შიგთავსზე გადასვლა

Summer in the city means cleavage

ივლისი 19, 2010

შუა ზაფხულია და ოდნავი წარმოდგენაც არ მაქვს,სად მივდივარ და როდის. გეგმებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჯერ თბილისური მტვერი,მოთენთილი დღეები და უძილო ღამეები მტანჯავს. მეათასედ ვკითხულობ “ჩვენც სალტკროკელები ვართ ” და დაახლოებით ვხვდები,როგორი ზაფხული მინდა მქონდეს. როგორი და ჯადოსნური 🙂 ისეთი,როგორიც სალტკროკაზეა. ყველაზე საყვარელი ადამიანებით,მოულოდნელი თავგადასავლებით,ფათერაკებით და ბევრი სიცილით.

ახლა რომ ვიხსენებ,იდეალური ზაფხულები ბავშვობის მერე აღარ მქონია. იდეალური ზაფხული ნიშნავს ტყე-ღრეში უთავბოლო ხეტიალს, ახალი ადგილების დალაშქვრას,ბალახში კოტრიალს,წვიმისთვის ენის შეშვერას,ხეებზე ძრომიალს,ორდროშობანას და წრეშიბურთს,საშიში ამბების მოყოლას,ღამე ბორიალს მიტოვებულ შენობებში,”გამარჯვებულო გამოდის”, სანაძლეოზე ღამით შესვლას სასაფლაოზე და რა ვიცი,ათას წვრილმან სასიამოვნო ამბავს,ბოლოს ერთ დიდ ბედნიერებად რომ იქცევა ხოლმე… ძალიან მომბეზრდა “დიდური” ზაფხულები,რაც ნიშნავს ყოველ საღამოს იმაზე ფიქრს,რა ჩავიცვა,გასართობად სად წავიდეთ,კარგად როგორ გავირუჯოთ. მინდა,ავიღო ერთი ზურგჩანთა,სადაც არ იდება ათასი გამოუსადეგარი ზიზილ-პიპილო,ამოვიცვა სანდლები,დიდჯიბეებიანი შორტები,რომ ბევრი რამე ჩამეტიოს და მოვიწყო ნამდვილზე ნამდვილი ზაფხული…

არ ვიცი,როდის დაიწყება ჩემი ზაფხული,დიდური იქნება თუ ნამდვილი,მაგრამ მალინ მელკერსონმა ნამდვილად სწორად ჩაწერა იმ თავის დღიურში : “საოცარია,მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის ” 🙂

ამ ზაფხულის საუნტრეკი

რაც შეეხება პოსტის სათაურს,ეს მე არ მითქვამს,რეჯინა სპეკტორმა თქვა აი,აქ

From → personal

5 Comments
  1. Tamuna permalink

    ჩემი ყველაზე, ყველაზე განსაკუთრებული ❤ (ზაფხული არა, შენ:))

  2. lex tempus permalink

    მელკერსონების ზაფხული ჩემს საოცნებო ზაფხულად რჩება დღემდე 🙂

  3. nika permalink

    “იდეალური ზაფხული ნიშნავს ტყე-ღრეში უთავბოლო ხეტიალს, ახალი ადგილების დალაშქვრას,ბალახში კოტრიალს,წვიმისთვის ენის შეშვერას,ხეებზე ძრომიალს,ორდროშობანას და წრეშიბურთს,საშიში ამბების მოყოლას,ღამე ბორიალს მიტოვებულ შენობებში,”გამარჯვებულო გამოდის”, სანაძლეოზე ღამით შესვლას სასაფლაოზე და რა ვიცი”

    მეც მენატრება ეგეთი (შენს მიერ ძალიან ზუსტად დახასიათებული მართლაც სანატრელი) ზაფხული მაგრამ მემგონი მარტო შენ კი არა არავის აღარ აქვს ეგეთი ზაფხული ბავშობის მერე.

  4. Hello!
    ახლა მივხვდი რა ძალიან მაკლია ბავშვური ზაფხულები, ტყეში უთავბოლოდ ხეტიალი, ამის პატრონმა რა ქნას და სხვა სულელური თამაშებით, ძალიან ბედნიერი ვიყავი 🙂

    სალტკროკა მაგარია, თუმცა მე უფრო ბიულერბიუზე ვოცნებობდი ხოლმე, ვარდების ომზე, მუმრიკსა და მეფუნთუშის ბაღზე : )))

    • გამარჯობა ნინა 🙂 მადლობა კომენტარისთვის 🙂

      კალე ბლუმკვისტი მეც ძალიან მიყვარს,ბიულერბიუელი ბავშვები ხომ საერთოდ,რაც მე მათი მიბაძვით თამაშები მითამაშია და განძები მითხრია,მაგრამ სალტკროკელების ზაფხული არის იდეალური ზაფხული ჩემთვის. მათი არდადეგები საოცნებოა :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: