Skip to content

“ქოლგაზე” უქოლგოდ და უთმოდ

მაისი 13, 2010

ხშირად მაქვს ხოლმე შეგრძნება ,რომ ერთ დღეში ორი დღე გავიარე. ეს ძირითადად მაშინ მემართება,როცა ემოციურად ძალიან დატვირთული დღე მაქვს. გუშინაც ზუსტად ასე მოხდა. დაუგეგმავად აღმოვჩნდი ლისის ტბაზე,ფოტოკონკურს “ქოლგას” დახურვაზე.

მე პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ვარ,ტექნიკურ დეტალებში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი,ამიტომ სპეციალურ ტერმინებს ვერ მოვიშველიებ,მაგრამ ჩვეულებრივი სიტყვებიც მეყოფა იმ საშინელების გადმოსაცემად,რაც იქ ვნახე. მე მჯერა და ზუსტად ვიცი,რომ თითოეულ ავტორს ბევრად მეტი შეუძლია.რამდენჯერ ვყოფილვარ “ქოლგაზე” და ყველაზე სუსტი ფოტოები ამ წელს იყო გამოფენილი. რატომღაც ისეთი მოლოდინი მქონდა,რომ რაღაც განსაკუთრებულს ვნახავდი,მაგრამ ვნახე ათასჯერ გადაღეჭილი,ყელში ამოსული ,გაცვეთილი თემები. მოხუცები – ბავშვები, ბავშვები – მოხუცები, ქუჩა,ლტოლვილები,მოკლედ,სოცილური თემატიკა ძირითადად… ეს მოხუც-ბავშვების ფოტოებიც ისეთი იყო,მოყვარულის გადაღებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა,რატომღაც მეგონა,რომ ფოტოების ავტორები მოზარდები იყვნენ.

გამარჯვებული ობიექტურად გამოვლინდა,ჩემი აზრით. კატალინას ფოტოები მართლა ყველას ჯობდა,იდეითაც და ტექნიკითაც 🙂 კიდევ რამდენიმე ფოტო მომეწონა,სხვა ავტორების,მაგრამ საბოლოო ჯამში,ეს “ქოლგის” დონე ნამდვილად არ იყო. არ მინდოდა,ისეთი სახით მეთვალიერებინა ფოტოები,კეკელა ვითომ არისტოკრატკა დეიდები რომ ათვალიერებენ ხოლმე,პრეტენზიულად აბზუებული ტუჩებით,მაგრამ ვგრძნობდი,რომ ცინიკურ ღიმილს ვერ ვიშორებდი.

კიდევ კარგი,საღამოს ბოლოს კორკოტამ იმღერა,თორემ საერთოდ გაცეცხლებული წამოვიდოდი იქიდან 🙂

“ქოლგა” პირველი ადგილი იყო,სადაც თავგადაპარსული გამოვჩნდი. ძალიან მაინტერესებდა მეგობრების რეაქცია და დამოკიდებულება. ცოტა მეშინოდა კიდეც,უნდა ვაღიარო 🙂 მაგრამ ყველას ძალიან ძალიან მოეწონა.მეც მომწონს და საოცრად კმაყოფილი ვარ,გაამართლა ექსპერიმენტმა.ერთი ეგაა,ლისის ტბაზე საშინლად მომეყინა თავი,კიდევ კარგი,ზამთარი არაა 🙂

Advertisements
7 Comments
  1. tavadi permalink

    მარი დღევანდელ რეალობაში, ქოლგაზე ძირითადად მოყვარულებს გააქვთ ფოტოები, თან ჩემი აზრით ეგ კონკურსი მოყვარულებზე უფროა გათვლილი ვიდრე პროფესიონალ ფოტოგრაფებზე.

    • მოყვარულებში ძირითადად ჩემნაირები ვიგულისხმე,კამერის დაჭერა რომ არ იციან ნორმალურად 🙂 თანაც იქ გამოფენილ ავტორებში რამდენიმე ისეთ ცნობილ სახელს მოვკარი თვალი, არ ეპატიებოდათ ასეთი დონე.

  2. batukela permalink

    davit, moyvarulebzea tu aramoyvarulebze, faqtia rom dzalian bevri kargi foto ar gavida..
    ltolvilebis tematika tu iyo ar unda etqvat, tavisufali temaao.
    mokled ra..:D:D

  3. tavadi permalink

    me arasdros viyavi qolgis qomagi da yoveltvis shoridan vadevnebdi tvals, ara imitom, rom me magari fotografi var, aramed imitom rom yoveltvis yvelaze cudi foto imarjvebda..
    batukela zustad amitom ar momcons qolga rom kargi fotoebi konkurs garet rcheba..

    • დავით,ასეთი საშინელი სიტუაცია არცერთ ქოლგაზე არ ყოფილა მართლა. მე ყოველთვის თავს ვადევნებდი და რა ვიცი,ეს ყველაზე სუსტი იყო , ჩემი აზრით

  4. ვერც გავიდოდა, სანამ ფოტოების შეტანის დედლაინი არ გასულა, გამარჯვებულებს კი უკვე სმს–ებს უგზავნიან, იმასაც კი არ ერიდებიან, რომ არ იფიქროს ხალხმა, წინასწარ შეარჩიესო – მანამდე იქნება ასეთი შედეგები.

    რამდენიმე წელი არ ჰქონიათ ჩავარდნა, ისე რომ უკან წავიღეთ ყველამ ქოლგაზე ნათქვამი ცუდი სიტვები. მაგრამ წელს მართლა საოცრება იყო.
    სნობურად ვიარე რიგებში და კიდევ კარგი, რამდენიმე ნაცნობის რამდენიმე ნორმალური ფოტო მაინც ვნახე, იმ ხიდზე ასვლის თავგანწირვის ფასად.

    • გეთანხმები თავიდან ბოლომდე. “ნორმალური ფოტოები”, აი,ამაზე დამწყდა გული. მართლა ნორმალური ფოტოებიიყო,მაგრამ წინა ქოლგებზე ძალიან კარგ ფოტოებს ვათვალიერებდი 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: