Skip to content

ბერგმანი.გულახდილი საუბრები

აგვისტო 5, 2010

მოქმედების ადგილი – ფიორდებიანი,ცივი,მშვიდი შვედეთი. წიგნი,რომელიც ფანტაზიებისთვის სივრცეს არ გიტოვებს – რეჟისორული,ბერგმანული სიზუსტით აღწერილი გარემო,სივრცეები,დეკორაცია,განათებები. ფანტაზიებით თამაშის საშუალებას მარტო პერსონაჟების სახეები იძლევა. მაგრამ გინდა თუ არ გინდა,ანა ლივ ულმანია. ამას ვერ გაექცევი.

ანა,პასტორი იაკობი,ტუმასი და ჰენრიკი – ოთხი საკვანძო პერსონაჟი,ოთხი გულახდილი საუბარი. უკანა პლანზე – ანას დედა და მეგობარი მერტა. ანას ტუმასი უყვარს,მაგრამ ჰენრიკის ცოლია. ჰენრიკი- ეჭვიანი,ასექსუალური,პედანტი,შეზღუდული. ანას გულახდილი საუბრები პასტორ იაკობთან,უფრო სწორად,ძია იაკობთან, ჰენრიკთან,დედასთან,მერტასთან. ბერგმანის დიალოგები,მონოლოგები,გაუთავებელი კომუნიკაცია და მაინც წარმოუდგენელი გაუცხოება და პათოლოგიური დამოკიდებულება პერსონაჟებს შორის. ზუსტად ისე,როგორც მის ფილმებში. პერსონაჟი მამაკაცებიდან სამივე სასულიერო პირია. ამიტომ,ყველა გულახდილი საუბრის უკან ღმერთის აჩრდილი იგრძნობა – ლმობიერი,მაგრამ ფხიზელი.

ეპილოგ-პროლოგი – ანა,17 წლის. კონფირმაციისწინა,გულახდილი საუბარი ძია იაკობთან. და 7 ხიდი ქალაქ უფსალაში. ზუსტად ისე,როგორც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა.

Advertisements
5 Comments
  1. Chineluka permalink

    Uf, uf, vgijdebi am wignze… me rom miyvars iseti emociuri da amaforiaqebelia 🙂

  2. lobzhanidze permalink

    ეს წიგნი ქართულადაა ნათარგმნი? და მაინც ბერგმანი ალბათ მაინც უნდა უყურო ვიდრე იკითხო, კინო ხომ ლიტერატურა არაა 🙂

  3. კი,არის ნათარგმნი 🙂 მართალი ხარ, კინო არაა ლიტერატურა,მაგრამ რა არის ცუდი იმაში,რომ ვიკითხოთ კიდეც ბერგმანი:)

  4. ეს წიგნი წავიკითხე და მომეწონა. კარგად არის ახსნილი ურთიერთობები, როცა ჩიხში ხარ. ადამიანური ტანჯვა და იმის შეგრძნება, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ერთი ფრაზა მომეწონა განსაკუთრებით ,,ყოველთვის ვერ იტყვი ,,მიყვარხარ”, მაგრამ ამ სიყვარულისთვის შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო”

  5. ადრე დავიწყე კითხვა, მაგრამ ბოლომდე არ წამიკითხავს. მივუბრუნდები ალბათ ახლო მომავალში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: