Skip to content

ინტიმური დღიური

ივნისი 7, 2010

ჩემი არა,ნაგიკოსი. ნაგიკო იაპონელი გოგოა,ლამაზი,შავთმიანი,უმკერდო . ეს ლამაზი ნაგიკო ინტიმურ დღიურებს საკუთარი საყვარლების სხეულებზე წერს.

ნაგიკოს ინტიმური დღიურები,სიზმრები და ლოცვები პიტერ გრინუეიმ გადაიღო ფილმად Pillow book. პიტერ გრინუეიმ კიდევ ბევრი რამ გადაიღო,( “მზარეული,ქურდი,მისი ცოლი და ცოლის საყვარელი”, “ღამის გუშაგი “, “რვანახევარი ქალი”,”მაკონას ჩვილი.”) მაგრამ ინტიმური დღიური მისი ყველაზე სიზმრებიანი ფილმია.

მე მიყვარს იაპონური იეროგლიფები. მიყვარს იაპონური კულტურა,თავისი სიმშვიდით,ჩაის სმის რიტუალებით,დეკორატიული ხელოვნებით. მიყვარს იაპონელი ქალები,სუფთა კანით და მინიატურული კიდურებით. კიდევ მიყვარს ფილმები,სადაც ბევრი შიშველი სხეული,მაგრამ ცოტა სექსია. მიყვარს,როცა ეს ცოტა სექსი ბევრის გამოხატვის საშუალებაა. მიყვარს,როცა ფილმში ნახევრად სიზმარში დაბოდიალობ . აქ ეს ყველაფერია და კიდევ მეტიც. აქ ნაგიკოს ინტიმურ დღიურებს ვკითხულობთ,პირდაპირ მისი მამაკაცების სხეულებიდან.

რა მოხდება, ერთმანეთს “მამაო ჩვენო” შიშველ სხეულებზე რომ დავაწეროთ? რა მოხდება,დღიური ბლოკნოტში ან ბლოგებზე კი არა,ერთმანეთის კანებზე ვწეროთ? მერე ჩამოვირეცხოთ და ისევ თავიდან ვწეროთ,მერე ისევ ჩამოვირეცხოთ და ისევ დავწეროთ… თანაც იაპონურად.

შებოდიალდით,შედით იაპონელი გოგოს იეროგლიფებიან სიზმრებში. წაიკითხეთ მისი დღიურები. უზრდელობაა,მაგრამ თვითონ არ რცხვენია და არც თქვენ შეგრცხვეთ. თუ დღიურების წაკითხვა არ გინდათ,შიშველ იუენ მაკგრეგორს მაინც უყურებთ 🙂 (ბონუსი გრინუეის არამოყვარული,მაგრამ მაკგრეგორის მოყვარული გოგოებისთვის.)

მუსიკაც ძალიან მისტიკურია. Patti Guesch – ფრანგულად იდუმალი,ინგლისურად არჩეული,იაპონურად მშვიდი.

Advertisements
4 Comments
  1. salome permalink

    ara..mamao chveno ara….

  2. Tamuna permalink

    აუ აუუუუ!!! უსაშინლესად, უსასტიკესად მომინდა ნახვა:)))

  3. მეც მიყვარს იაპონური კინო, ჩემი კუროსავა და იასუძირო ოძუ 🙂 ჰო, ეხლა რატომ გაწუხებთ. ბლოგთამაში რომ არის, – „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ“,- მანდ მოგნიშნე და შენც მოგიწევს დაწერო :პ.
    პ.ს. პირწიგნაკზე დამამატე.

    • დიდი მადლობა დათაგვისთვის,ძალიან გამახარე 🙂 მაგრამ უკვე დავწერე ეგ პოსტი,ადრე მომნიშნეს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: