Skip to content

საშინელებათა ფილმი “ოცნების ქალაქი ” :)

აპრილი 25, 2010

ცოტა გვიანი კი არის ამაზე დაწერა,მაგრამ ფილმ “ოცნების ქალაქის ” ნახვა მხოლოდ დღეს მოვახერხე. არ მინდა,ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო,მაგრამ არც ის მინდა,მოვიტყუო. ამიტომ გეტყვით,რომ ვარ ძალიან იმედგაცრუებული და აღშფოთებულიც. არა,გასაგებია,რომ რაღაც გაკეთდა,მაგრამ თუ ამ მართლა “რაღაცით” კმაყოფილები ვიქნებით,ხარისხიან პროდუქციას ვერასდროს მივიღებთ. იმედგაცრუება გამოიწვია იმან,რომ ასეთი დარეკლამების მერე მართლა ხარისხიან რომანტიკულ კომედიას ველოდი,მაგრამ მთელი ფილმის მანძილზე ერთი-ორჯერ გამეღიმა,არადა,დამერწმუნეთ,იუმორის გრძნობა მაქვს 🙂 მოკლედ,შევეცდები,პუნქტებად ჩამოვაყალიბო,რა არ მომეწონა,რამ გამაღიზიანა და რამ აღმაშფოთა 🙂 და ცხოვრება მარტო ბნელი კუთხით რომ არ დავინახოთ,იმასაც გეტყვით,რა მომეწონა 🙂 მაშ ასე:
1) შინაარსთან პრეტენზია არ გამაჩნია,ისეთი პეროგაყრილი ინტელექტუალი არ ვარ,რომ ამ ტიპის ფილმისგან სიღრმეს ველოდე 🙂 დაახლოებით რაღაც ამდაგვარი წარმომედგინა,სიყვარულის ამბავი უკლასიკურესი ფინალით,ჰოლივუდის ტრადიციების გათვალისწინებით. გამაღიზიანა მხოლოდ რეკლამების არაბუნებრივმა და შინაარსთან შეუსაბამო “ჩაკვეხებამ”. ასეთი რაღაც უკვე ბევრჯერ ვნახე ქართულ ფილმებსა და სერიალებში. დროა,გავიგოთ,რომ ბრენდის,დაწესწბულების აბრის ფართო პლანით ჩვენება უკვე რეკლამაა და დასახელების წარმოთქმა,თან მრავალჯერ,საჭირო აღარ არის.

2) მსახიობების თამაში ასატანი იყო,მაგრამ მაინც იგრძნობა,რომ ქართველ მსახიობებს ყოველთვის უჭირთ კამერასთან ურთიერთობა და თეატრის ხელოვნურობა კინოშიც გადმოაქვთ. განსაკუთრებით ნანკას ხელოვნურობა იყო შესამჩნევი.

3)მესამე პუნქტი უკვე ძალიან სუბიექტურია და მარტო ჩემი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს .ამ შემთხვევაში ჩემს უკმაყოფილებას მაია ასათიანი ჰქვია. აღარ შემიძლია ამ ყოვლად უნიჭო,ყალბი,ხელოვნური,ინფანტილური, გადაშაქრული,ვითომ სათნოებისაგან ხმაათრთოლებული ქალის ხილვა ყველა პროექტში.მე მაპატიეთ,თუ ვინმეს საყვარელი წამყვანი გამოგილანძღეთ 🙂

4)ყველაზე დიდი fail ფილმში,ჩემი აზრით,არის ფინალი. ვგულისხმობ მთავარი გმირის ,სანდროს,მიერ,ჯეკპოტის მოგებას. ახლავე ავხსნი,რატომ არის ეს მონაკვეთი სრული კრახი. ფილმი,იდეაში,დასცინის თბილისურ სნობურ მომენტებს და ეს მომენტი არის ყველაზე დიდი სნობობა ჩემი აზრით. ანუ მაინც დაუშვებელია თბილისური გაგებით,რომ მდიდარი,”სვეცკი” გოგო ღარიბი ბიჭის შეყვარებული გახდეს,გაურემონტებელ სახლში იცხოვროს და ა.შ. მის პრეტენზიებს დაკმაყოფილება უნდა,მის პარტნიორს კი აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა,რომ ჯეკპოტი მოიგოს,აბა,საწყალი გოგო ხო არ დაიჩაგრება. ფილმის შემქმნელებმა იმ დონის სნობობა და პროვინციალიზმი გამოავლინეს,რომ ვერც კი დუშვეს,მთავარი გმირი ისევ ისეთი ღარიბი დარჩენილიყო და ნინი-გოგო გაჭირვებისთვის ვერ გაიმეტეს 🙂 ლოოოლ . გულისამრევი ფინალი იყო.
ბოლოს გეტყვით,რა მომეწონა ფილმში.ძლივს ვნახე ქართული ფილმი,რომელშიც სექსის სცენები შედარებით ნორმალურად და ლამაზადაა გადაღებული. სულ მეგონა,რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევდა ეკრანზე მსახიობების უიმედო და დაკომპლექსებული ხვანხვალის ატანა (სხვა სახელს ვერ ვარქმევ) ,მაგრამ  მგონი გვეშველა და ქართველებმა ისწავლეს,როგორ ითამაშონ სექსი. მოკლედ,სულ ეს იყო. თუ ჯერ კიდევ არ გადაიფიქრეთ ფილმის ნახვა,სასიამოვნო კინოსეანსს გისურვებთ 🙂

Advertisements
10 Comments
  1. იმედია, მაია ასათიანი არ იხდის მაგ ფილმში.

  2. თეატრი არაა ხელოვნური, თუ არ გჯერა აგერ ზურიუსს ჰკითხე. უბრალოდ თეატრს სხვა სპეციფიკა აქვს, კინოს სხვა :*

    და ეგეთი ფინალი არც მე მომეწონებოდა :დ

    • მოდი,თეატრის ხელოვნურობაზე ნუ ვიდავებთ,თორემ ძალიან გამიგრძელდება 🙂 კი,მართალი ხარ,სხვადასხვა სპეციფიკაა,საერთოდ ორი სხვადასხვა მომენტია და ქართულ კინოში ყოველთვის ურევენ ერთმანეთში 🙂

  3. tavadi permalink

    ფილმი არ მინახავს და არც სურვილი გამჩენია, მით უმეტეს ამ ნაწერის წაკითხვის შემდეგ. რაც შეეხება შენს შენიშვნებს-სანამ საზოგადოება იქნება სნობიზმით დაავადებული, მანამ ვერ გადაიღებს ამ საზოგადოების წევრი არასნობურ ფილმს, სანამ მაია ასათიანი გვეყოლება ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტად, მანამ იქნება საზოგადოება ბნელი და ბოლოს, სანამ, ქართველი, თვითონ არ ისწავლის სექსს, მანამ იხვანცალებს ლოგინში და მით უფრო ვერ შეძლებს ითამაშოს სექსი კამერის წინ..
    გმადლობთ ყურადღებისათვის 🙂

  4. ana permalink

    nu mokled me es pilmi ar minaxavs magram mainc minda ragaceebi vtqva,ise mec punqtebad xo ar chamomeyalibebina 😀 1) chemi da da bevri chemi megobari iyo casuli da yvela shin agshpotebuli dabrunda im paktit, rom mteli kino gatenili iyo reklamebit. 2) is rom maia asatinis arsebobis atana ukve martla michirs:@ “mogviyevit ra” 😀 da 3) shorena begashvils didi gvacli miudzgvis imashi, rom sexis scenebi tavisuplad da bunebrivadaa pilmshi 😀 es chemi azria ar chamqolot 😀 kidev ertxel vityvi rom pilmi ar minaxavs,magram aucileblad vnaxav 🙂

    • არა,რატომ უნდა ჩაგქოლოთ. შორენა ბეგაშვილი,ღვაწლმოსილი ქართველი ქალი 🙂 არა,შორენას არაფერს ვერჩი,მშვენიერი გოგოა,სიტყვა “ღვაწლი” მომეწონა მასთან მიმართებაში 🙂

  5. hm. ar minaxavs da arc vnaxav, mgoni 🙂 da miyvars egeti postebi, vxvdebi, rom bevri araferi damikargavs : )

  6. კრახის პიკი იყო ნანკას ბოლოში ნათქვამი სიტყვა “მეც”. სანდრო უხსნის სიყვარულს, მთელი საქართველოს მასშტაბით ბლა ბლა ეს შევარდება სტუდიაში და სრულიად უგრძნობი სახით, ყველანაირი ემოციის გარეშე მიყვარხარზე “მეც” :))

  7. კარგი რევიუა, არ მინახავს ეს ფილმი და ეჭვი მაქვს, ბევრს ბლოგებზე დაწერილმა კრიტიკამ გადააფიქრებინა წასვლა, ჩემსავით 🙂

    პ.ს. გამიხარდა რომ წავიკთხე, ვიღაც მაინც აღნიშნავს ნანკას ხელოვნურობას და არ აფეტიშებს “ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი”, “უნიჭიერესი მსახიობი” და ა.შ. ასეთ დროს თავი დებილი მგონია.
    და თეატრის ხელოვნურობაზე დავა თუ იქნება, სიამოვნებით ვადევნებდი თვალყურს :)))))

  8. დღევანდელი ქართული კინო სულს ღაფავს კი არა მკვდარი თევზივით არის გამორიყული ნაპირზე. ან ნარკომანებზე უნდა გადაიღონ ფილმი, ან სვანებზე. ეს რომანტიკული დრამა იქნებაო და მწ…
    ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი . უნიჭობის პიკია ეს ფილმი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: