5 რამ,რაც ყველაზე მეტად მიყვარს
ამ ტეგთამაშში დიდი ხნის წინ დამთაგეს დიანიკომ და მწვანე ვაშლმა ,მაგრამ გამოცდების გამო ვერაფრით მოვაბი თავი პოსტის დაწერას.ამიტომ ახლა ჩამოვწერ იმ 5 რაღაცას,რაც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში.
1) სახლში მარტო ყოფნას ვერ ვიტან. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ის მომენტი,სახლში როდესაც მარტო ვარ და ოჯახის წევრები ერთმანეთის მიყოლებით მოდიან. დედა და მამა თითქმის ყოველთვის ერთად ბრუნდებიან. ” მარი,სახლში ვართ “, ამას დედაჩემი ყვირის შემოსვლისთანავე. იცის,მარტო ყოფნას როგორ ვერ ვიტან. თითქოს არ მესმოდეს,რომ დაბრუნდნენ 🙂 მერე ჩემი დაც მოდის და უკვე ისეთი ხმაურია,მე რომ მიყვარს 🙂
2) მეგობრებთან ერთად სადმე რომ უნდა გავემგზავრო,ამ გამგზავრების წინა საღამო. ტანსაცმლის გადმოყრა,თავახდილი ჩემოდნები,ტელეფონით კონსულტაციები ერთდროულად მინიმუმ სამ გოგოსთან,ბარგის ჩალაგების გარდა ყველაფრის კეთება და მერე უძილო ღამე. არასდროს მძინავს გამგზავრების წინა ღამეს,რაღაც შინაგანი ღელვა არ მაძინებს ხოლმე და ამ დროს ზუსტად ვიცი,რომ ქალაქის სხვადასხვა წერტილში მინიმუმ სამი გოგოც ჩემსავით უძილო ღამეს ატარებს 🙂
3) გავბანალურდები და ვიტყვი,რომ მხატვრული ლიტერატურა და კინემატოგრაფია ისაა,რის გარეშეც ,უბრალოდ,ვერ წარმომიდგენია,როგორ უნდა ვიცოცხლო და რა უნდა ვაკეთო. საერთოდ,ისეთი ტიპი ვარ,რომ ათასი გატაცება მიჩნდება და მერე გამივლის ხოლმე. ეს ორი მარადიულია. გატაცებასაც ვერ დავარქმევ,ცხოვრების წესად მექცა და მორჩა. და ყველაზე მეტად მიყვარს მომენტი,როცა დიდი ხნის წაუკითხავი,მაგრამ საყვარელი წიგნი მომხვდება თვალში , ჩამოვიღებ და თავიდან ვიწყებ კითხვას. და კიდევ კომპიუტერის დალაგებისას უსაყვარლეს ფილმს რომ წავაწყდები და ლაგებას თავს ვანებებ და თავიდან ვუყურებ 🙂 მიყვარს კინოს სახლში ფილმის ნახვა თამუნასთან ერთად,მერე ემოციებისგან დამუნჯება და სახლამდე ასე დამუნჯებულად სიარული,მხოლოდ პერიოდული “ეს რა იყო “.
4) შოპინგი. საერთოდ,ჩაცმას მარტივად არ ვუყურებ. ეს ჩემთვის ცოტა ფილოსოფიური საკითხია 🙂 შოპინგიც არაა ჩემთვის უბრალოდ შოპინგი და ჭინჭების მოხვეტა. ესაა სტილის,ფერების,მიმართულებების ძებნა,არევა,შეხამება. ესაა ახალი შეგრძნებები,მრავალფეროვნება,დანახვა,გაცნობა,შეყვარება,ოღონდ ტანსაცმლის და აქსესუარების. ჩემთვის ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვძლებ ახალი და მძაფრი შეგრძნებების გარეშე. ამ ყველაფერს ხან ურთიერთობებიდან ვიღებ,ხან წიგნებიდან,ხან ფილმებიდან,ხან კი ტანსაცმლიდან. ჩემი ტანსაცმელი ჩემზე თითქმის ყველაფერს ყვება და ბევრ რამე გამოხატავს. მე რომ ვდგები,უბრალოდ არ ვიცვამ და არ გავდივარ,მე რაღაც ამბავს ვყვები 🙂
5) კოკა-კოლა. ყველაფრის გარეშე გავძლებ,არ შევჭამ,მაგრამ წამართვი კოკა-კოლა და ჩათვალე,რომ სიცოცხლის წყარო მომისპე 🙂 ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა. ვიცი,ეს სითხე მწამლავს,მკლავს და ბოლოს მიღებს,მაგრამ ძალიან ვარ შეჩვეული. თან თუ ბედნიერებას მანიჭებს,რატომაც არა . რა მნიშვნელობა აქვს, ათი წლით მეტს ვიცხოვრებ თუ ნაკლებს 🙂
ვთაგავ Mylpi -ს,ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისმოყვარულ ადამიანს ჩემ ნაცნობებს შორის .
მეხუთე საერთო გვაქვს 😀 😀
მესამეც 🙂
“ზუსტად ვიცი,რომ ქალაქის სხვადასხვა წერტილში მინიმუმ სამი გოგოც ჩემსავით უძილო ღამეს ატარებს” _ ეს კაი იყო :))) ხოო, ეგრეა :*
ჩემთან ერთად:))))))))
საერთოდ, რომ დავფიქრდე, გამგზავრების წინა პროცესი ჩემოდნის ჩალაგებით და მთელი ამბებით უფრო ამაღელვებელია, ვიდრე თვითონ გამგზავრება და დანიშნულების ადგილი : ))
ერთი სული მაქვს მზადებას როდის დავიწყებ)
მეც 🙂 სადმე მინდა საჩქაროდ წახეტიალება
mexute ukve mavne chveva ki ara chemi cxovrebis azri gaxda… xalxi cxorobs siyvarulistvis, carmatebistvis da ase shemdeg…. me vcovrob coca-colistvis:D shenc xo ici mari :*