Skip to content

მოხატული პერანგების დღე

მაისი 14, 2010

ეს პოსტი არ არის მათთვის,ვისთვისაც სკოლა კოშმარია და ბოლო ზარი ძალიან გაუხარდა. თუ ასე ფიქრობთ,შეგიძლიათ ეს პოსტი გამოტოვოთ,იმიტომ,რომ სენტიმენტების ფრქვევას ვაპირებ და ეს ალბათ შემაწუხებელი იქნება სკოლის მოძულე მკითხველებისთვის 🙂

დღეს ქუჩაში ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ პერანგმოხატული,აჟიტირებული,ბედნიერი ბავშვები,თამამები,ლაღები. ხო,ხუთი წლის წინ მეც ზუსტად ასეთი ვიყავი. მთელი დღეა გაღიმებული დავდივარ , ყველა შეგრძნება გამახსენდა,ყველა მომენტი,ხმები,ფერები,ყველაფერი მახსოვს იმ დღიდან .

მიუხედავად იმისა,რომ ამდენი დრო გავიდა,ჩემი ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში.და საერთოდ,სკოლის პერიოდია ყველაზე ბედნიერი მონაკვეთი. კი,სკოლის შემდეგ ნამდვილი ცხოვრება დავიწყე,მაგრამ მე ის პერიოდი მერჩივნა,რაღაც პატარა სამყაროში რომ ცხოვრობ,აზრზე რომ არ ხარ,ქვეყანაზე რა ხდება და კლასის ამბები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გგონია. მაშინ სხვანაირები ვიყავით. უფრო ლაღები,უფრო თამამები,უფრო ბევრს ვოცნებობდით,ბევრს ვლაპარაკობდით,ძალიან ხმამაღლა ვაწყობდით გეგმებს,ძალიან მწარედ ვჩხუბობდით, გიჟებივით ვიცინოდით და ერთმანეთის თანდასწრებით ვტიროდით. იმის შემდეგ თითქოს რაღაც დავკარგეთ.ეს ალბათ კანონზომიერია,იზრდება ადამიანი ბოლოსდაბოლოს,მაგრამ მე მგონია,რომ რაც საუკეთესო გვქონდა,ის არ უნდა დაგვეკარგა. სითავხედეს ვგულისხმობ,ოღონდ კარგი გაგებით. უზრდელები და თავზეხელაღებულები არასდროს ვყოფილვართ,მაგრამ ცხოვრების მიმართ გვქონდა,ზოგადად,თავხედური დამოკიდებულება. ალბათ მაშინ ყველაფერი გამოგვდიოდა,ყველა ტაშს გვიკრავდა და იმიტომ ვიყავით ასეთები. ქვეყანა ჩვენი გვეგონა 🙂

ჩვენი ბოლო ზარი მგონი დღემდე ახსოვთ ჩემს სკოლაში. იმ დღეს უამრავი რამ მოხდა ,რასაც არ მოვყვები,იმ სისულელეებზე,რაზეც ჩვენ გვეცინება,თქვენ არ გაგეცინებათ. მარტო იმას გიამბობთ,რატომ იყო ეს დღე დაუვიწყარი სკოლის ცხოვრებაში : იმ დღეს სცენაზე ისეთი რამ მოხდა,რაც ,დარწმუნებული ვარ,არსად,არცერთ კლასში არ მომხდარა. გგონიათ,რაიმე განსაკუთრებული სკეტჩები წარმოვადგინეთ? აარა,ბატონებო. ჩვენ წინა დღით საერთოდ უარი ვთქვით რაიმე დადგმის წარმოდგენაზე,მიუხედავად იმისა,რომ მზად ვიყავით მეტნაკლებად. ჩავთვალეთ,რომ ის,რაც დაგვადგმევინეს,უაზრობა იყო . ხო,აი,ასეთები ვიყავით. გაბედულები და ცოტა თავხედები 🙂 მაგრამ ბოლო ზარის დღეს მაინც აგვიყვანეს მთელი კლასი სცენაზე. და აქ მოხდა ის დაუვიწყარი ფაქტი : სცენაზე ასული ოცამდე ბავშვი ატირდა ყველაზე ნამდვილი და ყველაზე ცხარე ცრემლებით ,ყველა,გამონაკლისი გარეშე . გეფიცებით,ასე იყო 🙂 მუსიკა უკრავდა და ჩვენ სცენაზე მოვთქვამდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით 🙂 კლასში ბლომად მყავდა მოჭიდავეები,რაგბისტები და ძალისმიერი სპორტი წარმომადგენლები,და რომ მახსენდება,ეს ნავარჯიშევი ბიჭები,მართკუთხა პარალელეპიპედები,რა გულამოსკვნილები ტიროდნენ და თვალებს მუჭით იწმენდნენ 🙂 ვიცი,დაუჯერებელია,მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ დავდგით ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი სპექტაკლი,რაც კი ოდესმე მაყურებელს უნახავს 🙂

დღესაც,როცა ყველაზე მეტად მიჭირს,როცა ყველაზე მაგრად მინდა,ვინმე მომეფეროს და თავზე ხელი გადამისვას,ჩემს ტუტუც კლასელებს ვნახულობ და მგონია ხოლმე,რომ არც არაფერი შეცვლილა,ჩვენ ისევ ისეთები ვართ 🙂 და როცა ვიკრიბებით,მართლა არ იცვლება არაფერი. ისევ ისე ვურტყამთ ,ისევ ისე ვლანძღავთ და გულიანად ვეფერებით,საშინელებებს ვეუბნებით ერთმანეთს და ვიცით,რომ სანამ ერთად ვართ და სანამ ასე ვართ,მანამდე შეგვიძლია,ვიფიქროთ,რომ ბავშვები ვართ. მერე რა,რომ ბოროტმა ჯადოქრებმა ისეთი სიტყვებით მოგვაჯადოვეს,როგორიცაა “კოლოკვიუმი”, “დეკანი”, ” აუდიტორია” 🙂 მერე რა,რომ ყველას რაღაც პასუხისმგებლობა დაგვაწვა ,ზოგიერთებს შეუფერებლად მძიმე…

ერთად როცა ვართ,ჯადოც იხსნება .

პ.ს ვიცი,საშინლად ბანალური და გულაჩუყებული ვიყავი,ეს ერთხელ ამიტანეთ ასეთი,მეპატიება 🙂

Advertisements

From → personal

8 Comments
  1. mylpi permalink

    mar kinagam mec avtirdi
    Cemi klaselebi momenatrnen, titqmis vegaravis vnaxulob da ise mainteresebs rogorebi arian

  2. mta permalink

    dges mec mqonda maseti shegrdzneba,erti “moxatul perangiani” ar gamomitovebia,yvelas vulocavdi da vugimodi,magram sheni postis wakitxvis shemdeg upro momenatra skola,klasi,bolo zariii :)))))

  3. Di@ permalink

    აუ, მეც გამიჩნდა დღეს იგივე სოციაციებიიი! ძალიან მაგარი იყო! ❤ Eeeehhhh…. 😦 😐

  4. ეჰ, მე მეტისმეტად დავბერდი ეტყობა, გულცივად ვუყურებ და აღა მახსოვს, როგორც მოგვდიოდა ცრემლები ჩვენ My Way-ზე : )

  5. salome permalink

    :):)yvelaze tkbili da tkbili dge iyo, am dges gairkva, rom manamde visac ase tu ise tavi echira, rom mere ra tu es etapi mtavrdeboda, scenaze saxis dafarvis magivrad namdvili saxe gamoamjgavna:)arasodes damaviwydeba mochidave (dgesac moqmedi) da fexburteli (aseve dgesac moqmedi) rogor exutebodnen ertmanets da cremlebdacemul,gadgabnil tetr maisurebze utyapunebdnen xels:):)..nu danarchenebs ar gamovyof,imitom, rom miuxxedavad imisa,rom mtiralebi ar viyavit (umetesoba:):)) mainc vicodit, rom bolo zarze tavs ver shevikavebdit,ogond ki ar dagvigegmavs,martla vgrdznobdit:) ..magram es yvelgan ar xdeba:)chven martla gansxvavebulebi viyavit da exlac esea:)dgemde,uertmanetod yoveltvis ragac gvaklia,arc erti klaseli!!xazs vusvam arc erti!!!ar arsebobs iseti,vistanac cudi urtiertoba gvqonda an gariyuli iyo:)gonebrivad?swavlis mxriv? mtels skolashi udzlieresi birtvi chventan iyo da arc erti chvengani ar darchenila uqmad,arc erti dakargula da yvelam ase tu ise tavisi interesebis shesabamisi gza monaxa da daadga:) BAVSHVEBO! XUTI WLIS MEREC,IGIVENAIRAD BEDNIERI VAR, ROM TQVEN MYAVXART DA MEREC ESE IQNEBA(gavimeoreb)..MEREC..MEREC…MEREEEEEEC!!! 🙂

  6. ბანალური და აუტანელი კი არა, წარმოუდგენლად კარგი ხარ ამ პოსტში : ))) მართლა .

    “მაშინ სხვანაირები ვიყავით. უფრო ლაღები,უფრო თამამები,უფრო ბევრს ვოცნებობდით,ბევრს ვლაპარაკობდით,ძალიან ხმამაღლა ვაწყობდით გეგმებს,ძალიან მწარედ ვჩხუბობდით, გიჟებივით ვიცინოდით და ერთმანეთის თანდასწრებით ვტიროდით.” – რა კარგად აყალიბებ აზრს, ამ უბრალო სიტყვებმა სკოლის მთელი ცხოვრება გამახსენა, მაშინ მართლა არაფრის “გვაშინებდა” ცხოვრებაში …

    ბოლო ზარიც არაჩვეულებრივი გქონია :დ

    პ.ს. მადლობა დიას შენი ბლოგი აღმომაჩენინა : )))

  7. გუშინ ძალიან მიხაროდა აჭრელებულ პერანგიანი ბავშვების დანახვა, ისეთი თბილი სახეები ჰქონდათ და ბედნიერი, რომ მე და ჩემმა მეგობარმა ყველა უცნობ ბავშვს მივულოცეთ სკოლის დამთავრება. მგონი უხაროდათ მილოცვები

  8. ana permalink

    ragac gansakutrebuli minda davcero da ver vpiqrob,yvelaze chemi temaa,chemi klasi,vgijdebi da 5 wlis merec yvela moscavles, yvela klas, chems klaselebs da klas vadareb…miyvars chemi bolo zari,miyvars chemi eqskursiebi,miyvars banketi da saertod chemi klasi miyvars, me bednieri var ro chem klasshi movxvdi. miyvars mari chveni klasis xumrobebi,tatos dvijokze da bebiis citel tmaze,salomes cheqmaze camosacmel chulqebze,chemi livtis pulze,lilebis simagleze:D shibas did tavze,datvis xinkalze,did chuxaze,airzenaze da ase shemdeg 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: