაღაცნაირი მეშჩანური ინსტრუმენტია და დიდი ნიჭიც არ გამომიმჟღავნებია 🙂 გიტარაზე კი ყოველთვის მბურძგლავდა,მაგრამ სერიოზულად არ მიფიქრია ამაზე.

მოკლედ,რამდენიმე დღის წინ ,სახლში ვთქვი,რომ ახლა,რადგანაც თავისუფალი დრო მაქვს,შემიძლია,ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულებას მივხედო მეთქი. მამაჩემმა მკითხა,კონკრეტულად საიდან გინდა დაწყებაო და გიტარიდან მეთქი. ინსტრუმენტი  არ მაქვს,ისედაც,არ მეგონა,თუ ამ სიტყვებს ყურადღებას მიაქცევდნენ,მაგრამ გუშინ დავბრუნდი სახლში და მშობლებმა რაღაც იდუმალი სახით მითხრეს,ოთახში შეიხედეო. ვერ მივხვდი,შევიხედე და ისეთი გიტარა დამხვდა,ისეთი მაგარი,ერთი ნახვით შემიყვარდა,სიტყვებით ვერ გადმოვცემ,ისეთი მაგარია 🙂 ჩემი კივილი მთელ ქალაქს ესმოდა მგონი 🙂 მოკლედ,მასწავლებელიც ვიპოვე  და ორშაბათიდან ძალიან სერიოზულად დავიწყებ გიტარაზე დაკვრის სწავლას. ისეთი ბედნიერი ვარ 🙂 შეიძლება ჩემგან დიდი გიტარისტი არ დადგეს,ცოტა ალბათ დაგვიანებულიცაა,მაგრამ wish you were here და true love waits-ს ხომ მაინც დავუკრავ ჩემებურად და მეტი რაღა მინდა ბედნიერებისთვის 🙂

P.S იმედია,გამბედაობა მეყოფა და ჩემი ცხოვრების მთავარ ოცნებას,კინომცოდნეობასაც ავისრულებ 🙂 რაც მთავარია,ის მიხარია,რომ სახლში ჩემები ჩემ  სურვილებს სერიოზულად ეკიდებიან და უბრალო კაპრიზად არ მიიჩნევენ . ორშაბათს გიტარის პირველი გაკვეთილი მაქვს,წარმატებები მისურვეთ 🙂

From → personal

10 Comments
  1. Tamuna permalink

    გისურვებ:))) და შენ ყველაფერს, სულ ყველაფერს აისრულებ:*:*:*

  2. Tamta permalink

    მალაზუნა… აბა რაა!!!!! მაგ ოცნებასაც აიხდენ და ყველა დანარჩენსაც :***

  3. bavshvobis ocnebis asruleba ra kargia, magram is upro kargia egeti sayvareli dediko da mamiko rom gyavs, tojinebi ki ara utojinesebi arian.. gisurveb gitaraze dakvris kargad shescavlas :* da mainteresebs sheni gitara 😀 neta martla egeti sayvarelia rogorc ambob 😀

  4. mariet permalink

    წარმატებებს გისურვებ!!!! ჩემზე მეტ წარმატებებს გიტარის განხრით :))) რაღა დაგიმალო და დავდიოდი გიტარაზე,მთელი ზაფხულიც მივუძღვენი,მაგრამ მერე რა ვიცი,დიდად თავს არ ვიკლავ :)) ჰოდა,გამბედაობა ძალიან საჭირო “ნივთია”.:)) სულ თან უნდა ატარო.ასე კინომცოდნეც გახდები.ამ უკანასკნელსაც გისურვებ :))

  5. მარი, დროა ყველა შენი სურვილის ასრულებაზე ( ამაში ყველაზე მეტად კინომცოდნეობას ვგულისხმობ) მართლა სერიოზულად იფიქრო,რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს-მერე მართლა გვიან იქნება .
    ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ ჯერ კიდევ მოასწრებს ყველაფერს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს , მოიხედავ და…….. თურმე დაგაგვიანდა……….

  6. natia permalink

    mar gisurveeb…gisurveeeb :*:*:* minda gitxraa, rom gambedaobac gekopa mtavari survili aisrulo,sheni cxovrebis nacilia kino da rom vici rogor gikvars imitom var darcmunebuli, rom aucileblad miagcev carmatebas,pirveli nabijis gadadgma ginda marto da mere vegarc gagacherebt:D:D P.S. dzaan mainteresebs sheni gitaraa, rodis vixilaav ?

  7. natia permalink

    dzaliaaaan mikvarxaaaar:*:*:*:*:* dzalian … dzalian:*:*:*:*

  8. გილოცავ და წარმატებას გისურვებ :*

  9. ისწავლეე, ისწავლეე და მეც გავაუმჯობესებ ჩემს ცოდნას, რომ ზაფხულში ერთად დავუკრაათ, ერთად ვიმღეროოთ ბევრი ფლოიდიი, ბევრი Radiohead-ი, პლაჟზე, ღამე, ლუდებით ხელში… და საერთოოდ, დაე ეს ზაფხული იყოს ყველაზე მაგარი ზაფხული ჩვენს ცხოვრებაში!!! :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: