Skip to content

წითელი ფეხსაცმლის დღიურები

აპრილი 26, 2010

ალბათ სათაურს შეხედეთ და გგონიათ,ეს იმ ეროტიკული სერიალის გარჩევაა,წლების წინ რომ გადიოდა რომელიღაცა არხზე,მის ნახვაზე ვოცნებობდით და მშობლები გვიკრძალავდნენ 🙂 არა, ამჯერად კინო არაფერ შუაშია,მაგრამ თავისებურ ეროტიკას მაინც ვერსად გავექცევით,საქმე  წითელ ფეხსაცმელს ეხება:) უბრალოდ,დღეს ერთ მაღაზიაში  შემთხვევით შევეხეტე და იქიდან  მოჯადოებული,დარეტიანებული და შეყვარებული გამოვედი წითელ ფეხსაცმელებზე. არ ვიცი,მოგსვლიათ ასე,რომ რამე ტანსაცმელს,ან ფეხსაცმელს უყურებთ და იცით,რომ თქვენს მეტი ვერავინ ატარებს,ვერავინ მოიხდენს,მოკლედ,აუცილებლად თქვენი  უნდა დაერქვას. მე სულ ასე მემართება. დავინახავ რაღაცას და მიყვარდება. თუ ყიდვა ვერ მოვასწარი,მერე ვიგონებ ისტორიებს,ვინ იყიდა,ვის აცვია,სად იცვამს,ბედნიერია თუ არა ამ ტანსაცმელში,როცა ეს ჩემი რაღაც აცვია,რა სიმღერა აქვს ხოლმე აკვიატებული და ა.შ. ერთი-ორი დღე და მერე მავიწყდება. ზოგადად,ჩაცმის მანერა და ტანსაცმელი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ ვიცი,კარგია თუ ცუდი,მაგრამ ამ საკითხს გულგრილად ვერ ვუყურებ 🙂 არ გეგონოთ,ბრენდებს და ძვირადღირებულ რაღაცეებს ვგულისხმობ. არა. იგულისხმება სტილი,ფერები,განწყობა,მიმართულება 🙂 ვგიჟდები,როცა ადამიანები თავიანთი ჩაცმის მანერით რაღაცას ყვებიან. მე,მაგალითად,იმითი,რა მაცვია,ყოველთვის რაღაც ამბავს ვყვები 🙂 ბედნიერი ვარ? ჩემი ტანსაცმელი გეტყვით. მარტო ვარ? ამასაც. ცარიელი ვარ? ამასაც გიყვებით. ვგლოვობ? შემომხედეთ,ჩემი  ტანსაცმელი ამასაც გიყვებათ.

აბა,ამ ყველაფრის მერე ვიღას უნდა გაუკვირდეს,რომ ერთი სული მაქვს,გათენდეს და იმ მაღაზიიდან “ჩემი” წითელი ფეხსაცმლით გამოვიდე . ვიყიდი ამ  ფეხსაცმელს,წავისვამ წითელ პომადას,მოვუსმენ ბებრუხანა ჩაველა ვარგასს და მექნება ყველაზე ალმოდოვარული ზაფხული 🙂

Advertisements

From → personal

One Comment
  1. ana permalink

    vaime rogor mainteresebs ukve eg citeli pexsacmeli 😀 marus miyvars sheni damokidebuleba chacmis mimart da tu dakvirvebuli xar rodesac ragac ambavs miyvebi,yoveltvis chemi pirveli kitxvaa “ra gecva? ” :D:D:D:D:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: