Skip to content

გრძელკისერა გოგო შარლოტა

მაისი 10, 2010

არ გაბედოთ და არ მითხრათ,რომ ეს ქალი უშნოა.

ყველაზე,ყველაზე ლამაზი გოგოა,ჩემი გოგო,ჩემი გრძელკისერა,ნიჭიერი.დედასავით იდეალურად ლამაზი ვერ გამოვიდა,მაგრამ რაღაც სხვა აქვს სამაგიეროდ – სინატიფე,ჭკვიანი თვალები,ფარული სექსუალურობა,ჯეინ ბირკინის გლამურულობა,მამის,სერჟის ინტელექტი და შარმი. მისი დაგრეხილი თითები მიყვარს,ზომაზე დიდი პირი.

რანაირი ღიმილი აქვს – ვერ გაიგებ,იღიმება თუ გლოვობს  მშურს,რა ნატიფია,რა მსუბუქი. ალბათ ბიჭი რომ ვიყო,ყოველთვის ასეთი გოგოები მეყოლებოდა – გრძელკისერები,არასწორი ნაკვთებით,ბალერინას აღნაგობით,გაღუნული ფეხებით,მეტყველი თვალებით.
ამ გოგოს სითამამე და ნიჭიერება მაოცებს,ანტიქრისტეს მერე მაშინებს,ამოუწურავია. როგორ მოახერხა,რომ ჯეინ ბირკინის და სერჟ გინზბურგის შვილი კი არაა,შარლოტაა,გინზბურგი. როგორ შეძლო,რომ მშობლების დიდების არ შეშინებოდა. რა თამამი უნდა იყო,რომ ჯეინის და სერჟის  შემდეგ ითამაშო ფილმებში, სიმღერები წერო ,იმღერო, გაიხადო ასეთი ინფანტილური სხეულის პატრონმა და ყველას დაანახო,რომ მიუხედავად მკერდის უქონლობისა,სილიკონებით გამოტენილ თოჯინებზე ლამაზი ხარ,ულამაზეს დედაზე ლამაზიც.
ფილმოგრაფია :1984 — სიტყვები და მუსიკა / Paroles et Musique
1985 – იზაბელის ცდუნება / Tentation d’Isabelle, La
1985 — L’Effrontée
1986 — შარლოტა სამუდამოდ / Charlotte For Ever
1987 – Jane B. par Agnès V.
1987 — კუნგ-ფუს ოსტატი / Kung-Fu master
1988 — პატარა ქურდი / La Petite Voleuse
1990 — განდგომილი/ Sole anche di notte
1991 – გმადლობ, ცხოვრებავ / ‘Merci la vie’
1991 — ყველას თავლწინ / Aux yeux du monde-Juliette Mangin
1992 – შეყვარებული / Amoureuse
1992 — ცემენტის ბაღი / The Cement Garden
1994 — დიდების მზაკვრობა / Grosse fatigue-Charlotte Gainsbourg
1996 — ჯეინ ეარი / Jane Eyre
1996 — სიყვარული და ა.შ. / Love etc.
1996 – ანა ოზი/ Anna Oz
1999 — ბაგეები / La Bûche
1999 — დამრღვევი / The Intruder
1999 – საშობაო ნამცხვარი / Bûche, La
2000 – განკიცხულნი / Les Misérables
2000 – ნიურმბერგი / Nuremberg
2000 – ვნებიანად / Passionnément
2001 – ჩემი ცოლი – მსახიობი / Ma femme est une actrice
2001 — ფელიქსი და ლოლა / Felix et lola
2003 — 21 გრამი / 21 Grams
2005 — ლემინგი / Lemming
2005 – ერთი მიდის – მეორე რჩება / Un reste, l’autre part
2006 — ძილის მეცნიერება / La Science des Rêves
2006 — ოქროს კარი / The Golden Door
2006 — Prête-moi ta main
2006 — ახალი სინათლე / Nuovomondo
2007 — იქ მე არ ვარ / I’m Not There
2007 — საბოლოო დანიშნულების ქალაქი / City of Your Final Destination
2004–  ისინი დაქორწინდნენ და ბევრი შვილი ეყოლათ/Ils se marierent et eurent beaucoup d’enfants
2009 –  ანტიქრისტე/Antichrist

Advertisements
7 Comments
  1. Tamuna permalink

    vaime, mari, shen yvela es pilmi nanaxi gaaakvs?:)

  2. andria permalink

    მომწონს!

  3. mylpi permalink

    დაწერე რა “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”
    დაგთაგე 🙂
    :* :*

  4. aleqsi permalink

    es sharlota ra gvaria?

    momewona mec… :blush:

    • შარლოტა არის გინზბურგი,ხანდახან გეინსბურგადაც კითხულობენ მის გვარს 🙂

  5. simulated permalink

    მიყვარს შარლოტა ))

    Antichrist <– ამ ფილმის გარდა თითქმის რაც მინახავს მისი ფილმები ბევრი მომეწონა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: