Skip to content

ფესტივალის ბოლო ამბები,ტკბილი სახლი და გაზრდილი ვენდი

სექტემბერი 21, 2010

ესეც ასე.

კინოფესტივალი დამთავრდა,მე უკვე სახლში ვარ და ზურგით საკუთარი საწოლის ზედაპირს ვგრძნობ. ჩამოსვლის წუთებიდან ვცდილობ,ფაქტები გავიხსენო,რომ ვიღაცას რაღაც მოვუყვე,მაგრამ არაფერი გამოდის. მხოლოდ ემოციები მახსოვს,უზომოდ დადებითი,კიდევ ახალი და ძველი,ძალიან საყვარელი სახეები მახსოვს,კადრები, კარგი და ცუდი ფილმები,უზომო დაღლილობა,ბევრი სიცილი,უძილობა… ძალიან მინდა,ეს ყველაფერი ერთ თანმიმდევრულ ამბად ავკინძო,მერე ეს ამბავი ვისწავლო და როგორც კი მთხოვენ,მოვყვე,მაგრამ სულ ტყუილად.

სამაგიეროდ,დაუღლელად ვყვები იმას,როგორ გამიხარდა,საუკეთესო ფილმი ჩემი ფავორიტი,”არაფერი პირადული” რომ გახდა. და არც იმის მოყოლის მრცხვენია,რომ ფესტივალის დახურვაზე,ოთარ იოსელიანის “შანტრაპადან” ნახევარ საათში გამოვედი. რა ტიპის ფილმები აღარ ვნახე,მაგრამ ყველას ბოლომდე გავუძელი,ამას კი ვერა. ალბათ იმიტომ,რომ ოთარ იოსელიანი ჩემთვის უბრალოდ ვიღაც არ იყო. მე კიდევ ოოო,როგორ ვერ ვიტან იმედგაცრუებებს.

მთელი კვირა,როცა რაიმე სუსტ ფილმს ვუყურებდი,თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ ბოლოს რაღაც გაწმენდასავით მელოდა იოსელიანის ფილმი. მაგრამ პირველივე წუთებიდან მივხვდი,ეს ის კაცი არ იყო,რომლის “პასტორალის”ნახვის შემდეგ ლოცვა მინდება ხოლმე. არც ის კაცი იყო,რომელმაც უზომოდ სევდიანი “შემოდგომის ბაღები” გადაიღო და ის კაცი ხომ მით უმეტეს არ იყო,” იყო შაშვი მგალობელის” ავტორი. ნახევარ საათში გამოვედი,მაგრამ იმიტომ არა,რომ ვეღარ გავუძელი,ეს რა მიზეზია იმ ადამიანისგან,რომელმაც “კოსმოსს” უყურა თავიდან ბოლომდე. იმიტომ გამოვედი,რომ არ მინდოდა,ფესტივალი ამ ფილმით დამემთავრებინა და ოთარ იოსელიანი ოდესმე გამხსენებოდა,როგორც “შანტრაპას” ავტორი.

არა,აღარ ვარ იოსელიანზე გაბრაზებული.საკუთარი სახლიდან და ოთახიდან მაინც სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ახლა ძველი ცხოვრება დაიწყება,ჯერ რამდენიმე დღე მეგობრებს ფესტივალის ფრაგმენტებს მოვუყვები,რასაც გავიხსენებ. მერე იურისტულ მოღვაწეობას შევუდგები,რის წარმოდგენაზეც წინასწარ მაჟრიალებს. მაგრამ მანამდე,სანამ მოვალეობებში გავიხლართები და კიდევ ერთხელ მივხვდები,რომ პიტერ პენის ვენდი გაიზარდა და დიდი გოგოა,ავდგები და საღამოს “პასტორალს” ვუყურებ. დიდი ხანია,ძილის წინ არ მილოცია.

Advertisements
4 Comments
  1. მგონი, ვერ ვეგუებით რომ ოთარ იოსელიანსაც შეეძლო ცუდი ფილმი გადაეღო
    შეიძლება ცუდი არა, მაგრამ ისეთი რომლის ბოლომდე ნახვის სურვილი ყველას არ გაუჩნდებოდა.
    რა ვიცი, მე შეგიძლიათ მიწოდოთ არა კინო-გურმანი, რომელმაც უბრალოდ ვერ გაიგო იოსელიანი. 🙂

  2. შანტრაპადან გამოხვედი?
    ანუ ეს შენ ხარ წითელი ინტელიგენცია? 🙂

    მე შემოდგომა არ მომეწონა. ფავორიტები და ღვინოშია ჭეშმარიტება უკეთესია. თუმცა, შავ-თეთრრი იოსელიანი უფრო მიყვარს – განსაკუთრებით შაშვი მგალობელი და პასტორალი.

    • კი,მე ერთ-ერთი ვარ იმათგან,ვინც შანტრაპადან გამოვიდა. მაგრამ იმიტომ არ გამოვსულვარ,რომ ვერ გავუძლებდი,უარესებსაც გავუძელი. იოსელიანი ძალიან მიყვარს და არ მინდოდა,შანტრაპას რეჟისორად ჩამეთვალა,იმედია,მიმიხვდი 🙂 ძალიან გამიცრუვდა იმედი.

      იყო შაშვი მგალობელი და პასტორალი ჩემი ფავორიტებია,დანარჩენები მეტნაკლებად 🙂

  3. Fantastic blog! I actually love how it is easy on my eyes as well as the information are well written. I am wondering how I can be notified whenever a new post has been made. I have subscribed to your rss feed which should do the trick! Have a nice day!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: