კინოცხოვრების დასაწყისი დამოწმებული ასლებით
მე ხომ ყოველთვის ვამბობდი -ბათუმი მაგიური ქალაქია.
მაგიაა,აბა რა არის,რომ ასეთი მშვიდი სექტემბერი დგას,უზომოდ თბილი საღამოა, ჩაბნელებულ კინოდარბაზში ზიხარ და აბას კიაროსტამის ფილმს უყურებ.
კინოფესტივალის გახსნაში მაგიური არაფერი ყოფილა.ზუსტად ისე იყო ყველაფერი,როგორც უნდა ყოფილიყო,თავისი შრიალა კაბებით,ფრანგული პარფიუმითა და მაღალი ქუსლებით. სამაგიეროდ,კიაროსტამიმ იჯადოქრა ცოტ-ცოტა.
“before sunset” გიყვართ? მე ვერ ვიტყვი,რომ მიყვარს,მაგრამ ერთადერთი,რაც ამ ფილმში მიზიდავდა,ფორმა იყო. არანაირი “ექშენი” და განსაკუთრებული სიუჟეტი,მხოლოდ დიალოგები და ემოციები. დაახლოებით იგივე ხდებოდა “დამოწმებულ ასლებში” . მაგრამ თუ თქვენც ჩემსავით გაღიზიანებთ ჯული დელფის ინტელექტუალური გამოსვლები და ღრმადფილოსოფიური,წმინდა ევროპული მონოლოგები,მაშინ “დამოწმებული ასლები ” თქვენი კინო ყოფილა,აქ მსგავსსაც ვერაფერს ნახავთ.
თითქოს ისეთი განსაკუთრებულიც რა ხდება – საშუალო ასაკის კრიზისი,გაცივებული ურთიერთობები,სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ქალი და კაცი. ქალი,რომელიც ქმრის ენაზე ლაპარაკობს და კაცი,რომელიც ცოლს მხოლოდ საკუთარ ენაზე ესაუბრება. ამბავი ყოვლად ბანალურია – მათ ერთმანეთის არ ესმით.მაგრამ მთავარი ინტრიგა ზუსტად ამ ამბავშია,თამაშში,რომელსაც ეს ქალი და კაცი ერთმანეთს ეთამაშებიან.
მე არ მიყვარს,როცა მორალს მიკითხავენ,ან მმოძღვრავენ,როგორი არ უნდა გავხდე. მომეჩვენა,რომ ფილმს ზუსტად ამ მორალისტობის ელფერი დაკრავდა.სამაგიეროდ, ეს კინო ყველასია. ყველა ცოლ-ქმრის,ყველა მომავალი ცოლ-ქმრის,ყველა გოგოსი,ყველა ბიჭის. დედების და მამებისაცაა,შვილების – მით უფრო .
სავარაუდოდ,აბას კიაროსტამის ძალიან უნდა უყვარდეს ინგმარ ბერგმანი.კამერა დიდხანს ჩერდება სახეებზე,ახლო ხედით. სამწუხაროა,რომ ჟულიეტ ბინოში არც ლივ ულმანია და არც ინგრიდ ბერგმანი, ერთი ფლეგმა ქალია,რომლის გამომეტყველებითაც ვერასდროს ვხვდები,იცინის თუ ტირის. არა,ნუ იფიქრებთ,რომ რადგან გვახარია მიყვარს,ჟულიეტ ბინოშს ვერ ვიტან, ეს სულაც არაა ასე. პირიქით,მე არც მისი კოპწიაობა მაღიზიანებს ,არც მისი “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი” და არც უზომო პოზიტივი თვალებში. უბრალოდ,ხომ არის ტიპაჟები,რომლებიც ამ ქალმა არ უნდა ითამაშოს. არ უნდა ეთამაშა ” ლურჯში” და “ზიანში” . მე თუ მკითხავთ,არც ” დამოწმებულ ასლებში” იყო მისი ადგილი. ნახეთ და თავად გადაწყვიტეთ 🙂
მე კი,მე ზუსტად ვიცი,როგორი არ უნდა გავხდე კრიზისულ ასაკში, მაგრამ იქამდე ჯერ დიდი დროა. მანამდე გავალ,დაცარიელებული ბულვარით,შემოდგომით,ნამდვილი ბათუმური წვიმით და მაგიით დავტკბები.
ვუდი ალენი იქნებაო და იყო უკვე და რომელი?
ლორდ,მეც ასე ვიცოდი,რომ ვუდის ბოლო ფილმი უნდა ყოფილიყო,ალბათ whatever works იგულისხმებოდა,მაგრამ პროგრამაში საერთოდ აღარაა ვუდი ალენი. მე მიხალკოვიც ვიცოდი,მაგრამ არც ეგაა. თუმცა ძალიან საინტერესო პროგრამაა,უფრო პოლონეთი და მუსულმანური სამყარო ჭარბობს 🙂
დამაინტერესა ფილმმა. მეკიდე მაინც მგონია, რომ ბინოშის ერთ-ერთი საუკეთესო როლია ”ლურჯი”. მე მომწონს ჯულიეტი [მიუხედავად იმისა, რომ გოგის არ უყვარს :დ] და ჟული დელპის ინტელექტუალური გამოსვლებიც მიყვარს! ჟულის ყველაფერი ვნახე ამ თვეში და მალე პოსტს დავწერ მის ფილმოგრაფიაზე 😉
არა,ჟული დელპი მეც ძალიან მიყვარს,უბრალოდ,ამ კონკრეტულ ფილმში არ მიყვარს. უფრო სწორად,ჟული კი არა,მისი გამოსვლები:) ველი პოსტს უდიდესი ინტერესით 🙂
მეც მომინდა ფილმის ნახვა. როდესავით მეც ვფიქრობ რომ ლურჯი ჟულიეტის საუკეთესო ფილმია, ფლეგმა სახე მის პერსონაჟს მეტ ექსპრესიას მატებს (როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს). ჩემი აზრით უფრო კაუფმანის აუტანელ სიმსუბუქეში არ უნდა ეთამაშა, ლენა ულინის ფონზე ნაცრისფერი თაგვის შთაბეჭდილებაც არ დამიტოვა ამ ფილმში )
ჟული დელპი კი არ მიყვარს. გარეგნულად იმდენად მაღიზიანებს, მის გამოსვლებს ვეღარ ვუკვირდები
კი,აუტანელ სიმსუბუქეზე მეც აბსოლუტურად გეთანხმები,უბრალოდ აღარ გამახსენდა,თორემ ყველაზე მეტად უღიმღამო მანდაა. რაღა დარჩა ? 🙂 ააა,”შოკოლადის” როლია მაგისთვის ზედგამოჭრილი და “ინგლისელი პაციენტი ” 🙂
და კიდე ”უაზრო სისხლი” მანდ ძალიან მაგარია! საუკეთესოა როლია ჩემი აზრით ;))
პ.ს.
ისე წლევანდელი კანი რაშიც აიღო ეგ მაინტერებს ძალზედ 😉
ამაში აიღო მგონი წლევანდელი კანი, “დამოწმებულ ასლებში”
mec mominda filmis naxva :))
magram dasackisshi gavitishe da daciebuli filmebis yurbas ver vitan
imedi maqv tbilisshi mainc vnaxav. patara ekranze mainc
dzalian kargad agcere yvelaferi. aq var, magram aq yofna mominda
მადლობა ფსიქე 🙂 :*
mari, ver vxvdebi, amaze kargad rogor sheizleba adamianma ceros:) satauric zalian magaria, shesavalic, dasasrulic da shua nacilic:)) da, rac yvelaze mtavaria, mec da yvelasac mgoni mag filmis naxva da mand yopna mogvinda:*:*
mariefille
ჰო, პროგრამაში ალენი არ იყო, მარა გვახარიამ თქვა არისო… ჰოდა გული დამწყდა…
ახლა მომეშვა 🙂
fsiQe
ეგრე შენ ჯენა ჯემისონის ჩამობრძანებასაც გამაზავ.