შიგთავსზე გადასვლა

ორი ანტონი,ერთი ძია ვანია და აგვისტო

აგვისტო 29, 2010

ერთი ანტონი სერ ენტონი ჰოპკინსია,მეორე- ანტონ ჩეხოვი.ეს ორი ანტონი კიდევ ერთმანეთთან და მითუმეტეს,აგვისტოსთან არანაირ კავშირში არ იქნებოდა,სერ ენტონის 1996 წელს რეჟისურაში რომ არ მოესინჯა ძალები. უფრო სწორად,ძალები კი არ მოსინჯა,ადგა,ჩეხოვის “ძია ვანია” გადაიღო, “აგვისტო” დაარქვა და მთავარი როლიც თვითონ შეასრულა. შედეგი- გენიალური. ტრეილერი

სახელები ინგლისურია,შეცვლილი.გარემო- რუსული,ჩეხოვური. უყურებ და თივის სუნი გცემს,ჭრიჭინების და ფორტეპიანოს ხმა მონაცვლეობით ისმის. აგვისტოა,ბოლოსდაბოლოს. თანაც ისე, უბრალო აგვისტო კი არა,ანტონური აგვისტო.

ღვთისგან მივიწყებულ,გულგატეხილი და პირქუში კაცებით დასახლებულ მამულში რომ დახვეწილი,ლამაზი და კეკლუცი ქალი ჩადის,ძნელი ქარმოსადგენი არაა,იქ რა ამბები ტრიალებს. ამ ჩვენ პირქუშ კაცებს სულაც ვეღარ იცნობთ,ისეთი გამოცოცხლებულები არიან და ვერც კი წარმოიდგენთ,ისეთი ცხელი აგვისტო დგას. ზოგჯერ ისეთი კომიკურია ყველაფერი,ზოგჯერ კიდევ ისეთი სევდიანი,ვეღარც გაიგებთ,ცრემლები სიცილისგან მოგდით თუ ტირილისგან.

მაგრამ ზაფხული მთავრდება,სტუმრები მიდიან და ისევ იუენი (ძია ვანია) და შონი (სონია) რჩებიან მარტო,თავიანთ უფერულ ცხოვრებაში,თავიანთი ნებაყოფლობითი მსხვერპლით,რომელიც არც კი იციან,რისთვის ან ვისთვის გაიღეს,მაგრამ რამის შესაცვლელად იმედი აღარ ყოფნით.

ყველაზე სევდიანი ბოლო კადრი-შონი ფანჯარაში,წინ უგრძელესი და საშინლად უიმედო მილიონი ზამთარია.

აგვისტოს მიწურულს სანახავი ფილმი, ჯადოსნური საუნდტრეკით.მუსიკის ავტორიც ისევ ენტონი ჰოპკინსი.

5 Comments
  1. ai gamochnda 🙂 es iseti filmi chans rom damanagvlianebs

    • კი,ძალიან დაგანაღვლიანებს,ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ფილმია,რაც კი მინახავს . მაგრამ როცა ნახვის ხასიათზე იქნები,ნამდვილად ღირს 🙂

  2. ჰოფქინსიღა მაკლდაო – იფიქრა ჩეხოვმა.

  3. უუ ვნახავ აუცილებლად ;))

  4. lex tempus permalink

    მხოლოდ ენტონი ჰოპკინსის ხათრით ვნახავდი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: