თოვლიანი რეინკარნაცია
რეინკარნაციის გჯერათ?
მე არ ვიცი. ხან მჯერა,ხან არა. სულზე და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე განწყობის მიხედვით მეცვლება აზრები. ზოგჯერ,როცა მიწაზე ვწევარ და ხეებს ქვემოდან ზემოთ ვუყურებ,ვფიქრობ ხოლმე,რომ სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი,თუ მომავალ ცხოვრებაში ხედ გადავიქცევი.
სინამდვილეში,რეინკარნაციაზე სულაც არ მინდოდა დაწერა. სინამდვილეში,იმ ადგილზე დავიწყე წერა,სადაც ყველაზე მეტად მინდა მოხვედრა. რა სასაცილოა, ვერ გეტყვით,რეინკარნაციის მჯერა თუ არა,მაგრამ ზუსტად გეტყვით,ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში- ციმბირელი გოგო ვიყავი. მამაჩემი შამანი იყო .ცოტ-ცოტას ვჯადოქრობდი,აბა ისე როგორ. უცნაურ სიმღერებს ვმღეროდი ,ძაღლების ენა მესმოდა და ძალიან ახალგაზრდა მოვკვდი.
რა თქმა უნდა,სინამდვილეში ეს სულაც არ ყოფილა ასე და ეს ისტორია მე გამოვიგონე. გამოვიგონე ,დავიჯერე და ხშირად ვყვები ხოლმე. ასე ვხსნი ჩემს ოცნებას – ოდესმე,ერთხელ მაინც,ფეხი დავადგა ციმბირის მიწაზე. აბა,სხვა რა ახსნა მოვძებნო,როცა სიტყვა ციმბირის გაგონებაზეც კი ისე მაჟრიალებს,თითქოს გადახვეწილი ემიგრანტი ვარ და ვიღაცა ქუჩაში ჩემ მშობლიურ ენაზე გამომელაპარაკა. სხვა რას დავაბრალო,რომ ჩემი ყველა წელი არის ლოდინი თოვლიდან თოვლამდე.
ოდესმე მოგისმენიათ ციმბირელი შამანების სიმღერები? მე დოკუმენტურ ფილმში მოვუსმინე. ამას სიმღერას მხოლოდ მაშინ დაარქმევ,თუ ისეთ უსაშველოდ თოვლიან ადგილას დაიბადები,როგორიც ციმბირია. თოვლი ხრაჭუნობს მათ გაუგებარ სიმღერებში.
მე ხშირად მეუბნებიან,რომ ციმბირში მოგზაურობა არ ღირს,იმიტომ,რომ ეს არის ყველაზე ბანძი,ჩამორჩენილი და პროვინციული ადგილი. ეს თვითონაც ვნახე,გასულ ზაფხულს თურქეთში ბლომად იყვნენ ციმბირელი დამსვენებლები. მე არ ვიცი,ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მე სადაც მივდივარ,იქ სულ შამანები ცხოვრობენ,გაუგებარი ბგერებით მღერიან,ძალიან უცნაურ ლეგენდებს ჰყვებიან და თუ მოუნდათ,თოვლის გუნდად გადაგაქცევენ. მე სადაც მივდივარ,იქ მარხილებში ცისფერთვალება ძაღლები ჰყავთ შებმული. მე სადაც მივდივარ,იქ მეტეორები ცვივა ხოლმე,რომელსაც ხანდახან მარსელები მოჰყვებიან და მიდი და გაიგე ეხლა,ამდენ შამანში რომელია ადგილობრივი ციმბირელი და რომელი მარსელი.
ნაძვის ტოტებზე მიყინული თოვლი- ჩემი ყველაზე ხშირად განმეორებადი სიზმარი.
aw.. cimbiri?:)) rogori sulit cimbireli yopilxar:)))) mgoni, martla mand cxovrobdi.me davijere:))))
მაგას ჯობია ალასკაზე წახვიდე, ყველაფერი იგივე, ოღონდ ”ჩამორჩენილი” ხალხის გარეშე 🙂
არა,ალასკაზე შამანები არ ცხოვრობენ,მთავარი,რაც მანდ მიზიდავს,შამანებია 🙂 ხო,იქ არც მეტეორები ცვივა 🙂
ამას ქვია მარის wild flow of fantasy:))))
რა იცი რომ არ ცხოვრობენ? 🙂 http://trinixy.ru/33611-shamany_aljaski_11_foto.html
უი,კი,მანდაც ყოფილან,ბლომად 🙂 რა ვიცი,რა გითხრა აბა . იმედია,ისეთი გრანდიოზული მეტეორიტი მაინც არ ჩამოვარდნილა,ტუნგუსკში როგორიც ჩამოვარდა 🙂
რადგან შამანებს ვეღარ მოვიმიზეზებ,კარგი,წავალ ალასკაზეც 🙂 მაგრამ რა ვქნა,თუ ციმბირი მიზიდავს? :))))
http://myfhology.narod.ru/magiks/shaman.html
ДРЕВНЯЯ ЧУКОТКА И АЛЯСКА
http://community.livejournal.com/alaska_rak/2515.html
მადლობა ლინკებისთვის 🙂
no problem 🙂 ესე იგი ქვეცნობიერად სხვა მიზეზი გაქვს ციმბირში წასვლისთვის 🙂
მარი, მე მგონი დროა წიგნების წერას მიჰყო ხელი.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ვერ გაექცევი მაგ საქმეს
თუნდაც სხვათაშორის ნახსენები ციმბირელი გოგოს ამბავი -თითქმის მინიატურული რომანია უკვე.
P.S. ძალიან, ძალიან , ძალიან მომეწონა ეს პოსტი!!!!!!!!!
ნანა,ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი,ოდესმე იქნებ დავწერო კიდეც წიგნი 🙂
რეინკარნაციის კიარადა რისი აღარ მჯერა! მე პერიოდები მაქვს ხოლმე, ძირითადად ისლანდიელი ვარ, შიგადაშიგ აღმოვაჩენ რომ ეგვიპტელი ან მორმონი ან მაიას ტომის წევრი ვარ. მაგრამ ისლანდია რომ ჩემია, მაგაში ეჭვი არც მეპარება…
ისლანდია მეც ძალიან მიყვარს,თოვლის და მუსიკის გამო. ჩემი ფავორიტი ჯგუფები და შემსრულებლები თითქმის სულ ისლანდიელები არიან. ისე,შენც გყვარებია თოვლი,ჩემი არ იყოს 🙂 შენ ალბათ ესკიმოსი იქნებოდი ადრე 🙂
უი შეიძლება ;)) არჩევანი რომ მქონდეს გაყინვასა და დასიცხვას შორის გაყინვას ავირჩევ! უი კიდე იაპონელიც რომ ვარ? იაპონია სულ სხვა ამბავია რა…
იაპონია მშვიდი და რიტუალური ამბავია 🙂 იაპონურ კულტურაზე ვგიჟდები,ლიტერატურაზე განსაკუთრებით,მაგრამ ამ კულტურის მიმართ კუთვნილებას ვერ ვგრძნობ.
მარ, მეც მინდა ციმბირში შენთან ერთად 🙂 ამ პოსტს რომ ვკითხლობდი იმდენად დიდი უთქმელი სითბო და გიჟური მაგია ვიგრძენი საშინლად მომშივდა ციმბირის თოვლი 🙂 წამო მარ, გაყინული ჰაერი ვისუნუნთქოთ, ცოტა ჯადოქრობა გამოვსტყუოთ შამანებს, მარხილებლით ვისეირნოთ უკაცრიელ უდაბნოებში! წამო რა ციმბირში :))) :* :*
P.S. ჰოო და წიგნის იდეა მომწონს კიდე 🙂 შენ უნდა წერო მარ, სულ უნდა წეროოო 🙂 :*
mec minda maris dacerili cigni:)):*
ვაღიარებ, რომ პოსტი არ წამიკითხავს, მერე დავუბრუნდები: მაგრამ რეინკარნაციაზე გამახსენდა: ერთადერთია, რაც ჩემს გუნდს უშველის ამ ჩემპიონატზე… ეჰჰ… 🙂
ჩემსასაც პრინციპში 🙂
მასწავლებელი მყავდა რუსი, იხსენებდა ხოლმე როგორი შეგრძნებაა, როცა დილით მარტო მიდიხარ დათოვლილ არყნარში, სიჩუმეა და მარტო თოვლი ჭრიალებს… ციმბირში ქონდა რამდენიმე წელი გატარებული ბავშბოვის. ამტკიცებდა ისეთი ლამაზი და სავსე არასდროს ყოფილა ცხოვრება როგორც იქ და ყველაზე დიდი ბედნიერება მაშინ დამრჩა უკან, მამამ რომ ბებიას სახლიდან წამომიყვანაო. ახლაც მახსოვს როგორ ვიხედებოდი მარხილიდან თვალცრემლიანი უკან, მაგრამ ისე თოვდა აღარაფერი ჩანდა სახლებიდან ამომავალი კვამლის გარდაო.
თოვლის ხსენებაზე თვალები უწყლიანდებოდა ხოლმე 😀 დიდი ემოციური ქალი კი იყო.
მე რატო მახსოვს მისი განცდები და მონაყოლი ასე მკაფიოდ არ ვიცი….
ამ კომენტარმა საერთოდ შემძრა ეხლა და ბოლო მომიღო 🙂 იმიტომ,რომ ჩემთვის ნაცნობია ასეთი განცდები. მეც ასე ვიცი მიჯაჭვა ადგილებზე , მითუმეტეს,თოვლიან ადგილებზე 🙂 ოხ,რა სიამოვნებით გავიცნობდი შენს მასწავლებელს
აუ,რა მაგარია.. რადენჯერ მიფიქრია იცი წინა ცხოვრებაზე.. 🙂 ხოდა მე ვფიქრობ,რომ წინა ცხოვრებაში ბოშა ვიყავი,ბანაკს დავყვებოდი და საღამოობით მათთან ერთად ყოველთვის ვცეკვავდი რადგან ვგიჟდები ხეკვაზე.. ხოდა რა კარგი იქნებოდა ასეთი ცხოვრება 😦 🙂
კი,მართლა მაგარი იქნებოდა,ჟღრიალა საყურეები,დაირები,კოცონი და ხმაჩახლეჩილი სიმღერები 🙂 ნეტა თუ მართლა ასეთები არიან,ჩემი ციმბირელების არ იყოს 🙂
ისე დაწერე მეც მომინდა იქ :ს