Skip to content

არასდროს მეკამათოთ ამ თემაზე

აპრილი 30, 2010

ამათი მიყვარს. და არც ვიცნობ ისეთ ადამიანს,რომელსაც ეს პროცესი არ სიამოვნებდეს. ზოგადად,კამათობ მაშინ,როცა გინდა,ჭეშმარიტება გაავრცელო :)ან როცა კარგად ხარ გარკვეული თემაში. როცა ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცება გინდა(მაგალითად,საკუთარი უპირატესობის) :). როცა გაინტერესებს,სხვები რას ფიქრობენ. მოკლედ,მიზეზი და მიზანი უამრავია,ყველას რა ჩამოთვლის.

მეკამათეთ ნებისმიერ თემაზე,რასაც თქვენი ფანტაზია გასწვდება. სიამოვნებით მოგისმენთ,ჩემი აზრის გამოთქმაზეც არ დაგზარდებით. მაგრამ არსებობს სამი რამ,რასაც ჩემთან ტაბუ ადევს. რა ვქნა,ვუფრთხილდები დროს და ნერვებს.

არასდროს მეკამათოთ :

1) რელიგიაზე. რწმენა არის ყველაზე ინტიმური რაღაცა ჩემთვის. როგორც ადამიანს ვერ შეეკითხები და ვერ დაუწყებ კამათს პირად ჰიგიენაზე ან რაიმე მსგავსზე,ასეა ჩემთვის რელიგიაც. თანაც,ბევრი გადატანილი ომის და ბრძოლის შემდეგ მივხვდი,რომ ამ თემაზე საკამათო არაფერია. მივცეთ ერთმანეთს საშუალება,ყველას ჩვენებურად გვწამდეს. ეს ის თემაა,როცა არავინ იცის რეალურად,ვინ ცდება და ვინ მართალია. უკვე ძალიან ვღიზიანდები ამ ყბადაღებულ რელიგიურ თემატიკაზე. ვიღაცა იმით ამაყობს,რომ არ მარხულობს,ვიღაცა იმით,რომ მარხულობს. მერე ატყდება ამაზე დისკუსია,რომელიც აღარ მთავრდება… მოკლედ,არ მკითხოთ აზრი ამ თემაზე. გახსოვდეთ,ერთნაირად აგრესიული ვარ როგორც “ექსტრემალი” ლიბერალების და ვითომინტელექტუალური ათეისტების,ასევე ბრმადმორწმუნე ფანატიკოსების მიმართ 🙂 მოკლედ,მაცადეთ ღმერთის სიყვარული.

2) პოლიტიკაზე. არ მოგისმენთ,არ მაინტერესებს და იმიტომ. თუ მაინც მოახერხეთ ჩემი აყოლიება და  მოვისმინე თქვენგან ფრაზები ” დენი გვაქვს,გაზი გვაქვს,შადრევნები გვაქვს,ბედნიერები ვართ ” , შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც გითხრათ და გაწყენინოთ:) ეს არის თემა,რომელიც მძულს და მეზიზღება. ერთნაირად ვერ ვიტან ორივე მხარეს და მათ მომხრეებს. ხალხო,უყურეთ ფილმებს,ისეირნეთ,ისაუბრეთ,ოღონდ არა პოლიტიკაზე.პოლიტიკა მერე,პენსიაზე რომ გახვალთ და ეზოში ნარდს ითამაშებთ,ან ჩაბარებულ შვილიშვილს დააძინებთ და მეზობლის ქალებთან საჭორაოდ გადახვალთ 🙂 მაგრამ ჯერჯერობით დატკბით ცხოვრებით და შემარგეთ ახალგაზრდობა 🙂

3) ქალიშვილობის ინსტიტუტზე,ქორწინებამდე სექსზე,მოღალატე ქმრებზე და შეყვარებულებზე. ყველაზე მეტად ამ თემაზე დისკუსიისგან შეიკავეთ ჩემთან თავი. იმიტომ,რომ ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვისმენ,ძალიან ღრმა დეპრესიაში ვვარდები და ამ ქვეყნიდან გაქცევა მინდება. აღარ მინდა მოსმენა . ვისაც გინდათ,დაკავდით სექსით,ვისაც არ გინდათ,ნუ დაკავდებით 🙂 ოღონდ მორჩით ქვების სროლას და აცადეთ ადამიანებს ცხოვრება. არაა ჩემი საქმე სხვისი ლოგინი და არც არავისი საქმე არ არის.  სხვების აზრიც ბლომად მოვისმინე უკვე. როგორც ვთქვი,ნერვებს და დროს ვუფრთხილდები. ასე რომ,გმადლობთ,აღარ მინდა 🙂

Advertisements

From → personal

11 Comments
  1. აფსუს! ყველაზე დასახოცი თემები…

    • დასახოცი რომაა,მეც იმიტომ მიყვარდა ყველაზე მაგრად ამ თემებზე კამათი 🙂 მაგრამ უაზრობაა. ვერცერთი მხარე ვერასდროს აგებინებს ერთმანეთს თავის აზრს.

  2. Tamta permalink

    ვაიმეეე, როგორ გეთანხმები, ხომ ვერ წარმოიდგენ :)))) ეს სამყარო გაცილებით სასიამოვნო იქნებოდა ადამიანებმა რომ ვიცოდეთ რაში უნდა ჩავყოთ ცხვირები და რაში არა :))))

  3. D@niko permalink

    “სასაცილო ხარ… ლაპარაკობ გაუთავებლად,
    ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
    არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
    ვილაპარაკოთ – კეთილი და პატიოსანი.

    რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
    დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
    (ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ
    და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ…)

    ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! –
    წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,
    მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთი
    პატარა ნაკლი – პოეტი ვარ, გენეტიკურად…”

  4. ჰაჰა,ეს საჯაიაა მგონი,ხო? ისიც შეწუხდა 🙂

  5. Chineluka permalink

    კუზაააა, უფლებას თუ მომცემ ეს პოსტი გავავრცელო, მადლობელი დაგრჩები, იქნებ სუუუულ-სულ ოდნავ მაინც დაფიქრდეს ხალხი და მართლა მიხვდეს, რომ გულისამრევია უკვე ამ თემებზე კამათი, ა??? 🙂 გეთამხმები! თან აბსოლიტურად გეთანხმბი!!! :*** 😉

  6. ნაცნობია… თუმცა მე ტაბუდადებული თემები ასე სიის სახით არ მაქვს. როცა ვატყობ რომ ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს მოსაუბრეს და ცოცხალი თავით არ მოისმენს ჩემს დასაბუთებას, არ ველაპარაკები 🙂

  7. natia permalink

    chven ukve movascarit am temaze “kamati”, tu kamati erkva imas :D:D:D:D yvelapershi getanxmebi mar, am temebze kamati ar girs, nervebis dacyvetis meti araperi moakvs 🙂 sakutar tavze rom makvs gamocdili imitom vambob :)))))))))

  8. სიფ permalink

    შოთას არ იყოს, მართლაც ყველაზე საკაიფო თემებია )

    პროსტო პოლიტიკას ვერ ვიტან… აი ქალიშვილობა, რამდენიც გინდა :ჩუპს:

  9. ika permalink

    ქალიშვილობის ინსტიტუტზე ჯერ არავისთან მიკამათია… პოლიტიკას მეც ვერ ვიტან… აი რელიგიაზე კამათი კი ძალიან მიყვარს… ოღონდ ისეთებთნ ვინც ჩახედულია ამ საკითხში და ასე თუ ისე რელიგიაში მარტო მარხვის, ეკლესიაში ვითომ წრფელი გულით სიარულისა და აღსარების ჩაბარების იქეთ მაინც ხედავს რამეს… აი ზედაპირულ მორწმუნე- არამორწმუნეებზე კი მაგრად ვერთობი… 🙂
    “ეს ის თემაა,როცა არავინ იცის რეალურად,ვინ ცდება და ვინ მართალია”. მგონი მორწმუნე ადამიანს ვინსაც მართლა სწამს ეგეთი ფიქრები არ უნდა გააჩნდეს…
    ჩამთრევი პოსტებია მომწონს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: