Skip to content

ცოტა წუწუნი,ცოტა უამინდობა,ცოტაც the passion of a shopaholic

მაისი 2, 2010

არ მიყვარს ასეთი მარი. როგორი და მთელ დღეს რომ არაფრის კეთებაში ატარებს და პესიმისტურ აზრებში იხრჩობა. მაგრამ ასეთ ამინდში,რა გინდა რომ ქნა. მზე მზე მზე მინდა სასწრაფოდ,მაგრამ თურმე კიდევ ათი დღე მსგავსიც არაფერი გვეღირსება. არადა რამდენი გეგმა მქონდა,რამდენი კარგი რაღაცის გაკეთება მინდოდა,თან ორმაგად საშინელია,როცა ვერაფერს ვაკონტროლებ,ამინდი ხომ ჩემზე არაა დამოკიდებული. მოკლედ,სხვა რაღა დამრჩენია,გარდა იმისა,რომ უმისამართოდ ვილანძღო 🙂 სიტყვა “დეპრესიას”  არ ვხმარობ და საერთოდ,ვერ ვიტან,როცა ამ სიტყვას წამდაუწუმ ხმარობენ. ცუდ განწყობასაც რომ დეპრესიას ეძახიან. ეს 17 წლის ასაკში გავიარე,ნამდვილი,ხანგრძლივი,ბნელი,კოშმარული,ნახევრად სიზმარში რომ ვცხოვრობდი. აღარც გახსენება მინდა და აღარც თავიდან გადატანა. 

რაღაც უსაშინლესად მინდოდა ლაშქრობაზე წასვლა. სულ ორჯერ ვიყავი “პახოდში” და მივხვდი,რომ ყველაზე ბედნიერი ამ პროცესში ვარ. ტყეში რომ მივდივარ,ფოთლებს რომ ვაშრაშუნებ,ძალიან დაღლილი რომ ვარ, მაგრამ წუწუნის მერიდება, ფეხებს რომ ვეღარ ვგრძნობ და მაინც მივდივარ,სიმაღლის რომ უსასტიკესად მეშინია და მაინც მივფოფხავ, კოცონთან რომ ვთბები,კვამლი თვალებს რომ მწვავს და მაინც არ ვიწევი გვერდზე, ღამე საძილე ტომარაში რომ ვიყინები და მაინც ბედნიერი რომ ვარ. და ყველაფერი,რაც თბილისში მნიშვნელოვანი და დიდი მეჩვენება,რაც თბილისში მადარდებს,აქედან რომ პატარა და უმნიშვნელოა,აბსოლუტურად არაფერი.  ჰოდა ამ ამინდების გამო პახოდზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია და ათდღიან პერსპექტივაშიც არაფერი იქნება. არაფერი დამრჩენია,გარდა იმისა,რომ ვიჩანჩალო ლექციებზე,ვიარო მერი პოპინსივით ქოლგიანმა (როგორ ვერ ვიტან), თავი ვაიძულო,არ გავაცდინო ფრანგულის და ინგლისურის გაკვეთილები,კარადაში კარგად გადავმალო გადმოლაგებული შორტები და კაბები,ვუსმინო placeboს და ბევრი ვიწუწუნო. English summer rain seems to last for ages-ო,მოლკომ. რა იცის მაგან,რომ თბილისური გაზაფხულის წვიმაც ზუსტად ეგრეა 😦

მადლობა ღმერთს,რომ ასეთი მძიმე განწყობისთვის და ასეთი უბედურების ჟამს 🙂 არსებობს შოპინგი, ჩემი მხსნელი და გადამრჩენელი მსგავს სიტუაციებში. როცა მგონია,რომ ჩემი ცხოვრება სასწაულად ცარიელია,ყველაფერი მუქ ფერებში მეჩვენება და გამოსავალსაც ვერ ვხედავ ხოლმე,პატარა ნივთის ყიდვაც კი სასწაულად მშველის.მომენტალურად გამოჩნდება ხოლმე გამოსავალიც,ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ და აშკარად შვებას ვგრძნობ . მოკლედ,როცა მივხვდი,რომ ვითარება გართულდა და ჩემ თავს უკვე მე ვეღარ ვიტანდი, წვიმასა და წვიმას შორის მოვასწარი გარბენა და ამ უსაყვარლეს,”მულწიაშკა” ჩანთას გადავაწყდი.მაშინვე ჩემი საკუთრება გახდა 🙂 ზედ  პიანინოს კლავიშები,ნოტები და Popeye და  Olive Oyl არის გამოსახული. ცეკვავენ და ძალიან ბედნიერები არიან.მიხარია,ზუსტად ისაა,რაც ახლა მჭირდებოდა. სანამ წვიმებია,აღარ მოვიშორებ ამ ჩანთას,ხშირ-ხშირად დავხედავ ისპანახიჭამია მეზღვაურს და მის ცოლს, გავიღიმებ და გავბედნიერდები და ამ უსაშველო ათ დღესაც გადავიტან როგორმე 🙂

Advertisements

From → personal

One Comment
  1. აი სახელი მარი ჩემით რომ შეცვალო ეს პოსტი ჩემი დაწერილია: )წვიმაზე საშინელი არაფერია (გარდა იმ შემთხვევისა, ძილის დროს რომ წვიმს). ნაცრისფერი, ბნელი დღეები და შეგრძნება, რომ არაფერი არ გამოგივა და, საერთოდაც, ლუზერი იქნები 🙂 გამოვა მზე და ყველაფერი გაქრებაა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: