Skip to content

თოჯინური აღმოჩენების საღამო

სექტემბერი 14, 2010

კინოფესტივალი საუკეთესო ადგილი ყოფილა იმისთვის,რომ აღმოჩენები გააკეთო. მითუმეტეს,თუ სრულიად ახალ გარემოში ხარ,მთელი დღე ფილმებს უყურებ და თანაც გადაუღებლად წვიმს. ჰოდა,მეც დავდივარ , ჩემ აღმოჩენებს ვაგემოვნებ და ან ვიმახსოვრებ,ან სამუდამოდ ვივიწყებ.

აღმოვაჩინე,რომ ზბიგნევ რიბჟინსკი,გარდა კარგი რეჟისორისა,საოცრად ქარიზმატული მამაკაცია 🙂 და თან უდიდესი მოთმინების უნარით აღჭურვილი,რადგან პრესკონფერენციაზე გაუძლო ისეთ კითხვას,როგორიცაა “რას ფიქრობთ დევიდ ლინჩზე”.

აღმოვაჩინე,რომ კინემატოგრაფიაში ორი “თოჯინები” არსებობს. ერთი გეცოდინებათ,ტაკეში კიტანომ გადაიღო,ულამაზესი ფილმი. აი,მეორე კი აზერბაიჯანული “თოჯინებია”, ჩინგიზ რასულზადესი. სწორედ ამ ჩინგიზ რასულზადეს ძალიან უნდოდა,რომ მე ამ საღამოს მეტირა,მაგრამ სამწუხაროდ,ვერაფრით ვაიძულე თავი,მისი სურვილი ამესრულებინა. არა,არ მოგატყუებთ და გეტყვით,რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი,მაგრამ ეს ცრემლები უფრო იმ სიცილით იყო გამოწვეული,რომლის ჩახშობასაც მთელი მონდომებით ვცდილობდი,მაგრამ არ გამომივიდა.

ფილმი ისე დაიწყო,მეგონა,კიდევ ერთი “დაკარგული თაობის” კარგად გაკეთებული ისტორია უნდა მენახა და მეც ამისთვის მოვემზადე, ძალიან მიყვარს ამბები დაკარგულ თაობებზე. მაგრამ როგორც კი პირველივე პერსონაჟმა ხმა ამოიღო,მაშინვე უზომოდ გამიხარდა,რომ სტვენა ვერაფრით ვისწავლე. რომ მცოდნოდა,შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გამეძლო. ფილმი ახალგაზრდების უიღბლო ცხოვრებით დაიწყო,კიდევ უფრო უიღბლო სიყვარულებით გაგრძელდა,მერე საქმეში ყარაბაღის კონფლიქტიც ჩაერთო და რა თქმა უნდა,არც გმირული სიკვდილი მოგვაკლო რეჟისორმა.საათნახევრის განმავლობაში ვიჯექი,ისტერიულად ვიცინოდი და ვოცნებობდი ორ რამეზე: ამ ფილმის სასწრაფოდ დავიწყებაზე და ლიმონიან ჩაიზე.

კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე: კინოფესტივალის დროს ყველა სიზმარი საოცრად ემსგავსება ერთმანეთს,ყოველ შემთხვევაში,ჩემი სიზმრები უკვე სამი დღეა,ერთმანეთისგან ვერ გამირჩევია. ისე კი,ზუსტად სიზმრისწინა დროა. ვზივარ,ისევ ლიმონიან ჩაიზე ვოცნებობ და ვგეგმავ,როგორ დავივიწყო სამუდამოდ ჩემი თოჯინური აღმოჩენა.

Advertisements
11 Comments
  1. ძალიან კარგი პოსტია! 🙂

  2. თქვენის ნებართვით რიდერში ჩავამატებ ბლოგის რსს-ს 🙂

  3. ეგ ფილმი რომ ვნახე პროგრამაში, მაშინვე ვიფიქრე, რა უნდა იყოს, აზერბაიჯანული ფილმი, თანაც თოჯინები რომ ქვია სათაურად თქო, მერე თვი დავიგმე, რა სნობური დამოკიდებულება და არამეზობლური განწყობაა, რატომ არ შეიძლება, აზერბაიჯანშიც იღებდნენ კარგ ფილმებთქო და შევედი.

    ხოოდა, მივხვდი, რომ იქ ჩვენზე უარეს დღეში არიან და ეგ ზუსტად აისახება კულტურაზე, მათ შორის კინოზეც.

    სიზმარი დღეს დილას პირველად ვნახე, რაც აქ ვარ იმ პერიოდის განმავლობაში და ისეთი ლოგიკური და დროული სიზმარი იყო, გამეხარდა.

    ხოოდა, ჩაი კაია, წვიმებს და ფილმებს უხდება 🙂

  4. მეც ზუსტად მაგას ვფიქრობდი,აზერბაიჯანული ფილმის ნახვა ცოტა მეზარება მეთქი,მაგრამ მერე სინოფსისი რომ წავიკითხე,დამაინტერესა .თურმე სულ ტყუილად 🙂

  5. Tamuna permalink

    ძალიან ძალიან მაგარი პოსტია. ყოჩაღ, რომ შენს აზრს ასე თამამად გამოხატავ. იმ სიტუაციაში წარმოგიდგინე და როგორ ვიცინეეე:)))))):*:*

  6. ექსელენთ! 🙂 ესეც ზბიგნიევ პრაისნერი, კიარადა რიბჟინსკი ;))

  7. ეხლა ვფიქრობ თოჯინები რატომ არ ვნახე, ვიცინებდი მაინც

  8. ვითომ მეც იქ ვიყავი.

  9. uvidel u vas fragment moego filma, uvi ne ponimayu po-gruzinski. o chem pishite? ochen interesno.
    spasibo

    Zaydite na sayt moego novogo proekta. V glavnoy roli – Avtandil Maharadze

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: