La double vie de Marie
უკვე რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მითხრა,რომ გავხდი უკონტაქტო,ჩაკეტილი და ინდიფერენტული. მითხრეს,რომ მათ აღარაფერი იციან ჩემზე. და ამ პოსტს მხოლოდ მათთვის არ ვწერ,ჩემთვისაც ვწერ,თერაპიას ვიტარებ,მიზეზებს ვხსნი,მოკლედ.
საქმე იმაშია,რომ ორმაგი ცხოვრება მაქვს,ორი ვარ. გამწარებული გიმტკიცებთ,რომ ყველაფერი კარგად მაქვს. მთელი ჩემი ძალები ამის დემონსტრირებაზე მეხარჯება,მაგრამ ეს ჩემი მეორე ცხოვრებაა. ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ ზედმეტი კითხვები არავინ დამისვათ. იმიტომ,რომ პასუხები არ მაქვს.პასუხებს რომ ვიპოვი,ერთი ცხოვრებით ვიცხოვრებ. პასუხებს რომ ვიპოვი,დავბრუნდები კიდეც. ისევ ხმამაღლა ვიტირებ,ისევ ბევრს ვიწუწუნებ და ისევ ვიქნები ნამდვილად კარგად,ერთ ცხოვრებაში. ცოტა ხნით კი დამალვა მაცადეთ. უკონტაქტობა იმას ხომ არ ნიშნავს,რომ მე ვინმე ნაკლებად მიყვარს,ან ვინმესთან აღარ მინდა ურთიერთობა. საერთოდ,ურთიერთობა ნახვების და ყურადღების სიხშირით არ იზომება. ადამიანს “შენი” რომ ქვია,ის შეიძლება საუკუნე არ ნახო,მაგრამ შენია. საუკუნის მერე ნახავ და ისევ შენი იქნება. ამით არაფერი იცვლება.
მე აღარ ვლაპარაკობ. მე ჩემთვის მეორე ცხოვრება მოვიგონე. იმიტომ,რომ თქვენ ყველას იმდენი პრობლემა გაქვთ,თავს ისე ცუდად გრძნობთ,იმდენი მიზეზი გაქვთ,მე როგორ გეწუწუნოთ,რომ უბრალოდ,ცარიელი ვარ. უბრალოდ,წასვლა მინდა,სადმე,კონკრეტული დანიშნულების ადგილის გარეშე. უბრალოდ,ღიმილის მიზეზს ვეღარ ვპოულობ. უბრალოდ,საკუთარ თავთან ბრძოლაში ვმარცხდები და ჩემი თავის პატივისცემას ვკარგავ. მრცხვენია ასეთ რაღაცეებზე ძველებურად წუწუნი და ხმამაღლა ლაპრაკი,იმიტომ,რომ ეს მიზეზები არაა,თქვენ კიდევ რეალური მიზეზები გაქვთ,ყველაფერს ხომ არ გეტყვით და ხომ არ აგიხსნით. ამიტომ ვამტკიცებ ასე ისტერიულად,რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს,მე ყველაფერი იდეალურად მაქვს,მე ცხოვრება მიხარია,მე ბედნიერი ვარ.
ადრესატების გარდა,ყველას ბოდიშს გიხდით ასეთი პოსტის გამო. მსგავსი შინაარსის პოსტების გამოქვეყნება ყოველთვის ცუდ ტონად მიმაჩნდა. ემო არ ვარ და იმისიც ღრმად მწამს,რომ ცხოვრება გადასარევი რამეა 🙂
Vicodi… aii isteriulad vicodi yvelaferi 🙂 da ….. Myvarxar da shen Chemi adamiani gqvia 🙂 :*
🙂
da chemiiic gkviaaa :*:*