შაბათ-კვირა. დავიწყებული და გახსენებული ბედნიერებები
ამ კვირაში უკვე აუტანელი რომ გახდა მეცადინეობა,ინტერნეტი,ვერაფრის კეთება,ურბანული აურზაური და ბეტონის ნაგებობებში გამოკეტილი სიცხე,გამახსენდა,რომ მაქვს სოფელი.სოფელი,სადაც სრულიად შესაძლებელია,ბედნიერი იყო. აი ასე,მარტივად,კონკრეტული მიზეზის გარეშე.
ჰოდა ვიფიქრე,რა კარგია,რომ ხანდახან შემიძლია,ფეხებზე დავიკიდო ჩემი ქალაქური მოვალეობები და მოლოდინები და გავიქცე. რა კარგია,რომ გასაქცევი არსებობს. ავდექი და გავიქეცი.
დავიწყებული მქონდა და გამახსენდა,როგორია:
1) ჭის წყლის გემო ;
2) ხიდან ჩამოჭმული ბლის გემო;
3) საწოლში ბებიას მოტანილი საუზმის გემო;
4) ერთად შეკრებილი ბევრი ნათესავის ხმამაღალი სიცილის ხმა;
5) ყველა რომ გეფერება;
6) რომ გეძინება და არ იძინებ,იმიტომ,რომ საინტერესო ამბებს ყვებიან და არ გინდა,რამე გამოგრჩეს;
7) გრილი საღამოები აივანზე,მზესუმზირას კნატუნით და ცხელი ჩაით;
8 ) არაფერზე რომ არ ფიქრობ , მუსიკას უსმენ და ძველისძველ,საშინლად მტვრიან, ბავშვობაში ათასჯერ წაკითხულ წიგნებს კითხულობ.
მთელი რვა გახსენებული ბედნიერება დავთვალე ! დიდხანს უნდა მეყოს,თითო დღეს თითოს გავიხსენებ,მერე თავიდან დავატრიალებ და მერე კიდევ ერთხელ ჩავალ 🙂
აღმოჩენა: “გველის პერანგი” საშუალო წიგნი ყოფილა ( ძალიან მაგარი მახსოვდა) , “დონ კიხოტი” კი კარგი ( საშინელი მახსოვდა) 🙂
ჩემი ამ შაბათ – კვირის საუნდტრეკი
მიხარიაა ასეთი ბედნიერი რომ ხარ 🙂 მე როდის უნდა წამიყვანო??? :)) :* :* და ეს სიმღერა მიყვარს, შენი საუნდტრეკი, შენნაირია, არადედამიწისებური და ტკბილი დაა თბილი 🙂 :* :*
მააარ, როგორ მომანდომე, მეც მინდა ჩასვლა და თითქმის ყველა ბედნიერება დაემთხვა 🙂
ალბათ იმიტომ,რომ საერთო სოფელი გვაქვს :)))))
მმმმ
მეც დამაბრუნა წარსულ შეგრძნებებში ამ პოსტმა :))
magari xar marii