მშვიდი,სოფლური ამბები
სოფელში დეტალებისთვის მეტი დროა. ის დეტალები,რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ქალაქში შეუმჩნეველია,აქ ერთ ძირითად ამბად იქცევა ხოლმე. ანამ მითხრა,რომ რაჭაში ყოფნა მის გონებას თავისთავად ასუფთავებს,არაფერზე ფიქრობს და პრობლემები თავისით იჭრება. ეს მდგომარეობა ალბათ ყველა სოფელში დიდხანს ყოფნას ახასიათებს. მეც ზუსტად ასე ვარ. არ ვიხსენებ არცერთ პრობლემას,არ ვფიქრობ მომავალზე და ვგრძნობ,როგორ გაედინება ჩემგან ყველა უარყოფითი ემოცია – ჩემი ურბანული ცხოვრების ნარჩენები.
დილით 7-ის ნახევარზე ვდგები. დეტალი,რომლიდანაც მშვიდი დღის ამბავი უნდა დაიწყოს. 7-ზე უკვე სკოლასთან ვარ,სარბენად. სკოლის გარშემო მანძილი გაზომილია- 370 მეტრი. ამიტომ ადვილია კილომეტრების გამოთვლა. 3 წრით დავიწყე. ყოველდღე თითო წრეს ვამატებ. სირბილის დროს არაფერზე ვფიქრობ,მდგომარეობით ვტკბები. ჩემი მეგობრები ხუმრობენ,რომ მჭირს დაავადება,სახელად „სირბილდამოკიდებულება“ . ეს ჩემი მშვენიერი დაავადებაა,რომელიც ზაფხულობით მემართება. მიყვარს,როცა ვგრძნობ საკუთარი სხეულს,ვუყურებ ასფალტს ფეხქვეშ,ვცდილობ,სულ რომ ვკვდებოდე,ცხვირით ვისუნთქო. სირბილი – ეს უბრალოდ სპორტი არაა. ჩემთვის ყოველთვის სილაღესთან,ჯანმრთელობასთან,ბედნიერებასთან ასოცირდებოდა. როცა სირბილს ვიწყებ,ზაფხულიც მაშინ დგება.
სახლში დაბრუნებული კითხვას ვიწყებ და ნერვები მეშლება ჩემ ჩვევაზე,რომ ყველა დაწყებული წიგნი უნდა დავამთავრო. ეს ჩვევა რომ არა,არაფრით დავამთავრებდი ლამპედუზას „ლეოპარდს“ . უკიდურესად ნერვებმოშლილი სტილით,სიუჟეტით და უმიზნო მაღალფარდოვნებით,მეორე წიგნს ვიღებ და კიდევ ერთხელ ვბრაზდები. არ უნდა წამომეღო პირანდელო. მაგრამ ისევ ეს ოხერი ჩვევა- დაწყებული წიგნის ბოლომდე წაკითხვა.
ლეპტოპი ფილმებითაა გაძეძგილი. ყველაზე ხშირად ბერგმანს ვირჩევ. საუბრები,საუბრები. მაინც როგორ უყვარს ამ კაცს დიალოგები და მონოლოგები. და როგორ ენდობა მსახიობებს,როცა ახლო ხედით იღებს სახეებს და ძალიან დიდხანს აჩერებს კადრს. ისინიც ნდობას ამართლებენ და 15 წუთით მათ სახეზე მიშტერებული კამერის წინ მიმიკებით ყველა საჭირო ემოციას გამოხატავენ.მე თვითონ ძალიან მაკლია კომუნიკაცია ცხოვრების ამ ეტაპზე. ალბათ იმიტომ ვუყურებ სულ ბერგმანს.
საღამოობით აივანზე ვზივარ. ეს დღის ყველაზე სენტიმენტალური და არაჩემებური მონაკვეთია. ვზივარ და ატირებას ცოტა მიკლია. მგონია,რომ ყველგან რაღაც ხდება,ასე ვთქვათ,აქტიური ამბები,მე კიდევ აქ სარწეველაში მარტო ვზივარ , პლედი მახურავს ,წიგნი მიჭირავს და თავს ბებრად ვგრძნობ მგრძნობიარე,ბებერ ძროხად.
მერე მახსენდება,რომ რაღაც კარგიც ხდება . თავს ძალას ვატან- ჰო,ეს როგორ დამავიწყდა,ლევანიკო ჩამოვიდა,აი ის,ჩემი საუკეთესო მეგობარი. ჩვენ ერთი სოფელი გვაქვს . ვინ თქვა,რომ კომუნიკაცია მაკლია. ვნახულობ და ვუყვები განვლილ დღეზე და კიდევ იმ ორწელიწადნახევარზე,ის რომ ჰოლანდიაში ბრძანდებოდა.
მერე ყველა მეგობარს ერთდროულად უნდება ჩემთან დარეკვა და უკვე მშვიდად ვარ – ბერგმანის ფილმებში აღწერილი ტრაგედიები,გაუცხოებები და მარტოობები მე ნამდვილად არ მემუქრება.
ყველაზე ხშირად განმეორებადი მელოდია,საღამოობით,აივანზე
ყველაზე ხშირად თანმხლები მელოდია სირბილისას
ვინ დაბრუნებულაო!!
პირველი, რაც ამ პოსტის წაკითხვისას გავიფიქრე: როგორ მინდა მეც მქონდეს ჩემი სოფელი, სადაც როცა მინდა მაშინ გავიქცევი და ჩემი გონების განწმენდზე ვიზრუნებდი, მეთქი…
აივნებისადმი ჩემი დამოკიდებულება კი იცი… “მე კიდევ აქ სარწეველაში მარტო ვზივარ , პლედი მახურავს ,წიგნი მიჭირავს” ეს ჩემი იდეალური მდგომარეობაა… : ))
ცოტა, აივნის მელოდიაა ზედმეტად სევდიანი. რამე ასეთი გაასწორებდა:
kargi posti iyo, mec mominda;)