Skip to content

მუსიკა ჭარბი დოზით

მაისი 17, 2010

ნეტა ყველა უიქენდი ასეთი მქონდეს,ბევრი მუსიკა ღია ცის ქვეშ,ბევრი ბედნიერი სახე. იმდენ კონცერტს დავესწარი ორ დღეში,უკვე სათვალავი ამერია. ძალიან მომწონს,რომ ხანდახან მაინც იგრძნობა,დედაქალაქში რომ ვცხოვრობთ. ისიც მომწონს,რომ საზოგადოების ქცევებში რაღაც სასიამოვნო ტენდენციებს ვამჩნევ. თუმცა ახლა ბოლოდან ვყვები,ამიტომ თავიდან დავიწყებ. 🙂

ალბათ ბევრ თქვენგანს ეცოდინება,რომ შაბათს Open air გაიმართა. კონცერტები იყო სამ სხვადასხვა ადგილას. მგონი,ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება,იმიტომ,რომ ძალიან მინდოდა Me & My monkey-ს და Ketrine & Me-ს მოსმენა,მაგრამ ისინი სხვადასხვა ადგილას უკრავდნენ,ერთდროულად ორგან ყოფნა კიდევ ჯერჯერობით აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. საბოლოოდ,დიდი წუწუნის,ბრძოლისა და რამდენიმე მეგობრის განრისხების ფასად,Ketrine & Me-ს მოსასმენად წავედით. ძალიან,ძალიან მომწონს ეს ჯგუფი. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე Myspace-ზე,მაშინ კარგი დრო იყო და შეიძლებოდა ამ საიტიდან ტრეკების ჩამოქაჩვა. მთელი დღეები ვუსმენდი,მერე ლაივშიც მოვუსმინე,პურპურში უკრავდნენ ხოლმე. ძალიან კარგები იყვნენ, ეკა ამირეჯიბი (Ketrine) და ირაკლი კახიშვილი (Me). მაშინ სოფო ასლანიშვილიც ამ ჯგუფის ვოკალისტი იყო. აი,მათი პროფილის ლინკი Myspace-ზე,თავად მოუსმინეთ და შეაფასეთ 🙂 Ketrine & Me

მოკლედ,შარდენს რომ მივაღწიეთ და ეკა ამირეჯიბის ხმა გავიგე,ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა,მაგრამ ძალიან ცუდი პროგრამა ქონდათ. :(ცნობილი სიმღერების ქავერები,ისიც საკმაოდ მოუმზადებელი. ქეთრინის მოძრაობები და სცენური კულტურა კი იყო გადასარევი,მაგრამ სიმღერები-არა. როგორ მინდოდა ,if ან do you believe ემღერათ,მაგრამ არა უშავს. მაინც კარგი იყო 🙂

აქ აუცილებლად უნდა ვთქვა,რა სასიამოვნო ტენდენციები შევამჩნიე ჩემს გარშემო 🙂
1) როგორც იქნა,იკლო ღია ცის ქვეშ,როკ კონცერტებზე ქუსლებზე ამხედრებული,ტანჯული სახეებით მდგარი გოგოების რიცხვმა,გარშემო ყველას სიტუაციის ადეკვატურად ეცვა. შესაბამისად, დასკვნა – იკლო ასევე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანების რიცხვმაც 🙂

2)ხალხს ტაშის დაკვრა,ყვირილი,ცეკვა და ემოციების გამოხატვა აღარ უტყდება. ყველაზე მეტად მსგავს კონცერტებზე ეს მაღიზიანებდა ხოლმე. როცა აშკარად გინდა,რიტმს აყვე,იცეკვე რა,რისი გრცხვენია.

3) არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თინეიჯერები ტვინს აღარ ბურღავდნენ,თვითონაც უსმენდნენ მუსიკას და სხვებსაც აცდიდნენ მოსმენას.

აქვე ერთ რჩევასაც მოგცემთ : ასეთ კონცერტზე წასვლის წინ სწორად შეარჩიეთ თანამგზავრები. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მე მაგალითად,საკუთარი თავისთვის პირობა მაქვს მივცემული,რომ ჩემს უსაყვარლეს მეგობართან ერთად მსგავს კონცერტებზე არასდროს წავალ 🙂 ძალიან ძნელია,როცა შენ ცეკვა,ყვირილი და ხტუნვა გინდა,შენს მეგობრებს კიდევ ერთი სული აქვთ,შარდენზე შეუხვიონ,ბარში დასხდნენ და კოკტეილი მოწრუპონ , თან გაუთავებლად წუწუნებენ,რომ მუსიკა საშინლად ღრიალებს და ფეხები დააწყდათ 🙂 ამ კონცერტზე თანამგზავრებში ძალიან გამიმართლა , ძალიან მეგობრული და კარგი გარემო იყო 🙂

ჩემი მუსიკალური უიქენდი ამით არ დამთავრებულა. მეორე დღეს კლუბ 33ა-ში რობი კუხიანიძის კონცერტზე ვიყავი. კლუბში შესვლამდე ვაკის პარკში ღია ცის ქვეშ იყო კონცერტი და ბაკურ ბურდულს და სტრინგს მოვუსმინე. რობის,როგორც ყოველთვის,მოკლე პროგრამა ჰქონდა,მაგრამ რა სიმღერებიც ყველაზე მეტად მიყვარს,ისინი იმღერა. საერთოდ,მაგ კაცმა უნდა თქვას,ლაივები მაქვსო. ძალიან ემოციურია,გამორიცხულია,მსმენელი არ აიყოლიოს. მე ყველაზე ძა;ლიან ის მიყვარს,რომ მისი გადაჭარბებული ემოციები არ არის ყალბი და სცენისთვის განკუთვნილი. მოკლედ,რობის კონცერტზეც ბევრი ვიყვირე და თავდაუზოგავად ვიქნიე ხელები 🙂

ძალიან მინდა,რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამოცოცხლდეს და ბევრი მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება მოეწყოს. ჩემს თინეიჯერობაში მზიურის როკ ფესტივალები რა კარგი იყო ხოლმე,მთელი მუსიკალური ეპოქა იყო მართლა. იმის მერე ყველაფერი ჩაკვდა,მაგრამ მე მგონი,ავმოძრავდით ნელ-ნელა 🙂

ბოლოს რობის “დიმპიტაურის ” ვიდეოს დაგიტოვებთ,ნახეთ,რა გულისამაჩუყებელია ნუცა კუხიანიძე ამ ვიდეოში. თუ მარტო მე მეტირება,ნუცა რომ დარგული საღებავების ამოსვლას ელოდება,მაგ მომენტებზე ? 🙂

Advertisements
6 Comments
  1. Tamuna permalink

    ki, nuca martla zalian gulisamachuyebelia da momcons eg video zalian:) simgeraze metad:)

  2. ეს ჯგუფი არ ვიცოდი, მადლობა რომ აღმომაჩენინე ;))

    მე ვიყავი ზუსტად ქუსლებით შაბათს, ოღონდ კონცერტზე გაჩერება აღარც მიფიქრია, ზუსტად ქუსლების და თანამგზავრების გამო 🙂 ფოტოების დათვალიერებით შემოვიფარგლე 🙂

  3. რა კარგად გაგიტარებია ვიკენდი : ))) სურათებიც დაგედო რაა ოფენ აირის …

  4. მეც მინდა ასეთი weekendebi 😦 წამიყვანე ხოლმეე, აღარ ვიწუწუნეეებ :))) და ნუცაზე მეც მეტირება… ყოველთვის 🙂

  5. 15 maiss gamartul open airze samive scena moviare da dzalian nasiamovnebi davrchi 🙂
    mziuris festivali mec momenatra.
    axla batumis open airs velodebi 🙂

  6. me momcons es simgera martobs

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: