შიგთავსზე გადასვლა

ასე თუ ისე ამბავი

მარტი 23, 2010

მე ისე მქვია. ადრე სიფხიზლის ქუჩაზე ვცხოვრობდი,ახლა თვლემის ქუჩაზე ვცხოვრობ.აქ საცხოვრებლად ასესთან გადმოვედი.ასე ღამღამობით დადის და როცა ყველა იძინებს,ადამიანების ჩრდილებს აძინებს. ადრე,როცა ასე ყველა ჩრდილს დააძინებდა,მე ჩამოვივლიდი ხოლმე და იმ საწოლის ქვეშ დაძინებულ,გატრუნულ ჩრდილებს სულ მაღალი ქუსლების კაკუნით ვაღვიძებდი.ამიტომ მემტერებოდნენ ადამიანების ჩრდილები,ამიტომ ფრთხებოდნენ და განზე დგებოდნენ ქუჩაში,როცა მე ჩემი მაღალი ქუსლებით მივკაკუნობდი.არასდროს,არცერთ ჩრდილს არ გადაუკვეთავს ჩემი გრძელი და გაწელილი ჩრდილი.

მერე მე ასე შემიყვარდა.ის სულ ბრაზობდა,როცა მე მის ვაივაგლახით ჩაძინებულ ჩრდილებს ვაღვიძებდი. იმდენჯერ გაბრაზდა,რომ ბოლოს იმასაც შევუყვარდი.ჩვენ დავიწყების ქჩაზე,იმ აივნის ქვეშ დავქორწინდით,სადაც მერცხლები ბუდეებს იკეთებენ ხოლმე.ერთმა მოხუცმა ჩრდილმა დაგვაქორწინა. მე კი ვეზიზღებოდი,მაგრამ ასეს ხათრით…ბეჭდები არ გვქონდა,ამიტომ აივნიდან მერცხლიხ ბუდეები მოვტეხეთ და თავებზე დავახურეთ ერთმანეთს.

ახლა მე თვლემის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ ღამე ასეს ვეხმარები ჩრდილების დაძინებაში. ამ ბოლო დროს დაბალძირიანი,უქუსლო ფეხსაცმლის ხმარება დავიწყე _ ქუჩაში სხვისი ჩრდილები რომ აღარ დავაფრთხო.

32 Comments
  1. მოკლედ,სულ რამდენიმე ადამიანმა იცის,რომ ხანდახან მოთხრობებს ვწერ. არასდროს გამომიქვეყნებია,რამ მომიარა ახლა,არ ვიცი 🙂 ნუ,მაინც,ექსპერიმენტის სახით დავდებ აბა ამ მოთხრობას და თქვენს შეფასებას დაველოდები 🙂

  2. Tamta permalink

    მარი, რა საყვარლი ხარ… და კეთილშობილი. ხუმრობა საქმეა ქუსლიანი ფეხსაცმლისათვის თავის დანებება :)))) ახლა ხუმრობის გარეშე, ძალიან თბილი ჩანახატია… აფერუმ !!!!! 😀 😀

  3. ar vici ra davcero da mainc minda rom ragaca davcero, miuxedavad imisa rom mtlad yvelaeri kargad ver gavige mainc momecona, ese igi ra kargia rom mainc mesiamovna cakitxva 🙂 me vici ra kargadac cer motxrobebs da dzalian miyvars sheni motxrobebi :*

  4. ლაშა permalink

    სააღოლ მარი მომეწონა ეს მე. მშვენიერია შენი არაორდინალური გადმოცემის მანერა. თავს ვიხრი შენს წინაშე

  5. SubMaRin permalink

    tbili ki ara,ragacnairia.ukve meore chanaxats vkitxulob da jer damburdzglavs,mere cremli momdis cali tvalidan,ogond ratom ar vici 🙂

  6. საბრინა permalink

    მომეჩვენა, რომ შემოდგომაზე წასაკითხი მოთხრობაა. ჩაის რომ სვამ და არსად გეჩქარება, იმიტომ რომ შეიძლება აგატიროს. 🙂 კაია ძაან.

  7. D@niko permalink

    იმდენად მომეწონა, რომ ფეისბუქზე დავაშეარე! ძალიან მაგარია! შენ ხომ საერთოდ! :*

  8. zalian magaria maaar ;( :* yoveli axali winadadeba ertmanetze uketesia:)

  9. giovarmari permalink

    pirvel rigshi qeds vxri mari, sheni niwierebis cinashe:)sulmoutmenlad davelodebi rodis dadeb shens sxva motxrobebs, radgan es did sulier siamovnebas momaniwebs(darcmunebuli var ara marto me) p.s.sipgizlis quchaze sadac cxovrobdi vici da tvlemis quchaze ra nomershi gadaxvedi tu metyvi iqac didi siamovnebit gestumrebi.

    • დიდი მადლობა გიო,მაინც გამაწითლე 🙂 თვლემის ქუჩა,სიზმრების ჩიხი,სიზმარი ნომერი 88,ესაა ჩემი ახალი მისამართი 🙂

  10. tavadi permalink

    სასიამოვნო წასაკითხია 🙂

  11. დიდი მადლობა 🙂

  12. Chineluka permalink

    საყყყყვარელოოოო :****** 😉

  13. ika permalink

    მერცხლები არ შეგეცოდათ?

  14. Tamuna permalink

    mari, didi xania minda momecera, rom zalian, zalian kargia. imdenad kargi, rom arc ki movelodi. kidev dade sheni motxrobebi. davelodebi sulmoutkmelad:*

  15. Tamuna permalink

    da, mari, unichieresi xar:))):*

  16. მიმაქვს ფბ-ზე 🙂 სხვებსაც მოეწონოთ 🙂

  17. მყუდრო permalink

    მომეწონა ძალიან თან 🙂

  18. რა კარგად წერ… რაღაცნაირად ისე დადებითად დავიმუხტე… შეინარჩუნე ეს თავისებური სტილი და კიდევ ბევრი წერე:)

    პ.ს. შემოვალ ხოლმე 😉

  19. bekashonia permalink

    kargia tavisufal dros ase rom ertobi :))

  20. nina bartleby permalink

    axali motxroba gvinda 🙂 🙂 😉

  21. dzalian sasiamovno da sainteresoa :))))

  22. მარი, ბლოგზე ისე იშვიათად წერ, არადა ისე კარგად წერ.. სულ ვფიქრობ, რომ იმედია თავისთვის მაინც წერს, და ერთხელაც გამოააშკარავებს-მეთქი. ხო? : )
    იმიტომ რომ მარ, ისე წერ, აუცილებლად სულ უნდა წერო, როცა ოდნავ მაინც გეწერინება, ნუ გამოაქვეყნებ ბლოგზე, მაგრამ შენთვის მაინც ხომ წერ? : )

  23. rusiko permalink

    მარი, თავიდან შემიყვარდი!!!

  24. საყვარელია!:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: