Skip to content

ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს?

ივნისი 11, 2010

არ ვიცი,თქვენთვის ნაცნობია თუ არა სეზონის მიხედვით ხასიათის ცვლილებები,აი,მე კი ნამდვილად სხვადასხვანაირი ვარ ზამთარში და ზაფხულში. ზამთარს ვაღმერთებ,ზაფხულზე მეტადაც კი მიყვარს,მაგრამ ამ დროს არ მინდება არანაირი სიახლე და თავგადასავალი. სრული ბედნიერებისთვის ბევრი ფერადი ბერეტი,კარგად გამთბარი ოთახი,ცხელი ჩაი და თოვლიც მყოფნის. მაგრამ მოდის ზაფხული და მეწყება მოუსვენრობა 🙂 სულ რაღაც სიახლე მინდა,გარეგნობაში,გარდერობში,ცხოვრებაში. ვეძებ ფერებს, ახალ გატაცებებს…

მოკლედ,ზაფხულია,ცვლილებების დრო. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე,ვიტრიალე სარკის წინ და გადავწყვიტე,თმა გამეღიავებინა. Blonde,ლამაზად ჟღერს 🙂

ჩემი მეგობარი,შესანიშნავი,ძალიან საინტერესო გოგო,ამტკიცებს,რომ როცა თმას ქერად იღებავს,ხასიათი რადიკალურად ეცვლება. მე მესმის მისი. ქერა თმა,ეს რაღაც ისეთია – ფლირტი,ცოტა სიმსუბუქე,ფლირტი,ცოტა სიხალისე,ფლირტი,ცოტა ქარაფშუტობა, Happy birthday to President და ასე შემდეგ 🙂 და მეც ვიფიქრე,მარი,რატომაც არა,შენ ეს დაიმსახურე .

და გადამწყვეტ მომენტში მივხვდი – არააა,არ დადგება ჩემგან ქერა გოგო,არასდროს. მთელი ცხოვრბა,რაც თავი მახსოვს,მერილინ მონრო მძულს. მაღიზიანებს მისი ხმის ტემბრი,სიარულის მანერა,გამოხედვა,მისი ქერათმიანობა. სამაგიეროდ ჩემი ჯეკი,ჩემი სიყვარული.

როცა ვფიქრობ,რომელია ჩემთვის საძულველი კინოგმირი,არავინ მახსენდება,ელ ვუდსის გარდა. ეს ის ქერაა, “ქერათმიანი ადვოკატიდან”, ვარდისფერ-გულიკ-ბუმბულ-გოგო. და მერე როცა ვფიქრობ,ასე ძალიან რატომ მეზიზღება ეს ტუტრუცანა,ვასკვნი,რომ მიზეზი მისი სტერეოტიპული,ზედმეტად ქერა “ობრაზია”…

სელმა ბლერი მირჩევნია,კი,ნამდვილად.

მთავარი დასკვნა : მუქი თმა მხოლოდ თმის მუქი შეფერილობა არ არის. ეს მთელი სტილია,შარმი… ცხოვრების კონცეფცია,ასე ვთქვათ. ქერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,ძალიანაც მომწონს ზოგიერთი ქერა გოგო. თანაც,ხომ იცით,ჰოვარდ ჰოუკსის დასკვნა: ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს ! დიახ,დიახ,ნამდვილი ჯენტლმენები ქერათმიან ქალბატონებთან ატარებენ ცხოვრებას. მაგრამ მოითმინეთ,შავგვრემანო გოგოებო. ეს რომელი ჯენტლმენები? შემთხვევით,ისინი ხომ არა,მთელ დღეებს დოღზე,ან გოლფის თამაშში,ან ვისკის წრუპვაში რომ ატარებენ,საღამოებს კიდევ ბრიჯის თამაშში? ეს ის მოწესრიგებული,გალანტური ჯენტლმენები,მხოლოდ კვირის დადგენილ დღეებში რომ გაღირსებენ პურიტანულ სექსს,ისიც მისიონერულ პოზაში? არა,გმადლობთ. ჩვენ,შავგვრემან გოგოებს მეტი გვინდა,ვიდრე მხოლოდ ჯენტლმენები. ჩვენ დოღის ცქერა კი არა,დოღში მონაწილეობა გვინდა !

ალმოდოვარის ქალები მახინჯები,მაგრამ შავგვრემნები არიან.

ტანგო მხოლოდ შავგვრემან ქალებს უხდებათ,ფლამენკოც. შავგვრემანი გოგოების სიმღერები ასეთია :

მე პედრო მიყვარს. არ გამოვა ჩემგან კარგი ქერა. არასდროს.

Advertisements

From → personal

29 Comments
  1. Tamuna permalink

    vaimeeee, guli gamixetke ra!!! sanam me-4 abzacamde mividodi:))))))

  2. Tamuna permalink

    unda genaxa, ra saxit vkitxulobdi!!!:D:D ra sazizgari xar, gmerto chemo!!!!:)))))))

  3. tavadi permalink

    საღოლ მარი 🙂

  4. Di@ permalink

    გენაცვალეეეე! აი, რატომ მიყვარს ეს გოგო! 🙂

  5. natia permalink

    mari marto tamuna ar anerviulda 😀 tan gulshi vpikrobdi ase uceb rodis gadackvita tmis kerad shegebvatko:D me piradad dzalian mesiamovna sheni posti, martali xar, shavgvremenbs sul sxva eshxi akvt 🙂

  6. გამოდის რომ ჯენტლმენი არ ვყოფილვარ. 🙂

  7. ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს,
    ქერები კი ირჩევენ ბრილიანტებს.

    • ეს მომეწონა 🙂 მაგრამ ბრილიანტებზე ბევრი შავგვრემანიც არ ამბობს უარს :დ

      • ჰო მაგრამ სტატისტიკის თანახმად ბრილიანტების 57% ქერებს ერგებათ და დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენზე.

  8. ისე, მონრო ქერა არ ყოფილა.
    არც BB. ორივე მამაკაცებმა გადაღებეს 🙂

  9. გეთანხმები
    დაე აირჩიონ ჯენტლმენებმა ქერები, ჩვენ თავგადასავლები ვეძებოთ

  10. რას ერჩით მერლინ მონროს 😦

    მე წითურები მიყვარს კიდო,

    გადაიღებე წითლად თმები :დ :დ :დ

    ვერ მოიხდენ? : )

    • უუფ,წითურებზე ვგიჟდები,მაგრამ არა მგონია,მე მომიხდეს :))

  11. sevdiani permalink

    მე ისიც გამიგია კაცები დროს ქერებთან ატარებენ მაგრამ ცოლად შავგვრემნები მოჰყავთო. აი ჯელტმენებს რაც შეეხება ჯერ ჯელტმენი მანახეთ და მერე ქერობაზეც ვიფიქრებ 😀

  12. უფ..აესე რა.. 🙂

    ქერები არა ის,ეხლა ვისაც ბუნებრივი ქერა აქვს ის უდაოდ ლამაზია,მაგრამ გადაღებილი თმა.ფუ,ფუ.. 😐

  13. momewona posti…..bavshobashi dzalian gia peris tma mqonda,yviteli 😀 axla muqi maqvs,magram rom momkla exla tmas qerad ar shevigebav…muqi wablisperi maqvs da gia peris tvalebze upro uxdeba vidre qera tma…bunebrivard kidev momwons magram es gadagebilebi ara,tan zogierts sashinlad ar uxdeba, muqtmianebi upro momwons bichic da gogoc 🙂

  14. არც მე მიყვარს ქერები. მაგრამ, ზოგიერთი ცოტა მოსულელო გოგო საყვარელია. ჟან პიერ ჟენეს „ამელი“ მაგალითად. ჩერჩეტი შავთმიანი, მაგრამ ჩასახუტებელი 🙂

    • ამელი? ამელი სულელი არაა,თავისებურია 🙂 მე ჩერჩეტებს და სულელებს სხვა კატეგორიას ვეძახი

  15. ქერა ჩემთვის ვარდისფერთან ასოცირდება, ქერათმიანი ადვოკატიც… რაღაც სულელური, ფუშფუშა და ბანალურია მეტი არაფერი.

    + 1 შენ 🙂 არ დადგება არც ჩემგან ქერა ქალბატონი…
    არც მინდა რომ დადგეს…

  16. კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი ამ ბლოგზე;) პირველად ვნახე, სპ რო დამიპოსტე;)
    პედროს ქალები! კარმენ მაურა ძალიან მაგარია. მე ცოტა მოწითალო თმიანები მომწონს აი ჯული დელფისნაირები ბოლო დროს;)

  17. მაარ, მე ხო სხვანაირი ქერა ვაარ? :S :))) არის ჩემში რაღაც შავგრემნისებურიი :)))

  18. Tamuna permalink

    kii, shen sul sxvanairi kera xar:)))):*

  19. pikolina permalink

    tanac qerebs sastikad ar uxdebat tango…. 😀

  20. მომეწონე ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: