შიგთავსზე გადასვლა

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

მაისი 13, 2010

უსაყვარლესმა Mylpi_მ დამთაგა და მეც დავწერ,როგორ მიცნოთ,ქუჩაში რომ შეგხვდეთ 🙂

განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნები არ მქონდა გუშინდელ დღემდე.გუშინ თმა გადავიპარსე 🙂 გარდა ამისა, თებერვლიდან ყოველთვის ოდნავ გარუჯული ვარ. თითქმის არ მაცვია შავი ტანსაცმელი,ხშირად მაცვია კაბები, მოკლე კაბები,რომლებზეც ჩემი მეგობრები ხუმრობენ ,რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს 🙂

დავდივარ სწრაფად და დიდი ნაბიჯებით,მაგრამ თუ მიყურებს ვინმე სიმპათიური ობიექტი, დავდივარ ნაზად და ნარნარით,მიწას თითქმის არ ვეხები 🙂 კარგ ამინდში,ყოველთვის მიკეთია მზის სათვალე.

ვგიჟდები საკუთარი გამოსახულების ვიტრინებში თვალიერებაზე. და კიდევ მანქანის მუქ მინებში ჩახედვაზე. ვერ ვიტან,ამ დროს იმ მინას თუ ვინმე წევს და სულელივით მიცინის 🙂

არასდროს მაცვია ქუჩაში ქუსლიანი ფეხსაცმელი. ადრე,პირველ და მეორე კურსზე მეცვა,ახლა მარტო განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიცვამ.ხშირად მნახავთ კოკა-კოლას ქილით,მაგრამ რაიმე საჭმლით ხელში-ვერა. არ მიყვარს ქუჩაში ჭამა. ხო,ხანდახან,თუ ჩანთაში საინტერესო წიგნი მიდევს და ვერ ვითმენ,სიარულის დროს ვკითხულობ და გამვლელებს ვეჯახები 🙂 თუ ასეთ დროს დაგეჯახეთ,არ გეწყინოთ და არ გამიბრაზდეთ 🙂 .მოკლედ,ჩემი ცნობა არ უნდა გაგიჭირდეთ : მოკლეთმიანი,წითელპომადიანი გოგო ვარ, განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნების გარეშე,მაგრამ ჩემებური 🙂

ვთაგავ დიანიკოს და ანდრიას

From → personal

5 Comments
  1. Di@ permalink

    მარ, დიდი მადლობა დათაგვისათვის! :* მომწონს შენი მოკლე თმები… თუმცა შენი სუუუულ გრძელი თმები რომ მახსენდება… 😐 ;(

  2. lex tempus permalink

    ზოგადად, გრძელი თმა მიყვარს,მაგრამ ადამიანში ექსპერიმენტების სურვილსა და გამბედაობას ვაფასებ:):):)

  3. Pey permalink

    Xoo. ise shen ertaderti xar vinc nabijs miyolebs :)) anu chemsavit didi da gambedavi nabijebit dadis da cota nela, davighaleo arasodes wuwunebs :)) Chemi shriala da gadareuli marikuzaa 🙂 :* :*

  4. რა მაგარია მოკლე თმები :დ მეც მინდა თავის გადახოტრა, მაგრამ ვერ ველევი ჯერ “დალალებს” :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: