Shutter island
როცა ვიღაცეებს ვაკრიტიკებ ხოლმე და მეკითხებიან,ჩემი აზრით,აბა რით განისაზღვრება რეჟისორის გენიალურობა,ასე დეფინიციას ვერასდროს ვიშველიებ ,გადამწყვეტი მაინც სუბიექტური დამოკიდებულებაა და იმიტომ. თუმცა,ის კი ნამდვილად ვიცოდი,რომ მარტინ სკორსეზეს მიმართ ყოველთვის ვიყავი კრიტიკული და ის ვერასდროს მოხვდებოდა ჩემი საყვარელი რეჟისორების სიაში,მაგრამ ნათქვამია,არასოდეს თქვა არასოდესო 🙂
ყოველთვის ანტიპათიით ვიყავი განწყობილი მარტინ სკორსეზეს მიმართ და მიმაჩნდა,რომ მისი დიდება გაზვიადებული და გადაჭარბებული იყო. ვერ ვიტყვი,რომ მისი ფილმები მძულს და ვერ ვუყურებ,მაგრამ გენიალურ რეჟისორად არასდროს მივიჩნევდი.განსაკუთრებით არ მომწონდა მისი და დი კაპრიოს ერთობლივი ფილმები. ლეონარდო დი კაპრიო ძალიან ნიჭიერია უდავოდ და მის თამაშთან არც გამჩენია პრეტენზიები,მაგრამ თვითონ ფილმები არ მომწონდა.
დღეს კი Shutter island-ს ვუყურე და მარტინ,მაპატიე,რომ ასე აგდებულად მოგიხსენიებდი 🙂 ბრწყინვალე ფილმი,გენიალური,შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ! ყველაფერი არაჩვეულებრივია,სცენარი,რეჟისურა,მსახიობების თამაში. გაოგნებული დავრჩი. თამამად ვამბობ,რომ ბოლოს გამოსული ფილმებიდან, რაც ვნახე,ეს ყველაზე კარგია.
ფილმის შინაარსი,ვითარდება კუნძულზე,სადაც ფსიქიატრიული საავადმყოფოა განთავსებული. დამთრგუნველი გარემო, რუხი პეიზაჟები,საოცრად ზუსტად შერჩეული მუსიკა,მართლა უმძიმესი ფილმია. რაც მთავარია,ფილმის ბოლოს ირკვევა ყველაფერი და ძალიან მოულოდნელი დასასრული აქვს,თან ორმაგი,ორაზროვანი,მაყურებელს შეუძლია,როგორც უნდა , ისე იფიქროს.
ბენ კინგსლი რომ გენიალური მსახიობია და დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს,ეს ისედაც ცხადია. აი,ლეონარდო დი კაპრიო კი სრულიად სხვა შემთხვევაა… მე პირადად,ყოველთვის უნიჭიერესად მიმაჩნდა,ადრეულ ასაკშიც და ახლაც,ყველა როლს თავის დროზე შესანიშნავად გაართვა თავი,ხშირად ისეც მომხდარა,რომ ყოვლად უვარგისი ფილმი მარტო ლეონარდოს თამაშს “ამოუქაჩავს” , “ავიატორს” ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა,ბევრი თვლის,რომ ლეონარდო დი კაპრიო მორიგი ჰოლივუდელი ლამაზუნა ბიჭია, თინეიჯერების გულთამპყრობელის გარეგნობით და რომანტიკული როლებით. მართალია,უკვე დიდი ხანია,დაამტკიცა,რომ გაიზარდა,დაიხვეწა და რომეოს ხასიათიდანაც გამოვიდა,მაგრამ სკეპტიკოსები მაინც მრავლად მოიძებნებოდნენ. ჰოდა,ახლა მათ მივმართავ : უყურეთ ამ ფილმს და აღიარეთ ბოლოსდაბოლოს,რომ დი კაპრიო უნიჭიერესი და ფილმიდან ფილმამდე მზარდი მსახიობია და აღარასდროს მითხრათ,რომ ჰოლივუდელი ვარსკვლავბიჭუნაა ! აი,ასეთი ემოციური თამაში რამდენი ხანია,აღარ მინახავs.
ოსკარებამდე ჯერ მთელი ცხოვრებაა,მაგრამ,იმედია,კინოაკადემია ამჯერდ მაინც იქნება სამართლიანი და ფილმი დამსახურებულ ჯილდოს მიიღებს,ან ლეონარდოს მაინც ეღირსება ოსკარი,რომელიც უკვე დიდი ხანია,მიღებული უნდა ჰქონდეს 🙂
დამაინტრიგე…
am pilms vezebdii da inglisurad ver vnaxe.. imedia, odesme sadme daideba da vuyureb:))
რუსულად უყურე აუცილებლად. ღირს,დამიჯერე 🙂 კეი პაქსის თემატიკას რაღაცნაირად კი იმეორებს თითქოს,მაგრამ ეს თავის პონტშია უძლიერესი.
:)))))))))))) kiii, me vimyopebi shens blogze da shen martla kargii gogo xar:) danarchenii isedac vici (ra vici, vicodi adre da imedia, exlac:)), magram bevr axal ragacas es blogii martla miyveba:) bevri ukve vicine, es “ertad vichxubot” zalian momecona:))) ise, blogze ar gvichxubia, mgonii:))) kargi pilmebi da cignebi mindaa!!!!:))
ძალიან მაგარია. სცენარი, დრამა, მსახიობების თამაში. ინგლისურად ვაფშე მაგარია.
საბედნიეროდ დი კაპრიოს აღარ თვლიან დიდი ხანია უბრალო ლამაზ ბიჭად და მსგავსებათ 😀 მიხვდნენ რაღაცას 😀
სკორსეზეზე არც ვაფანატებ და არჩ შენსავით ვიყავი განწყობილი, უფრო უკეთესობისკენ, იტალიელია მაინც… 😀
მაგალითად დიფართიდ ძალიან მომეწონა მე(ანუ შენ რომ ამბობ დი კაპრიოს და მისი ერთობლივი ნამუშევრები არ მომწონდაო)
ავიატორითაც ვიკაიფე ნუ ბიოგრაფიულისთვის კაია მაინც, მაგრამ გადასარევი ფილმი არაა
აი ამ ფილმით მეც მოვიხიბლე, მაგრამ საერთო აჟიოტაჟის მერე, ცოტა მეტს ველოდი უნდ ავარიარო
თუმცა მაგარია ძალიან, თავისი კანცოვკით 🙂
:):):):) maaaar vaimee skorsezee agiareee :D:D exlaa ici ra gamaxsendaaa? vici shenc gagaxesnadaa:D … xodaa ai gadaigoo kidec martinmaa sheni mosaconi pilmiii 🙂 enam mikivlaa :*:*:*