Miss Mary Mack
“მარი,საყვარელო,აბა,გააღე პირი და ეს ლუკმა შეჭამე, დედიკოს და მამიკოს ხათრით.
ეს თამთას ხათრით ჭამე,დაიკოს ხომ არ აწყენინებ.
ეს ლუკმა რომ არ ჭამო,ბებოებს ეწყინებათ.
აბა,ახლა შენი საყვარელი გოგოების ხათრით,მიდი,გადაყლაპე,რას გაშტერებულხარ.
თეფშზე არაფერი დატოვო,თორემ მახინჯი ქმარი გეყოლება. ბოლომდე მოასუფთავე,აბააა,ეს შენი კლასელების ხათრით.
მამიდებმა და დეიდამ,ერთი ლუკმა ჩვენი ხათრითაც ჭამოსო. გააღე პირი. ჭამე,თორემ დარჩები გაჩხიკინებული,ძუძუ შენ არ დაგეტყობა და არაფერი და არავის ეყვარები.
ლევანიკოს და ბავშვობის მეგობრებს არ აწყენინო,იმათი ხათრითაც გამიღე პირი.
სტუდენტობისას შეძენილი მეგობრების,ინტელექტკლუბის მეგობრების,”პარნასის” გოგოების ხათრით,უნდა ჭამო.
მოიცადე,მარი,რას წამოხტი,ჯერ თეფში ბოლომდე უნდა მოასუფთავო მეთქი,ხომ გითხარი,თეფშის ფსკერს თუ არ მოასუფთავებ,მახინჯი ქმარი გეყოლება.”
ჯანდაბა! რა თეფში მოვასუფთავო,საერთოდ არ მშიოდა. კოკა-კოლას დავლევ,ჩემი ხათრით.
ჰაჰაჰა მაგარია ;დდდ
მიდი ეხა ჩემი ხათრით ე ბოლო ლუკმაც და კაი გასათხოვარი ქალი იქნები ;დდდ
:)))
😀 😀 😀 😀 😀