ცვლილებები
ჩემს ცხოვრებაში აშკარად დაიწყო ცვლილებების ეტაპი.ნუ დაინტრიგდებით ჯერ,ეს ის არ არის,რაც თქვენ გგონიათ 🙂 იმით დავიწყებ,რომ ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდი მაქვს,ყველა ცვლილება სასიკეთოდ ხდება და ძალიან ბევრ რამეს ვასწრებ,თანაც,ნაბიჯ-ნაბიჯ ვისრულებ ყველა სურვილს 🙂 და რაც ყველაზე მთავარია,შეცდომების დაშვების აღარ მეშინია 🙂
ჩემს მშობლებს რომ იცნობდეთ,მიხვდებოდით,რომ ყველაზე ლმობიერი,გამგები და მეგობრული მშობლები არიან დედამიწის ზურგზე. მხარს გვიბამენ ყველა წამოწყებაში,რა გიჟური იდეაც არ უნდა დაგვებადოს,პირველი მხარდამჭერები ისინი არიან,არასდროს არაფერს გვთხოვენ,არ გვკიცხავენ,საშუალებას გვაძლევენ,გადაწყვეტილებები ჩვენით მივიღოთ და არაფერში გვზღუდავენ,ყოველთვის ჩვენით ვწყვეტთ,სად წავიდეთ,სახლში რომელ საათზე დავბრუნდეთ … თანაც,ერთმანეთთან ყოველთვის ვლაპარაკობთ,საღამოს განვლილ დღეს ვყვებით,ერთად ვიცინით,მუსიკას ვუსმენთ,მოკლედ,მართლა ძალიან სხვანაირები არიან. მიუხედავად ამისა,არ ვიცი,ბავშვობიდან საიდან გამიჩნდა გრძნობა,რომ შეცდომები არ უნდა დამეშვა. ეს გრძნობა ყოველთვის ძალიან მტანჯავდა და ხელს მიშლიდა გადაწყვეტილებების მიღებაში,გარისკვა არ მიყვარდა,სულ მეგონა,რომ ჩვეულებრივი ადამიანური შეცდომები მე არ მეპატიებოდა. თავის დროზე ზუსტად შეცდომის დაშვების შიშმა შემიშალა ხელი,ჩამებარებინა კინომცოდნეობაზე. იგივე ფაქტორი ამოქმედდა,როცა იურიდიული ფაკულტეტის მიტოვება მინდოდა. შეიძლება ,ეს იმ უსაზღვრო თავისუფლების ბრალი იყო,რასაც მშობლები მაძლევდნენ.სულ ვფიქრობდი,ისინი ასე მენდობიან და იმედი რომ გავუცრუო?ცუდად რომ მოვიქცე? არადა,ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებდნენ,რომ მათი გულისთვის არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო და როგორც სწორად მივიჩნევდი ჩემთვის ,ისე უნდა მოვქცეულიყავი. მოკლედ,რატომ დავიწყე ამაზე საუბარი : ახლა,მადლობა ღმერთს,ყველა ეს შიში თუ კომპლექსი გადავლახე და მივხვდი,რომ ადამიანი ვარ და ადამიანური შეცდომები მეპატიება:) მოკლედ,ეს პირველი ცვლილება 🙂
მეორე ცვლილება ამ პირველიდან გამომდინარეობს. ბოლოსდაბოლოს,მივხვდი,რომ საკუთარი სურვილების არ უნდა მეშინოდეს და გადავწყვიტე,ოთხშაბათობით თეატრალურში ვიარო გოგი გვახარიას ლექციებზე 🙂 ამ ადამიანის მიმართ თინეიჯერობიდან ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, ” ფსიქომ ” ჩემს ცხოვრებაში სერიოზული როლი ითამაშა,ამიტომ გუშინ მთელი ღამე არ მეძინა,ერთი სული მქონდა,როდის გათენდებოდა . დღეს მივედი და ლექცია გაცდა 😦 არა უშავს,მთავარია,რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ნაბიჯი გადადგმულია 🙂
მესამე ცვლილება ჩემს განწყობას ეხება 🙂 სრული ჰარმონია მაქვს , წიგნებს ვკითხულობ ისტერიულად,ვუსმენ მუსიკას,ბევრს ვსეირნობ,ვურთიერთობ იმათთან,ვინც მიყვარს,ვაგროვებ ბევრ ღიმილს და მოგონებებს და მგონია,რომ ყველაფერი შემიძლია 🙂
მეოთხე ცვლილება უკვე გარეგნულია 🙂 პირველ რიგში,გუშინ სასწორმა გამაბედნიერა,აღმოჩნდა ,რომ ჩემთვის იდეალურ წონას მივაღწიე 🙂 კიდევ ვარცხნილობა შევიცვალე და ძალიან მომწონს. ააა,საფუძვლიანი საგაზაფხულო შოპინგიც მოვასწარი რამდენჯერმე,რაც,თავის მხრივ,ისევ ჩემს განწყობაზე აისახა საოცრად დადებითად 🙂
მოკლედ,მზემაც გამოანათა და რაღა ვთქვა მეტი,მე ყველაფერი კარგად მაქვს 🙂
მარ რა კარგი ხარ 🙂 :*
კარგია წიგნების კითხვა. “ისტერიულად” ჯერ არ მიცდია, მაგრამ მაინც 😀
პირველად ვარ ამ ბლოგზე, ვათვალიერებ და ჯერჯერობით მომწონს.
:)))) მადლობა,კიდევ მესტუმრე :)))
რაღაცნაირი პოსტია 😀 😀 ,,მე კარგი გოგო ვარ”-ს ,საყვარელი’ გაგრძელება 😀 ვიხალისე მაგაზე 😀
მე ახლა დავიწყე ფიქრი, კინომცოდნეობაზე… სარეჟისოროზე… ხო არ ჩამებარებინათქო 😀 ამ სიბერეში
არ გამოვრიცხავ გადამიტრიალდეს და ჩავაბარო
კაია კინო რომ გიყვარს ასე 🙂
ჩემი საყვარელი გოგო! :*
maaar yvelazee sayvareli postiaaaa :* guli amichuydaaa 🙂 msoplioshi yvelaze megobruli da gamgebiani mshoblebi gyavs martlaa:) usakvarlesii zura bidzia da lia deidaa 🙂 dzalian miyarxaaaart :*:*:*