Skip to content

აღდგენილი შეგრძნებები და ქაოსი კოსმოსში

სექტემბერი 16, 2010

ცხოვრებაში შიშს იმდენად იშვიათად ვგრძნობ,რომ ხანდახან მარტო ეს უგრძნობლობა მაშინებს.მაგრამ არის რაღაცეები,რაზე ფიქრსაც გავურბივარ,მეშინია და იმიტომ. ყოველთვის მეგონა,რომ როცა დავკარგავ რაღაცით უზომოდ აღტაცების უნარს,მაშინ დაიწყება ჩემი რეალური დაბერების პროცესი. დაბერების კიდევ,კარგად თუ მოვჩხრეკ,ყველაზე მეტად მეშინია.

კინოფესტივალზე მივხვდი,რომ ამდენი ფილმიდან არც ერთზე არ აღვფრთოვანებულვარ. მივხვდი და არ მომეწონა,მაგრამ გადავწყვიტე,ამაზე ბევრი არ მეფიქრა და ყველაფერი უძილობას,გამოფიტვას,საკმაოდ მძიმე კინოცხოვრებას დავაბრალე. მაგრამ მოვიდა ჩემთვის სრულიად უცნობი ურსულა ანტონიაკი,თავისი Nothing personal”-ით და ბრააააახ,თურმე რა გამოფიტვა,რის გადაღლა,თურმე სად ხარ მარი,აბა მოდი უშიშარო გოგო,მოდი და ნუ შეგეშინდება ხმამაღლა ატირების. ყველაზე სადა,ლამაზი,მაგრამ უზომოდ შთამბეჭდავი ფილმი საფესტივალო პროგრამაში. ბოლო ორი დღეა,ამ ფილმიდან მიღებული ემოციებით ვიკვებები,საკუთარი ემოციები კინომ ჩამიყლაპა.

რიბჟინსკის რეტროსპექტივაზე საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ავტორიტეტებს არ ვცნობ . ეს კაცი შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი საყვარელი მამაკაცი,სხვა დროსა და სხვა სივრცეში,თავისი უზომო ქარიზმატულობის გამო,მაგრამ ვერასდროს გახდებოდა ჩემი საყვარელი რეჟისორი.კი ბატონო,ექსპერიმენტები,კი,ნოვაციები,ტექნიკური დეტალები,მაგრამ მე კინო მინდა,მით უმეტეს,ასეთი ხმამაღალი სახელებისგან. იდეების ნაკლებობდა,ზედმეტი პოლიტიზირება,გამაღიზიანებელი თეატრალურობა,მაყურებლამდე მისვლის იოლი გზები – არა,ეს კაცი ნამდვილად ვერასდროს მოხვდება ჩემი რეჟისორების სიაში.

ყველაზე მეტად საფესტივალო პროგრამაში ფილმ “კოსმოსის” სინოპსისმა მიმიზიდა. მთელი ოთხი დღე ველოდი ამ ფილმს,მაგრამ პირველივე წუთებიდან მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრების ორი საათი ყველაზე უაზროდ გაიფლანგებოდა. ინდური ფილმების “საუკეთესო” ტრადიციებით გადაღებული თურქული ფილმი – ბუნებრივია,ვეღარ გავუძელი , გამოვედი და დერეფნის სარკეში დიდხანს ვიყურებოდი – ვერ წარმოიდგენთ,რა სასიამოვნოა ასეთი ქაოსური,უაზრო და პრიმიტული ფილმის შემდეგ საკუთარი გამოსახულების დანახვა.

Advertisements
17 Comments
  1. Tamuna permalink

    “არის რაღაცეები,რაზე ფიქრსაც გავურბივარ,მეშინია და იმიტომ. ყოველთვის მეგონა,რომ როცა დავკარგავ რაღაცით უზომოდ აღტაცების უნარს,მაშინ დაიწყება ჩემი რეალური დაბერების პროცესი. დაბერების კიდევ,კარგად თუ მოვჩხრეკ,ყველაზე მეტად მეშინია” :(((((((

    eg pilmi unda vnaxo dges!:)

    • თამო,შენ მაგისი ობიექტური მიზეზი გაქვს. აქ უმიზეზო მდგომარეობა იგულისხმებოდა 🙂

  2. შენ კიდევ ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერებაა შენი პოსტების კითხვა, როცა მანდ არ ვარ და მანდაური ამბები მაინტერესებს ^^

  3. უკვე მეორე პოსტია სადაც არ იშურებენ კარგ სიტყვებს Nothing personal–თვის, ხოდა დავინტერესდი ამ ფილმით. სადმე უნდა ვნახო.

  4. მეც როგორ დამაინტერესა მაგ ფილმმა… დალინკეთ რა თუ დევს სადმე:)

  5. unda vnaxo eg filmi
    da posti, rogorc yoveltvis dzalian kargiatqo rom davwero dzalian dabali shefaseba iqneboda 🙂

    me isev velodebi kontrolis limits da jer tavs ar mivcem uflebas jarmuschis garda raimeti agvfrtovande

  6. მოკლედ რიბჟინსკიმ გადარია ბლოგოსფერო.
    ქარიზმატული და ჭკვიანი…
    მე მისი ერთი ფილმიც არ მინახავს. თუმცა, კარგი გვარი აქვს. ხარისხის ნიშანივით.

    • mec momwons polonuri gvarebi ❤
      gadasarevi kaci araa, magram rogorc gvaxaria ambobs arc ise kargs da arc ise kargs shoris roca aketeb archevans, jobs kargi airchio :d
      kargi dges iqneba (ra debili bavshvivit chavicikle am kontrolis limitze da uceb imedi rom gamicruos :user:

      • არა, პანი კრუჩინსკი, ზოგადად პოლონური გვარები არ მიგულიხმია.
        კინოში ამართლებენ პოლონური გვარის ხალხი:
        კისლიოვსკი.
        პოლანსკი.
        ვაიდა.

        კიდევ არიან, უბრალოდ ესენი უფრო მიყვარს.

    • ქარიზმატული და ჭკვიანი მამაკაცი,თუმცა არა რეჟისორი. ნამდვილად ვერ ვიტყვი,რომ კონცეფციით მისი ფილმები გამოირჩევა. წმინდა ტექნიკური დეტალებით-კი ბატონო.

  7. gadasarevi postia ❤
    filmis naxva momandoma, magram me mainc jarmushistvis vinaxav aRfrtovanebas

  8. nothing personal-სთვის ღირდა ჩამოსვლა, უსამართლობა იქნება რომარ მოიგოს
    უბრალოდ ძალიან ლამაზი ფილმი :)))

  9. Hey permalink

    Zaalian davinteresdi filmiT, qarTul sivrceSi ar moipoveba, sad SeiZleba vnaxo… rameTuuu momenatyra xarisxiani filmi!

    • ჯერ ნამდვილად არ ვიცი,სად მოიპოვება,როგორც კი გავიგებ,ლინკს მოგცემთ 🙂

  10. ისეთი მარტოობა მე რომ ყველაზე მეტად მეშინია
    ფრანსუაზა საგანის და ცვაიგის ქალების მარტოობა
    შემიყვარეთ-მეშინია მარტოობის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: