ვერონიკას ორმაგი ცხოვრება
ყოველთვის,როცა ძალიან უბედური ვარ,ან მგონია,რომ უბედური ვარ,ვრთავ ამ ფილმს და ჩემ თავს ვეუბნები: მარი,მარიამ,შეხედე,შენც გყავს ორეული,ხომ იცი,ხომ ყოველთვის იცოდი,შენც ორი ხარ. ეს უსაშველო მარტოობა თუ გადაიტანე,ამ ღამეს თუ გაუძელი,ხომ კარგი,თუ მოკვდი,ის მეორე მარი მაინც ბედნიერი იქნება-მეთქი.
არ მინდა,მარის შევხვდე. ისე, უნახავად მინდა მჯეროდეს,რომ არც ისე მარტო ვარ,როგორც ხანდახან მგონია ხოლმე.
ასე კვდება ყველა გრძელკისერა,ყველა ნატიფი გოგო. ჩართეთ მუსიკა.
მე შემიძლია ვწერო ამ ფილმზე ისე,როგორც კრიტიკოსები წერენ. ვწერო,რომ პოლონელი ვერონიკას სიკვდილით დასავლეთმა მიიღო პოსტსაბჭოთა სივრციდან კუთვნილი ხარკი და ბლაბლაბლა. მაგრამ არ მინდა. მეზიზღება,როცა ამ ფილმზე ასე წერენ. ჩემთვის ეს არის კინო კრაკოვის წვიმებზე,პარიზის ხმაურზე,შეყვარებული ადამიანების სექსზე,მარტოსულ,ნატიფ ვერონიკებზე,ვერონიკების მამებზე,უმიზეზო ცრემლებზე,კიდევ უფრო მარტოსულ მეზღაპრეზე…მუსიკახომ საერთოდ. ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელ,ცოტა მოპათეტიკურო მომენტებში,რატომღაც,ეს მუსიკა ჩამესმის ხოლმე 🙂
ჩემი საყვარელი მომენტი ფილმში. პირველი შეხვედრა მეზღაპრესთან. ამ მონაკვეთს რომ ვუყურებ,სუნთქვისაც მეშინია და ყოველთვის მგონია,რომ ის ბალერინა მარიონეტი აღარ გაცოცხლდება.
გამორთეთ მუსიკა.
ჰო,მარტო მეზღაპრესთან თუ იცხოვრებენ ვერონიკები და მარიამები.
მომენატრე
მინდა შენთან
ასე მხოლოდ შენ შეგიძლია წერა, მარტო შენ შეგიძლია უთქმელად თქვა ყველაფერი 🙂 ისე წერ, რომ ამ ფილმის კიდევ ერთხელ ნახვა მომინდა 🙂 :*