შიგთავსზე გადასვლა

ქალაქი,სადაც ვბრუნდები

აგვისტო 29, 2010

ალბათ,ძალიან იღბლიანი უნდა იყო,რომ იცხოვრო ბათუმში თორმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ,ბინაში,რომელსაც ორი აივანი აქვს და ორივე ზღვაზე გადის. მე ორი კვირით ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი.

კიდევ უფრო იღბლიანი უნდა იყო,რომ ყველაზე წვიმიან ქალაქში ისე გაგიმართლოს,ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ღამღამობით წვიმდეს. აქაც გამიმართლა.

საერთოდ ბედის რჩეული უნდა გერქვას,რომ შემთხვევით აღმოაჩინო ბათუმში შენი უამრავი ნაცნობ-მეგობარი,ადამიანები,რომლების დანახვაც ყოველთვის გიხარია. I’m sooo lucky.

ისიც უბრალო დამთხვევა ხომ არ გგონიათ,რომ 33a-ს ჩემი იქ ყოფნის დროს მოუნდა კონცერტის გამართვა.ესეც ჩემი ორკვირიანი იღბლიანობის ბრალი იყო,მე თუ მკითხავთ.

და ის ხომ უკვე სასწაულის სფეროს განეკუთვნება,რომ ბათუმში ცხოვრობს ჩემი საყვარელი მეგობრის დიდი,ყველაზე მეგობრული ,ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე ჯადოსნური ოჯახი.ამიტომ მერამდენე წელია,ბათუმი ჩემთვის მარტო საკურორტო ქალაქი არ არის . ეს არის ქალაქი,სადაც ვბრუნდები.

მერე რა,რომ აუტანლად ცხელოდა. მერე რა,რომ ისე დავიწვი,წარბთან ნაიარევი დამრჩა. მერე რა,რომ მომსახურე პერსონალი წელს განსაკუთრებით გაბრაზებული იყო.მერე რა,რომ ჩემი საყვარელი კაბა სამუდამოდ დავალაქავე.

სამაგიეროდ:

33ა-ს კონცერტის შემდეგ,თავსხმა წვიმაში,ფეხზე გავიხადე და სახლში ასე წავედი

მთელი ღამე,ხმისჩახლეჩამდე ვიმღერე სანაპიროზე რედიოჰედის,ფინქ ფლოიდის,თრევისის და ქათამაძის რეპერტუარი და ერთხელაც არ შემრცხვენია 🙂

პირველად ჩავიცვი ჩემი ახალი სიყვარული,ტუჩებიანი ქვედაკაბა

იმ ჯადოსნურ და ხმაურიან ოჯახში გალურჯებამდე ვითამაშე მაფიოზობანა და ყველაზე საშინელი თამაში დედამიწის ზურგზე, “სიმართლე თუ მოქმედება”.

კიდევ უფრო მეტად შემიყვარდნენ ადამიანები,რომლებიც ისედაც ძალიან მიყვარდნენ.

რამდენჯერმე გავბრაზდი,რამდენჯერმე ვიჩხუბე,რამდენჯერმე ძალიან ვიჩხუბე.

ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,სადაც თბილისის გარდა,სავარაუდოდ,ცხოვრებას შევძლებ.

From → personal

8 Comments
  1. რა კარგია, რომ დაბრუნდი… ჩაკვდა ვორდპრესი:)

  2. lex tempus permalink

    მე გამიხარდა, მე:) ჩემი დაქალის აქაუნთით დავტოვე, დამავიწყდა გამოსვლა…

  3. mar axali posti dacere da me ar mixsnis tu ra xdeba? ori antoni, erti Zia vania da agvisto?

  4. მარ,ეხლა გაგიხსნის,ლინკს ვსვამდი და დროებით აღებული მქონდა :))

  5. Chineluka permalink

    Batumi chemi tkivilia 😦 bolo ramdeni wlis mandzilze wels pirvelad ver wavedi ;( savaraudod ki ara, yoveltvis mzad var batumshi vicxovro da sul ar momenatreba tbilisi 😦 auuuu, kuza ra gindodaaaa, isedac sul batumze da zgvaze vfiqrob da shenma postma dardebi amishala :(((((( ;(

  6. 🙂 ყველაზე “ჩემი” პოსტია ეს! მხოლოდ შენ შეგიძლია ასე წერა 🙂 :* მე მიყვარხარ შენ! :*

  7. error permalink

    ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,სადაც თბილისის გარდა,სავარაუდოდ,ცხოვრებას შევძლებ.

    ოღონდ ” სავარაუდოდ” ის გარეშე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: