შიგთავსზე გადასვლა

ზეპელინპოსტი

აპრილი 22, 2010

თურმუდ ჰაუგენ – გეუბნებათ რამეს ეს სახელი და გვარი? არც მე მეუბნებოდა,დღემდე. ახლა ვიცი,როდესაც მომინდება ,წავიკითხო რამე თბილი,კეთილი,ცოტა სევდიანი და ცოტა ჯადოსნური, უნდა მივადგე წიგნების თაროს და გადმოვიღო წიგნი,რომლის ავტორსაც ასეთი სასაცილო სახელი აქვს – თურმუდ ჰაუგენ.

ამ კაცს ასე შევხვდი  – მე,წიგნების მაღაზიაში,ცოტა დაეჭვებული,ვატრიალებ ხელში წიგნს,რომელმაც სათაურით მიიქცია ჩემი ყურადღება “Zeppelin”.ავტორის სახელი – ჩემთვის სრულიად უცნობი. ბოლოს გადავწყვიტე,წამომეღო,რაც არ უნდა იყოს,ზეპელინ მაინც ზეპელინია,ანუ მარი 16 წლის,გრძელზე გრძელი თმით და ბევრზე ბევრი საყურით.

წიგნი სამ საათში შემომეჭამა.წიგნი არა,უფრო სახელმძღვანელო მშობლებისთვის. ჰო,წიგნი,სათაურით “Zeppelin” მათზეა – პატარა,სასაცილო,ჩაკეტილ,დაშინებულ მშობლებზე და დიდ,ბრძენ,მეამბოხე ბავშვებზე,რომლებიც ცდილობენ,მშობლები აღზარდონ და თავიდან ასწავლონ ის,რაც ამ ჩერჩეტმა დიდებმა ადრე,ბავშვობაში იცოდნენ,მაგრამ დაავიწყდათ,ან დაივიწყეს.

“Zeppelin” რა შუაშია,არა? პრინციპში,საერთოდაც არ არის შუაში. ზეპელინ – ჯადოსიტყვაა,რომელიც ამარცხებს ხმლით შეიარაღებულ რაინდებს და გიგანტურ ობობებს. ზეპელინ არის ლურჯი კედები და ხეზე ჯდომა მთვარიან ღამეში. მე ახლა ვიცი,რომ ბნელ ოთახში თუ გეშინია,უნდა თქვა “ზეპელინ” და იქნება ნათელი 🙂

ჰო,მე ვიცოდი,რას ნიშნავდა ზეპელინ,მაგრამ არ ვიცოდი,როგორ მოქმედებდა ის. გუშინ მე თურმუდ ჰაუგენს შევხვდი. დღეს ვიცი,რას ნიშნავს ზეპელინ . და ისიც ვიცი,როგორ მოქმედებს .

5 Comments
  1. andria permalink

    ვარაკაია
    მგონი თურქი უნდა იყოს ეგ მწერალი ან გერმანელი თურქი

    აი მე კიდე სამი კვირაა მასტერიმარგარიტას ვკიტხულობ და ვერ მოვრჩი, არადა ცოტა დამრჩა

  2. andria permalink

    ნორვეგიელი ყოფილა

    • კი,მეც ვნახე,ნორვეგიელია 🙂 წაიკითხე მერე შენც,მოგეწონება,ასე მგონია 🙂

  3. D@niko permalink

    მე სხვა ზეპელინი ვიცი და ისიც ჯადოსნურია! ჩემია… ❤

    • დი,მეც მაგ სხვა ზეპელინის ხათრით ვიყიდე თავიდან წიგნი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: