Skip to content

” მეტი თავაზიანობა გმართებთ “

აპრილი 30, 2010

რითი უპასუხებს ნორმალური ადამიანი მარშრუტკის მძღოლს დაუმსახურებელ ლანძღვა – გინებაზე? ალბათ იმით ნამდვილად არა,რითიც დღეს მე ვუპასუხე 😦 🙂  იჯექი ჩემთვის ბოლო სკამზე. “მარშრუტკაში” ბნელოდა,კარგად ვერ ვხედავდი. ვიცოდი,უფრო სწორად,მეგონა,რომ ერთადერთი ხურდა,რომელიც საფულეში მეგდო,50 თეთრიანი იყო. თურმე 5 თეთრიც მგდებია და ამოვიღე ეს ხუთთეთრიანი. რომ გავაჩერებინე მძღოლს და უნდა მიმეწოდებინა,მერე შევამჩნიე და დავიწყე ქექვა 🙂  ძალიან შემრცხვა ხალხის და ბოდიში მოვიხადე. ვაიმე,ვერ დავწერ და ვერც გავიმეორებ იმას,რაც იმ ტუტუცმა კაცმა მითხრა. დებილი ხარ ,ამდენი ხანი იჯექი და ფული ვერ ამოიღეო და მერე ყოვლად უწმაწური რაღაც მოაყოლა. მე ფული მივაწოდე და იმის მაგივრად,რომ რაღაც ბუნებრივი რეაქცია მქონოდა… 😦 “მეტი თავაზიანობა გმართებთ,გოგონას ესაუბრებით ” 🙂 ჰო,ეს მე ვთქვი. ასე მოხუცი ქალებიც არ პასუხობენ ხოლმე.ჯერ ერთი,ვინ მესაუბრებოდა :)მეორეც,ადამიანი რაღაცა კოშმარს მიყვირის და მე კიდე ” თავაზიანობა ” და ” გმართებთ”. ეს გმართებთ საიდან მოვიტანე , ცხოვრებაში არ ვხმარობ ამ სიტყვას საერთოდ. რა კატასტროფაა. იმ უზნეო და საშინელმა კაცმა ალბათ ვერც გაიგო,რა ვუთხარი, მაგრამ არა უშავს,სამაგიეროდ,მგზავრები დავხოცე სიცილით 🙂

Advertisements

From → personal

13 Comments
  1. tamta permalink

    mec kinagam sicilit gavigude rom wavikitxe 😀 😀
    gaige, ver gaigo – ar aqvs mnishvneloba, mtavaria shen tavi ar sheikave da arc cudi gitqvams rame 🙂

    MARI dges agmovachine sheni blogi, dzalian magaria. erti amosuntqvit gadavikitxe miuxedavad imisa, rom dzalian, dzalian medzineba 🙂
    kargad, lamazad da garkvevit wer. magari postebia dzalian…
    warmatebebi :*

  2. D@niko permalink

    რამდენჯერ შემიკავებია თავიდა მიგრძვნია შემდგომ ჩემი უსუსურობა! რამდენჯერ გავპასუხებივარ და მიგრძვნია ჩემი უზღდელობა! ეჰ… რა ვქნა არ ვიცი! 😦

  3. lex tempus permalink

    ჩემი აზრით, ასეთი გაწონასწორებულობა სამაგალითოა:):):)

    • +1
      ეგ კიარა, მე მასეთ დროს ხმას არ ამოვიღებდი, იმიტომ კიარა, რომ სწორია, არამედ იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციებში ზოგჯერ ჩემდაუნებურად ვჩუმდები…

  4. Chineluka permalink

    ძაან ბევრი ვიცინე კუზაააა, გადავბჯირდი :))) ახლა მივხვდი, რომ შენი ესეთი ისტორიები მაგრად მომენატრა 🙂 აი, იმიტომ ვარ ხოლმე სულ მოწყენილი, ყოველდღიურობაში დამაკლდი :((((

  5. natia permalink

    :D:D:D maaar ukve carmogidgine rogor carmotkvi eg prazaa :D:D aset drosac rom dzalian tavaziani xar da saertodac rom dzalian dzalian tavaziani xar ukvee didi xania davrcmundi :))))))))))))

  6. alexidze permalink

    😀 😀 😀 magrad vicine…

    tavazianad kiara,erti mamapapurad unda “gadagesva” ramodenimesartuliani gineba…

    P.S. ზოგი ადამიანი ისევ მე-20 საუკუნეში ცხოვრობს,ქრისტეს შობამდე.. 😉 🙂 🙂 😛

  7. giovarmari permalink

    retro stilshi natqvabi prazaaa:):*exla ra carmovidgine: am dialogis drosvzivar sul bolo skamze tvinshi qalis cneva matulobs da camovprindi, vegar movitmine, tradiciuli tanamedrove sityvebi vajaxe im “ruListvis” upro gasagebi, chamogyevi da pirveli rac gkitxe: –ra gqvia?. shen arc gamogixedavs chemsken ise agrdzelebdi gzas, tavshi xan xuttetriani , xan im “rulis” elami tvalebi gixtodnen da ukve mxolod piris modzraobitga ixsenebdi im daumsaxurebel ucmacur sityvebs, romelic agar gimdoda rom xmamgla gameorebuliyvnen…. da mec gavcherdii, mxolod shoridan gagayole tvali da gavipiqre: ” vsoo, shecyvite devna, mtavari praza xom gaige; ” meti tavazianoba gmartebt, gogonas esabrebit”:*

  8. სიფ permalink

    რა საყვარელი ხარ : )

    შეშფოთებული და საყვარელი ))))

  9. ika permalink

    მე ერთხელ ისიც ვნახე როგორ წყევლიდა მარშუტკის მძღოლს ბებია, რომელმაც ფული არ გადაიხადა, და ცოტა ლაითი ლანძღვის შემდეგ (თემაზე სადაც გითხარი იქ რატო არ გამიჩერეო) მარშუტკის მძღოლბა ბებიას უთხრა კაი ბებო მადლობა მითხარი და ჩადიო… საკმაოდ თავაზიანად სხვათა შორის… აი მერე დაიწყო წყევლა…

  10. andria permalink

    საუკეთესო პასუხი იყო, ჩხუბს აზრი არ აქვს ასეთ შემთხვევაში

  11. :D:D:D
    მართლა სასაცილოა 😀 მაგრამ ყოჩაღ! 😀

    ჩემს ნაცნობს დაემართა, ცოტა უფრო რთულ სიტუაციაში, საქმის გარჩევა–ჩხუბის დროს, აი დედას და ნათესაობას რომ აგინებენ ხოლმე ცუდი სიტყვებით, ამან უცებ, დაძაბულობის პიკის დროს “შე გარეწაროო” და სახეში გაარტყა 😀

    დანარჩენი ბიჭები ცუდად გამხდარან, სიცილი ძივს შეუკავებიათ :D:D:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: