Skip to content

ჩემი,შენი,ჩვენი წვენი არა,ომი

აგვისტო 9, 2010

არასდროს გამჩენია სურვილი,ომის თემაზე დამეწერა.ან რა უნდა დამეწერა ისეთი,რომ ზედმეტად პათეტიკური არ გამომსვლოდა. არც ის ვიცოდი,როგორ უნდა დამეწერა,რომ რაღაც ურაპატრიოტული და გულში მჯიღების მობრაგუნე ნაწერი არ მიმეღო,ან პოლიტიკურად დატვირთული. მე კიდევ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჯერ ურაპატრიოტიზმი მძულს,მერე პათეტიკა და მერე კიდევ პოლიტიკა. თანაც,როცა ბლოგს ვაკეთებდი,თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი,მაქსიმალურად მეწერა პოზიტივებზე ჩემ ცხოვრებაში.

მაგრამ ისე გამოდის,რომ ვერ ვცდები ამაზე წერას. ორი წელი გავიდა იმ ამბებიდან და საითაც გავიხედავ,მხოლოდ ომის თემა ტრიალებს,ტელევიზიით,ფეისბუქზე. და ყველაზე მთავარი: ამ პოსტს სოფელ ტყვიავში ვწერ,ორ ნაბიჯში საზღვარია. აქვე ,ჩემს მეზობლად,ერთი-ორი გადამწვარი სახლიც ჩანს. ყველა ადამიანი,ვინც ჩემ სახლში შემოდის,გაუთავებლად იხსენებს ორი წლის წინანდელ ,მათ თავს გადახდენილ ამბებს:როგორ იმალებოდნენ ვენახებში,როგორ ასაფლავებდნენ ეზოებში გარდაცვლილებს.ყოველ წამს მესმის ტყუილ-მართალი,საშინელი,ნამდვილი ამბები და დროთა განმავლობაში შელამაზებული,ფილმებში ნანახი მძაფრი დეტალებით გამდიდრებული ისტორიები. უშუალოდ ამ ამბების მონაწილეებისაგან მაინც ძნელია ყველაფრის მოსმენა,ძარღვებში სისხლი გეყინება,ისეთებს ჰყვებიან.

და ამ დროს,როცა მე ამ ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციების შესაბამის საშინელ ამბებს ვისმენ,ფეისბუქი ყაყაჩოებითაა აჭრელებული.კი,ყაყაჩოები ფეისბუქზე კარგია. ცოცხალი ჯაჭვები და ასე ერთსულოვანი სიარულიც სახალხო კონცერტებზე არ არის ცუდი. მაგრამ სად იყო ეს სინქრონული მოქმედებები და ერთიანობა მაშინ,როცა საჭირო იყო? არ ვიცი,შეიძლება ცუდად მახსოვს,ან მომეჩვენა რამე,თავს ვერ დავდებ,მაგრამ თითქოს ყველა ბარგს ვალაგებდით მაშინ,რატომღაც ასე ჩამრჩა მეხსიერებაში.

ჩემ ორი წლის წინანდელ განცდებს რაც შეეხება,არანაირი განცდა არ მაქვს. ის,რაც მგონია,რომ განვიცადე,სინამდვილეში სხვების მონაყოლია. ამ დღეებში მოსმენილიც ბევრი წლის მერე მეგონება,რომ მე განვიცადე. მაგრამ ახლა რომ ვისმენ,საშინლად მერევა გული. სოფელში ვარ და გაურეცხავი ხილის ბრალი თუა.

Advertisements
2 Comments
  1. რამდენი ხანია შენს ბლოგუნაზე არ ვყოფილვარ… და საერთოდ ბლოგუნებზე მთელს ქართულ ბლოგოსფეროში. იცი, ჩემთვის ის ყაყაჩოები უფრო ამაზრზენია, ვიდრე ბარგის ჩალაგება (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბარგი არ ჩამილაგებია).რა საჭიროა ეს ყალბი ერთიანობა და საერთოდაც ერთოანობა, როცა მაინც ყველას მარტო თავისი თავი ადარდებს და ეს ნორმალურიცაა, ყველა ადამიანი ხომ ეგოისტია, მითუმეტეს თანამედროვე ადამიანი.

    ომშიც, როგორც წესი, ორივე დაპირისპირებული მხარე მიქარავს ხოლმე და მერე ორივე იმტკიცება რომ სწორედ მეორე იყო აგრესორი. არასდროს არ წავალ ომში, არავის არ მოვკლავ არასდროს იმის გამო, რომ ის იმ სახელმწოფოში დაიბადა, რომელსაც ჩემი ქვეყანა ეომება.

  2. მომწონს პოსტი და პათოსსაც ვეთანხმები 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: