Skip to content

მე იქ ვიყავი

მაისი 31, 2010

და იქიდან ოდნავ შეცვლილი ნამდვილად ჩამოვედი.

შეუძლებელია,იქიდან ისეთივე ჩამოხვიდე,როგორიც წახვედი.

“იქ” ყაზბეგია.

გზა

დიდი ხნის ოცნება ამისრულდა ყაზბეგში წასვლით. ძალიან,ძალიან მინდოდა გერგეტის სამების ნახვა. ვიცოდი,წინასწარ ვიცოდი – არ შეიძლება,მთაში ახვიდე და იქიდან ისევ უსულო და აპათიური ჩამოხვიდე. სწორადაც მცოდნია.

გზა იყო მიხვეულ-მოხვეული და თოვლიანი. ამ სიცხეში,გადახურებული თბილისიდან უცებ თოვლში მოვხვდი. თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა – მე ხომ წინა ცხოვრებაში ციმბირელი გოგო ვიყავი.შამანის გოგო.

გზაში ვთქვი,რომ ძალიან მინდოდა ადგილობრივებთან შეხვედრა. მაგრამ მეგობარმა მითხრა,რომ მოხევეებს ნამდვილად არ გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა, რადგან ძალიან მოკლე თმა მაქვს,მათ კი არ ჰყვარებიათ თავგადაპარსული ქალები. უცხოპლანეტელებივით უყურებენ.

გერგეტის სამება

სტეფანწმინდაში შევედით. მე ყოველთვის მეგონა,რომ მთაში ჩვეულებრივი ადამიანები არ ცხოვრობენ. მეგონა,რომ იქ ქუჩაში ხალხურ საკრავებზე მღერიან,მეცხვარეებივით აცვიათ და წარმართულ ლეგენდებს ყვებიან. რა თქმა უნდა,სისულელეა.ვიცოდი,რომ სისულელე იყო,მაგრამ მაინც გული დამწყდა,ჩვეულებრივ “ბირჟებზე” ჩვეულებრივი ადამიანები რომ დავინახე. არავითარი ლეგენდები.

გერგეტის სამება ძალიან მაღლაა და სუნთქვისშემკვრელია. იმიტომ არა ,რომ მაღალზეა და ჟანგბადია გაიშვიათებული,სულაც არა. ღმერთთან ახლოს გგონია თავი ასეთ სიმაღლეზე და იმიტომ.

ეკლესიაში შარვლით შესვლას არასდროს ვერიდები. არც უთავსაფრობაზე მიპყრობს ხოლმე მაინცდამაინც სირცხვილი,მხოლოდ ბევრი ხალხის მერიდება. ასეთი რაღაცეები ცოტა უმნიშვნელო მგონია. მაგრამ გერგეტში ყველაფერი სხვანაირადაა. იქ წესებს სასულიერო პირები არ ადგენენ,მთა გიწესებს ყველანაირ წესს. იქ ძალიან არ მომინდა თავდაუბურავად შესვლა.ბოლოსდაბოლოს,ღმერთი იყო ძალიან ახლოს. იქვე ვიყავით,ცასთან. მერე მე ჩემი სიტყვებით ვილოცე,როგორც ყოველთვის და ღმერთმაც ყველაფერი გაიგო.

ისევ გზა

უკანა გზაზე ბევრი ვიმღერეთ.მე მიყვარს,როცა ადამიანები ხმამაღლა, თამამად და ემოციურად მღერიან,თუნდაც უსმენოდ. სმენა და ხმა რა შუაშია. როცა ასე მღერი,ესე იგი,ბედნიერი ხარ. ჩვენც ძალიან ბედნიერები ვიყავით.

წვიმამ მოგვისწრო და სადღაც ანანურთან,ფაცხაში შევედით და იქ დავსხედით. მე მივხვდი,რომ ფაცხაშიც შეიძლება იგრძნო თავი სახლში,როცა გარეთ წვიმს,სველი ფოთლები ძალიან მწვანეა,გარშემომყოფები გიყვარს და მწვადის სუნი გცემს 🙂

ცოტა სხვანაირი ჩამოვედი. კი,მგონი ოდნავ შევიცვალეთ ყველა 🙂

Advertisements

From → personal

19 Comments
  1. Di@ permalink

    მეთქი, სად დაიკარგა?! აუ, როგორ მინდა მეც ყაზბეგში…

  2. Tamuna permalink

    არაჩვეულებრივი პოსტი!:)):* მართლა არ არსებობს, რომ იქიდან რაღაც spiritual არ გამოგყვეს:)

  3. wow უპირველეს ყოვლისა , მინდა აღვნიშნო, ესე მოკლე თმები უფრო მომწონს შენზე , ვიდრე გრძელი. [ შევადარე ამ პოსტის და ბლოგის მთავარ გვერდზე შენი სურათი : ))) ]

    ყაზბეგს რაც შეეხება, ბეზ კომენტარა :დ უმშვენიერესი 2 კვირა გავატარე პახოდში ჭიუხებში და ემოცია დღემდე მომყვება …

    პ.ს. ისე, ალპური ნაყინი თუ არ უჭამია, არავინ თქვას ყაზბეგში ვიყავი და “მთა ვიგემეო” : )))

    • დიდი მადლობა 🙂

      ალპურ ნაყინში თოვლს გულისხმობ? ჭამით არა,მაგრამ კეფაში კი მომხვდა უზარმაზარი გუნდა 🙂

      • არააა, ალპური ნაყინი მხოლოდ თოვლი არაა, მაგრამ თოვლით კეთდება. :დ

        იქნებ, ოდესმე ერთადაც მოვხვდეთ იქ და უგემრიელესია, გაგემებ.

        მართლა უნდა ჭამო კი არ უნდა იგუნდაო, ოღონდ საიდუმლო ინგრედიენტებში აზავებენ :პ

        მაგის ჭამის მეტს არაფერს ვაკეთებდი პახოდში

      • იმედია,მომიწევს გასინჯვა 🙂

  4. ეს ყველაფერი მოსმენილი მქონდა პირველი პირისგან, მაგრამ აგერ უკვე მესამედ ვკითხულობ პოსტს და კიდევ მინდა წაკითხვა, იმდენად “იქ” ვგრძნობ მეც თავს კითხვის დროს 🙂 :*

  5. andria permalink

    კაი ნაამბობია

  6. lex tempus permalink

    ყაზბეგი, ჩემი უსაყვარლესი ყაზბეგი…
    რა კარგი მოგონებები მაქვს…

  7. andria permalink

    როდესაც პირველად ავედი მე გერგეთზე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელ საქართველოს გადმოვყურებდი და ღრუბლები რომ არ ყოფილიყო, შავ ზღავსაც დავინახავდი

    • მე კიდევ რომ გადმოვიხედე,სრული უწონადობის შეგრძნება მქონდა

  8. salome permalink

    ulamazesia,mec zafxulshi viyavi da gemrielad vigundave iq,uzarmazar mecxvares movefere da tan mcioda da tan mcxeloda 🙂 🙂 shengan gansxvavebit me shemxvda iq moxuci qali,romelsac zustad iseve moxatulad eketa winsafari,rogorc me koncertebze macvia xolme 🙂 mec specialurad mivedi da vkitxe ragac, arc maxsovs, ubralod laparakis mosmena mindoda misi da iseti “dialeqtit” mipasuxa ucbad mzevinarad viqeci 🙂 kaargad momiwia dayuradeba, rom gamerkvia ras ambobda, jer erti imitom, rom gansxvavebulad saubrobda, meore kidev moxuci iyo da kbilebs.. ufro sworad ukbilobas uchioda 🙂 mere birjac shegvxvda, chveulebrivi axalgazrda bichebit daxundzluli, saxe ——– .. ai tani..arachveulebrivi hqonda yvelas!ukan wamosvlisas iseti nisli chamowva gzas vegar varchevdit, chven fexit gamogvishves yoveli shemtxvevistvis…ai es iyo rac iyo 🙂 simger-simgerashi verc sheamchniet rogor dagvisvelda tma 🙂 nu mokled.. dzalian bevri shemidzlia vilakalakalakalako 😀 yazbegi martla saocaria!!!!!!! :*

    • სალო,რა ბედნიერი ვიქნებოდი,მეც რომ შემხვედროდა ეგეთი ქალი 🙂 სამწუხაროდ,არ შემხვდა.

  9. ვაიჰ, რა კარგია. მეც მინდა წასვლა მანდ :ს. მეგობარი დამპირდა წაგიყვანო. არ შეასრულებს პირობას და მოვკლავ 🙂

  10. nana permalink

    გადასარევი პოსტია! არა იმიტომ, რომ ვიღაცას ყაზბეგში წასვლა მოანდომა ან ვინც უკვე ნამყოფია გაახსენა… არამედ იმიტომ, რომ როგორც კი ამ პოსტის კითხვას იწყებ, სუნთქვა გეკვრება ,ჰაერში იწყებ ლივლივს და გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ.
    მადლობა მარი!!!!!!!!!!!!!

  11. daduna permalink

    nice 🙂

  12. მე ერთ გვიან შემოდგომას ვიყავი, ნისლში ავედით, მარტო გერგეტი ჩანდა და შორს მყინვარის წვერი. მართლა საოცარი შეგრძნება იყო.
    და, როგორ მენიშნა ის, რომ იქ ადამიანები არ გიდგენენ წესებს, გარეთ ეწყო დიდი , კოჭსქვემოთ შემოსახვევები და ბუნებრივად გიჩნდებოდა სურვილი, აგეღო, ჩაგეცვა და ისე შესულიყავი. არავინ გაიძულებდა და სურვილი თავისით მოდიოდა პატივისცემის გამო.

  13. dato permalink

    xval mivdivar yazbegshi da erti atad gaizarda chemshi wasvlis survili

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: