Skip to content

წიგნის ფესტივალი,ბევრი წიგნი და ცოტა მე

მაისი 22, 2010

როგორ მიყვარს წიგნის ფესტივალები. დავდივარ,დავხეტიალობ,პარნასის დახლს მიღმა ვჯდები,ყოფილი თანამშრომელი ვარ,ამის უფლება მაქვს 🙂 პარნასამდეც ვგიჟდებოდი ფესტივალის დღეებზე. ადრე,ძალიან ადრე, ფულს დიდი ხნით ადრე ვაგროვებდი,მერე ბედნიერი მივდიოდი და იმ შეგროვილ ფულს ასევე ბედნიერად ვხარჯავდი. ახლა წინასწარ აღარ ვაგროვებ,რატომღაც,დავივიწყე ეს რიტუალი. არადა,ვერ წარმოიდგენთ,რა გულისფანცქალი ახლავს თან წიგნების საყიდლად,”ფესტივალისთვის” ფულის შეგროვებას 🙂

გუშინ დამთავრდა წიგნის მეთორმეტე ფესტივალი (მგონი,არ მეშლება და მართლა მეთორმეტე იყო). სამი დღე ერთგულად დავდიოდი და წიგნებს ვყიდულობდი. რატომ ერთ დღეში არ ვიყიდე? იმიტომ,რომ თავიდან რა თანხაც გამოვყავი,არ მეყო და კიდევ ვითხოვე ოჯახში დამატება. მერე ისიც არ მეყო და მესამე დღისთვისაც ვიმათხოვრე. ხო,ძალიან უსინდისო ვარ,მაგრამ რა ვქნა.

სამაგიეროდ,გავბედნიერდი.

აბა მითხარით,ვიანი ვის არ გააბედნიერებს. ჩემი ბიჭი,ჩემი პირადი,ყველაზე ჯადოსნური აღმოჩენა. “შემოდგომა პეკინში ” და “წითელი ბალახი” მაქვს წაკითხული და იმედია,ეს გულსაგლეჯიც ისეთივე სევდიანი და სასაცილო იქნება. მე ვიცი,ჩემი ბიჭი იმედს არ გამიცრუებს.

ეს უკვე წაკითხული მაქვს,ადრე მათხოვეს. იმდენად შემიყვარდა თავისი უსახელო პერსონაჟებით ,მისტიკური ცხვრით და ყველაზე მღელვარე იაპონელებით,რომ სახლში მინდა მქონდეს. ჩემი,საკუთარი. როცა მომინდება,მაშინ წავიკითხო,ან დავხედო ,დავყნოსო და თაროზე დავაბრუნო.

უელბეკზე ვგიჟდები (იმედია,მმკ არ წაიკითხავს ამას). ამბოხი და პროტესტი მომაკლდა ამ ბოლო დროს. ააჰჰჰ,ისე მინდა,”პლატფორმა ” ნონკონფორმისტული,დაუნდობელი, რევოლუციური აღმოჩნდეს… ამ წიგნს წავიკითხავ ამათი სიმღერის ფონზე , ჩემი ქარიზმატული მეამბოხეები,მოუსმინეთ:

პოეზია არ მიყვარს,მაგრამ ზვიად რატიანი მიყვარს. მისი ლექსები მიყვარს ძილის წინ და კიდევ ზამთარში. ტრანსპორტშიც მიყვარს,კაფეში მეგობრებს რომ ველოდები,მაშინაც. მარტოობას მიმსუბუქებენ ეს ლექსები და რაღაცნაირად მემეგობრებიან. ეს წიგნი მანამდე მედება ჩანთაში, “ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან”.

დარდლის ეს ფილმი ძალიან მომწონს. იმედია,წიგნი უფრო მეტად მომეწონება.

ბატონებო და ქალბატონებო და აი, ბოლოს ,ტადაააამ – ბეჭდების მბრძანებლის მეორე ნაწილი. ჩემი მონაპოვარის კითხვა ამით დავიწყე 🙂 რამდენი ხანია ველოდები და როგორც იქნა,ამისრულდა . უკვე დავბრუნდი შუამიწეთში 🙂 ჰო მართლა,გადავწყვიტე,ელფური ენა და დამწერლობა ვისწავლო. მგონი,არც ისეთი შეუძლებელია 🙂

ფესტივალთან რა შუაშია და ამდენ ბოდიალში ამ ფეხსაცმელს გადავეყარე 🙂 ღია და ხასხასა მწვანეა. რა თქმა უნდა,ვიყიდე. მკვდარი და უსულო დღეების გასახალისებლად ძალიან გამომადგება.

Advertisements
19 Comments
  1. mta permalink

    dilit ro vigvidzeb da sheni wignebis zvins vuyureb logintan guli miskdeba 😀 ai mwvane pexsacmeli ki uuuu :)) uuulamazesiaa,ise mec wavikitxav ert-erts 😀

  2. darsalia permalink

    shimshili????

  3. Di@ permalink

    ეს წიგნი მანამდე მედება ჩანთაში, “ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან”.

    გენიალურია… 🙂

    მომწონს შენი შენაძენი…

    ბაჩები ხო საერთოდ! :*

  4. lex tempus permalink

    ასეთი ბაჩუჩებით გუშინ ალასანიას ერთ–ერთი “სარეკლამო აგენტი” დავლანდე:) მაშინვე მომხვდა თვალში – ეფექტურია…

  5. მომწონს შენი ბლოგუნა. წარმატებები და მეგობარ ბლოგუნებში გამატებ.

  6. ana permalink

    mari me momcons sheni pexsacmeli 😀

  7. შენს ფეხსაცმელზე რომ გავგიჟდი ეგ უკვე იცი, რომ მიყვარხარ და სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს ეგეც 😉 … ვიანი და უელბეკი გადადე ჩემთვის და ბეჭდების მბრძანებელიც ( ოღონდ პირველი ნაწილი თუ გაქვს) 🙂 :*

  8. ძლივს მივხვდი, რომ ეგ ისაა, რაც მე წაკითხული მაქვს როგორც Сердцеед 🙂

  9. მოგეწონა? მე ვამთავრებ უკვე და ძალიან ძალიან მომწონს 🙂

    • მაშინ ეგეთი პერიოდი მქონდა – აბსურდით, ეპატაჟით, პროვოკაციებით და ეგეთი რამეებით ვიყავი გატაცებული და მომეწონა.

      ისე, დანიილ ხარმსი არის ეგეთი. რატომღაც ნაკლებადაა ცნობილი ჩვენთან და კიდევ ნაკლებად დაფასებული.
      გავს რაღაც ამბავში და ძაან მაგარია.
      http://lib.ru/HARMS/staruha.txt

  10. მეც ვიყავი ფესტივალზე,მაგას დავაკლდებოდი 🙂 იმდენი წიგნი,დახლების სახლში წამოღება მინდოდა მაგრამ ვინ გამოგატანა 🙂

  11. ვერ წავედი ფესტივალზე, სამწუხაროდ 😦 არადა როგორ მინდოდა…

    ისე, ეხლა მინდა ზაფხულისთის წიგნები ვიყიდო, ამდღეებში ვაპირებ პარნასში გავლას, 15 წლის ვარ და რამე ცხოვრებისეული მინდა უფრო და დამაფიქრებელი, რამეს ხო არ მირჩევდი?

    • სიამოვნებით 🙂 იუსტაინ გორდერ, “ფორთოხლის გოგონა”…და მარკესის “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”. ხო,აუცილებლად იყიდე თურმუდ ჰაუგენის “ზეპელინ” ,ეს ნამდვილად მოგეწონება,ცხოვრებისეულიცაა,დამაფიქრებელიც და ძალიან თბილიც.

  12. mariefille sad iyide eg pexsacmelebi da ramdeni girda? chavicikle da cudad var ram vuyureb 😦 😦 😦

    • მრგვალ ბაღთან ვიყიდე,45 ლარი მივეცი 🙂 არ მახსოვს,მაღაზიას რა ქვია,მაგრამ სულ ფეხსაცმელები იყიდება,მეტი თითქმის არაფერი და საოცარი ფასდაკლებაა ბათინკებზე და არასაზაფხულო ფეხსაცმელზე 🙂

  13. GHMWRTO DIDEBULO! permalink

    oo! dzalian kargi postia! da umagresi wignebi giyidia! oghond isa, witeli balaxi natargmnia artulad?! ramdedni xania vedzeb ! sashinlad minaaa! haah!

  14. Anna permalink

    xatias bachiebi ❤ dzalian karqi bachiebia ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: