შიგთავსზე გადასვლა

ჩემი პირველი მცდელობა სამზარეულოში

აპრილი 18, 2010

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გამოვტყდე : 22 წლის ისე გავხდი,საჭმელი არ გამიკეთებია. არ გეგონოთ,იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდე,საკუთარი უმაქნისობით რომ ამაყობენ და ვითომ “სვეცკაობენ” იმით,რომ არაფრის გაკეთება შეუძლიათ. არც ის ტიპი ვარ,სიხარულით რომ გამოაცხადებს,კვერცხს ნაჭუჭიანად ვწვავო 🙂 მე უმაქნისების განსაკუთრებული სახეობა ვარ : დარწმუნებული ვარ,არასდროს მომივა ისეთი სისულელე,როგორიცაა გამოუშიგნავი თევზის შეწვა,იმიტომ,რომ თავი გონიერ გოგოდ მიმაჩნია 🙂 მაგრამ თან არასდროს გამჩენია სურვილი, რამე გამეკეთებინა. სახლში საჭმელი რომ არ იყოს,მოვითმენ, ან რამე გამზადებულს ვიყიდი.მაგრამ ყოველთვის ვამბობდი,როცა დამჭირდება,გავაკეთებ მეთქი,ცხვირს კი არ ვიბზუებდი,უბრალოდ,არ მაინტერესებდა.მოკლედ, მე და სამზარეულო , რაც თავი მახსოვს,გაუთავებელი ხუმრობის თემაა ჩემ სამეგობროში და ოჯახშიც 🙂

დღეს,არ ვიცი,რა მეტაკა,მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე,რომ სალათა “ცეზარი” უნდა გამეკეთებინა. თუ ჩემი ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი არ ხართ,ვერ გაიგებთ,ეს რა დაუჯერებელი,რა გრანდიოზული მოვლენაა 🙂 ჩემმა დაქალმა ანამ ზუსტად სალათის კეთების პროცესში დამირეკა და როცა გაიგო,რას ვაკეთებდი,დაასკვნა,რომ 2012 წელს აუცილებლად დადგება სამყაროს აღსასრული 🙂

მოკლედ,მოვიმარაგე ინგრედიენტები. უნდა გენახათ სცენა : მე მაგიდასთან რაღაცეებს ვჭრი და ჩემი ოჯახის სამივე წევრი მაგიდის გარშემო ზის,შემომცქერის ხელებში და დაძაბული სახით ელოდება კატასტროფას 🙂 ჩემი და ბოლომდე დარწმუნებული იყო,რომ სალათაში სოსისის მაგივრად ჩემი თითი იქნებოდა ჩაჭრილი 🙂 ნუ,მოხდა სასწაული და პროცესი უსისხლოდ დასრულდა. აი,ყველაფერი მე გავაკეთე და უნდა გენახათ,რა ამაყი ვიყავი,თავში ამივარდა 🙂 ჩემი “ცეზარი” მართლა ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოვიდა. აი ასე,მე ხომ ვამბობდი,როცა მოვინდომებ,ჩემგან ფანტასტიური მზარეული დადგება მეთქი 🙂 მოკლედ,ერთი სალათა გავაკეთე და რა დღეში ვარ,წარმოიდგინეთ,საცივი რომ გავაკეთო,რა ამბებს დავატრიალებ. ეს არ არის ჩემი “ცეზარის” ფოტო,სამწუხაროდ,არ გამახსენდა,სანამ ხელუხლებელი იყო,ფოტო გადამეღო მისთვის.  მენდეთ სიტყვაზე,ამას ჰგავდა,მაგრამ ბევრად უფრო გემრიელად და ლამაზად გამოიყურებოდა 🙂

From → personal

11 Comments
  1. es shen gaakete? tu googlidan gadmocere 😀 magram chemtvis piradad didi shoki iyo,rom dagireke da mitxari ragacas vaketebo,simartle gitxra ar davijere, magram mere gamaxsenda rom shen sul yoveltvis simartles ambob da dagijere 😀 magram mainc ragac daujerebeli ragac chagidenia…:D rogori gamogivida chemo lamazo?

    • ანა,ხომ დავწერე,რომ ეს ჩემი სალათის ფოტო არაა,ჩემი უფრო ლამაზი იყო :))) წარმოიდგინე,ძაან გემრიელი გამომივიდა :)) მე თვითონაც არ მჯერა :))

  2. magram ra tqma unda kargi gamovidoda,shen rasac xels kideb yvelaperi kargad gamogdis 😀 gmerts madlobas vuxdi me piradad rom mshvidobit chaiara shenma mondomebam….:D miuxedavad yvelaprisa gemrieli rom iqneboda darcmunebuli var :*:*

  3. xo vici mari ro dacere mere cavikitxe,facebookidan gadmovedi tu ara ise mindoda chqara damekomentarebina vegar daucade cakitxvas da meore komentarshi xo gamovascore 😀

  4. natia permalink

    :D:D maaar ver carmoidgen rogor damckda guli sheni cezari rom ver davagemovnee:(mjeraa gemrieli ikneboda, mitumetes tu arcert shen tits ar sheicavdaa :D:D vamakooob sheniiit :*D:Disee anasii ar ikos shishmaa shemipkroo martlaa movida memgoni samkaros agsasruli :D:D:D:D:D

  5. natia permalink

    exla xumrobis gareshe 🙂 koveltvis vicodi, rom rogorcki moindomebdi ramis gaketebas ,uproblemod gaaketebdi, gamovidoda dzalian gemrieli da lamazi 🙂 uaxloes momavalshi me da ana didi siamovnebit davagemovnebdit shens cezars :D:D:D:D

  6. aserom mari velodebit shens mopatijebas shenive gaketebul “cezarze” 😀

  7. mariami permalink

    Kudaaaaaaa mec vamayob shenit da mgonia rom yvealze metad me vamayob shenit am sakitxshi :* :* :* dzalian mixaria da dzalian magaria. es bevr rames nishnavs:
    1. ketebas iswavli
    2. sheni fsikologia icvleba
    3. izrdebi kuda memgoni da yvela “gogostvis” damaxasiatebeli survilebi gichndeba
    4. gmertma icis ra kargi da sasiamovno cvlilebaa win :)))
    mixaria dzaaaaaaaaaaalian da miyvarxar dzaaaaaaaaaaaaaaaaaaalian :*

  8. Tornike permalink

    მე ვეძებ ვინმეს, ვინც კიევური კატლეტის გაკეთებას მასწავლის : D

  9. Tornike permalink

    P.S. WordPress სწორი არჩევანია.

  10. Chineluka permalink

    ჩეეემ თავს გაფიცებ, კეთილაძეს მისწერე, რომ ეს პოსტი უცილებლად წაიკითხოს რააა, და პრინციპში, დარსალიასაც :)))) 😀
    ვამაყობ კუზა შენით :* 🙂 ეხლა, ცოტა ხანში ხინკლის კეთებას გასწავლი და მერე ნახოს ყველამ!!! :))))))))) :)))))) :*****

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: