Skip to content

ყველაზე უწყინარი ოსამა

სექტემბერი 19, 2010

დილიდან ვნერვიულობ. ისე ვნერვიულობ,თითქოს რომელიმე საკონკურსო ფილმის ავტორი ვიყო.

ღამე რამდენჯერმე გამაღვიძა შეგრძნებამ,რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. ნახევრად მძინარე ვცდილობდი,ტვინის უბნელესი კუნჭულებიდან ეს მნიშვნელოვანი ამბავი ამომეთრია და მახსენდებოდა,რომ ფესტივალის დახურვაა და მე ძალიან მინდა,ჩემმა ფავორიტმა ფილმმა “არაფერი პირადულმა”,გაიმარჯვოს.

დღეს უკვე დღესაა და უკვე ფესტივალის დახურვაა,თავისი ჟიურითი,მაყურებლებით,ფილმების ავტორებით. გუშინ კი შვების საღამო იყო. შვება ვიგრძენი,როცა დასრულდა სიდიქ ბარმაქის ავღანური ფილმი “ოსამა” .მაგრამ არ იფიქროთ,რომ ფილმი იყო ცუდი,პირიქით. უბრალოდ,წარმოუდგენელია,ამ ფილმს უყურო და ერთხელ მაინც ცხოვრებაში უზომო ბედნიერება არ იგრძნო იმის გამო,რომ სწორედ აქ,საქართველოში დაიბადე და არა ავღანეთში. რომ გაქვს იმის საშუალება,აკეთო რაც გინდა,დაინახო რაც გინდა,გაიფიქრო,რაც გინდა. რომ ქუჩაში მართალია ბევრი მოღუშული სახეა,მაგრამ მერე რა,წვერებიან,ავტომატგადაკიდებულ თალიბებს მაინც ჯობია. ვერ წარმოიდგენთ,რა ბედნიერება ყოფილა,გქონდეს უფლება,იყო გოგო,ქალი და ამის გამო ცხოვრების საშუალება არ გესპობოდეს.

ოსამა ბიჭი არაა, გოგო ბავშვია და ყველაზე ლამაზი და უწყინარი ოსამაა მსოფლიოში.მაგრამ ისეთი უიღბლო აღმოჩნდა,რომ ავღანეთში დაიბადა და იმის უფლებაც არა აქვს,იყოს გოგო,ოსამა კი არა,საკუთარი,აღმოსავლურად ქალური სახელი ერქვას და გრძელი თმა ჰქონდეს.

ავღანელი ბავშვები არც ტირიან და თუ თამაშობენ,მხოლოდ ავტომატებით. მათ ქვეყანაში ტირილის,სირბილის,მინების ჩამსხვრევის და ჩიტების დევნის დრო არ არის.

Advertisements
4 Comments
  1. ყველაზე მეტად მომეწონა იოსამა ამ ფესტივალზე..

  2. დამთავრდა ფესტივალიც 😦

  3. აუცილებლად უნდა ვნახო ეს ფილმი!

  4. დამაინტერესა, გამოხმაურებებმა და ტრეილერმა შემძრა.
    მინდა ვნახო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: