“შემოდგომამშვიდობისა”,The season of the fall იწყება კინოთი
ჩემი სიმშვიდის სეზონი დადგა.
წელიწადის დრო,საიდანაც მე ახალი წლის ათვლას ვიწყებ ხოლმე,შემოდგომაა. ბავშვობიდან მომდევს ეს ჩვევა,პირველი სექტემბრიდან და სკოლასთან დაკავშირებული მოლოდინიდან. მე იმას,რასაც ხალხი ახალ წელს გრძნობს,პირველ სექტემბერს განვიცდი. თუ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მინდა,ყოველთვის ასე ვამბობ : “აი,სექტემბრიდან…”
შემოდგომა ცაცხვის ჩაის სმის,ლამაზი შარფების,მშვიდზე მშვიდი საღამოების დროა.კიდევ ოქტომბრის მზეზე გამთბარი სხეულის,November rain-ების,ხმელი ფოთლებით გავსებული სკვერების სეზონია. დღეს მთელი დღეა რაღაც მიხარია და რომ ვიხსენებ ,რა,ჰო,თურმე პირველი სექტემბერია.
მაგრამ პირველი სქტემბრის გარდა ისიც მიხარია,რომ ჩემი ოცდამეორე წლის შემოდგომა ყველაზე კინოიანი შემოდგომა იქნება. ბათუმის კინოფესტივალზე მივდივარ,ფესტივალის ბლოგერად,შუაგულ სექტემბერში. ეს ალბათ ყველაზე კარგი რამაა,რაც შემოდგომით შეიძლებოდა,მომხდარიყო. წარმოიდგინეთ,უნდა დავბრუნდე ქალაქში,სადაც ვბრუნდები ხოლმე, ვნახო ჩემი უსაყვარლესი რეჟისორების ფილმები და ამ ყველაფერზე ვწერო და ვწერო… გემახსოვრებათ,მე კინომცოდნეობაზე ვოცნებობდი,მაგრამ იურისტი გამოვედი 🙂
გულში მეღიმება – წინ კინოფესტივალი,ბათუმი და შემოდგომაა.
“შემოდგომამშვიდობისა”,მეგობრებო.
“იმას,რასაც ხალხი ახალ წელს გრძნობს,პირველ სექტემბერს განვიცდი.”
mec seqtembridan viwyeb axal wels da Cems garSemo dzalian bevri egrea – piradad me axal wels mucelshi simdzimes vgrdznob da usaqmurobis stadiaSi gadavdivar xolem 🙂
da ra tqma unda gilocav aset sasiamovno miwvevas batumshi 🙂
დიდი მადლობა,მარ 🙂 :*
მეც ახალ წელს საერთოდ ვერ აღვიქვამ დღესასწაულად. პირველ სექტემბერს მაქვს ახალი წელი :დ
ააჰა ე.ი. ბაბისა; სქოლიოზი და შენ! რა სიამოვნება გველის თქვენი პოსტებიით! გამიხარდა ძალიან და ველი აღმოჩენებს ;))
დიდი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის 🙂 ვეცდები გავამართლო 🙂
ბევრ ბლოგს არ ვკითხულობ. ჰოდა, რასაც ვკითხულობ, იმათგან უკვე სამი შემოდგომას კინოპოსტებით იწყებს.
ვირუსია რამე ნეტა…
ჰო და ეს კიდევ ერთხელ მახსენებს რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გადავხედო ჩემს ვუდისეულ პოსტს და გამოვაქვეყნო არაუგვიანეს ამ თვისა. 🙂
კი,ვირუსია,სახელად “ბათუმის კინოფესტივალი” :)მგონი მაგის ბრალია ყველაფერი.
აბა,ველი პოსტს ვუდიზე,ძალიან ვაფასებ მაგ კაცს,დიდხანს არ გვალოდინო,დავირუსდი შენც 🙂