კრძალვის და ცახცახის გარეშე საკითხავი ამელი
არ ვიცი,თქვენც ასე ხართ თუ არა,მაგრამ მე ბევრი ამელი მიყვარს. ალბათ,იმიტომ,რომ დედამიწაზე ყველა მაგარ გოგოს,რატომღაც,ამელის არქმევენ. მაგრამ ამ ბევრი ამელიდან მაინც არის ერთი,რომელიც ყველა ამელის და ხანდახან არაამელისაც მირჩევნია – ამელი ნოტომი. ამელი ნოტომი მწერალია და იცით როგორ წერს? სამ საათში რომ წაიკითხავ და მთელი ცხოვრება წიგნის სიუჟეტი კი არა,სასიამოვნოზე სასიამოვნო,გემრიელი შეგრძნებები დაგამახსოვრდება.
მე ისეთი მწერალი ქალები მიყვარს,რომლებიც ქალურად კი არა,მამაკაცურად წერენ. ამელი კიდევ არც ქალურად წერს და არც კაცურად – მის ნაწერებს საერთოდ არ აქვს სქესი. იმიტომაც მიყვარს,რომ ზუსტად ისე წერს,როგორც ნებისმიერი ამელი დაწერდა – ამელებს ხომ დედამიწაზე ყველაზე მაგარ გოგოებს არქმევენ. ისე კი,თვითონაც უსქესოა. საჭმელს თითქმის არ ჭამს – ბავშვის აღნაგობით უნდა,რომ მოკვდეს,წარმოგიდგენიათ? ნამდვილი ვენდია,ოღონდ მებრძოლი,გაზრდას ებრძვის. და კიდევ ჩემსავით უყვარს წითელი,კვასკვასა პომადა. სულაც რომ არაფერი წეროს,ამ ორი რამის გამოც ძალიან მეყვარებოდა,მაგრამ ამელი,გარდა იმისა,რომ ასეთია,ძალიან ბევრსაც წერს. თანაც,ვერც წარმოიდგენთ,ისე კარგად.
თუ გგონიათ,რომ ამელი ნოტომის წიგნებს იყიდით და არიქა,მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს გაეცნობით,დროსაც ტყუილად დახარჯავთ და ფულსაც. სულაც არ არის ეს ბავშვქალა გენიოსი. ერთი გადარეული ამელია,რომელიც თავს სამ საათში შემოგაკითხებთ,ზოგჯერ შეგაშინებთ,ზოგჯერ კი გულიანად გაგაღიმებთ. დაშინებები და დახლართული ფსიქოლოგიური ლაბირინთებიც უყვარს ქალბატონს და კიდევ იცით როგორი დასასრულები? ავადმყოფური და მოულოდნელი.
“კატილინას წინააღმდეგ” – აი,სად ეცდება ყველაზე მეტად თქვენს შეშინებას. მძაფრი შეგრძნებები გიყვართ? ხანდახან ფსიქოლოგობანასაც თამაშობთ? უცნაური სიყვარულის ისტორიებიც ხომ არ გიზიდავთ? მე ძალიან მიყვარს სიმძაფრეც,ფსიქოლოგობანაც , არასტანდარტული სიყვარულებიც და არც იმის საწინააღმდეგო მაქვს რამე,ხანდახან სახეში გამილაწუნონ,ჰოდა,რა გასაკვირია,რომ “კატილინაც” მაშინვე შემიყვარდა.
“მერკური” – წიგნი ორმაგი დასასრულით. სიმძაფრე არც ამას აკლია,თანაც თავისთავად იკითხება. დიდად მიყვარს მეთქი,ვერ ვიტყვი,არც ერთმა დასასრულმა არ მომხიბლა,მაგრამ ის კი მომეწონა,არჩევანი რომ მომეცა. მე ცუდი დასასრული ავირჩიე,აბა,ჰეფი ენდისთვის ვინერვიულე იმდენი? 🙂 თქვენი არჩევანიც გამაგებინეთ.
“ქრისტეს შემოსვლა ბრიუსელში” – ეს რაღაც ვერ გამოუვიდა კარგად ჩემს ამელის. კარგად აწყობილი,მაგრამ მაინც ბრაზილიურიდა მაინც საპნის ოპერა.კი ვიფიქრე,ტყუილად ხომ არ შევიყვარე მეთქი,მაგრამ მერე “მკვლელის ჰიგიენა” წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – არჩევანებში და სიყვარულებში იშვიათად ვცდები. “მკვლელის ჰიგიენას” თქვენი მტკიცე მორალური კოდექსიც კი ვერ გაუძლებს. მე პირადად,ძალიან დავიბენი,იმიტომ,რომ უცებ მივხვდი- ის,რაც მთელი ცხოვრება ბოროტება მეგონა,შეიძლება უცებ სიკეთეც კი აღმოჩნდეს და პირიქით.
ჩემთვის ყველაზე საყვარელი მაინც “შეყვარებულის ამხედრებაა” . ვიცი,ეს წიგნი ყველას შეუყვარდება,ვისაც სულ პატარა გოგოობაში ომობანა უთამაშია,ტყვედ ჩავარდნილა,საგანძური უთხრია,ბიჭებთან ერთად შტაბებში უძრომიალია,მტრის ბანაკში შევარდნილა,ტყვეები სასტიკად უწამებია,თავისზე უფროსი გოგო გაუფეტიშებია და საშინელი წამების დროსაც არ გაუთქვამს სამხედრო საიდუმლოებები. მე მთელი ბავშვობა ამის მეტი არაფერი მიკეთებია და ამიტომ შემიყვარდა “შეყვარებულის ამხედრება”. ძალიან სუფთა და რაღაცნაირად უცოდველი წიგნი. ასეთ წიგნს ისეთი ქალი თუ დაწერს,არაფერს რომ არ ჭამს,ბავშვის სხეულით უნდა მოვკვდეო.
“კრძალვით და ცახცახით” ჩემი მეორე ფავორიტი,მძიმე ორშაბათობით საკითხავი წიგნია. როცა სამსახური გადაგრევთ,როცა ოფისში გამოკეტილობა კედლებზე გაგიყვანთ,როცა სამუშაო იმდენი გექნებათ,რომ სახლში ღამეც კი ვერ წახვალთ და ოფისშიც თქვენს მეტი არავინ იქნება,გაიხადეთ,იცეკვეთ,მერე დაწექით,დაიძინეთ და თუ შეგცივდათ,ნაგავი წაიყარეთ,დაჭმუჭნული ქაღალდები და ყველაფერი,რასაც ახლომდებარე სანაგვეში იპოვით. ამელი ამბობს,ძალიან შველისო. ერთი მეც უნდა ვცადო.
ესეც ფილმი,”კრძალვით და ცახცახით”.
მე ბოლო მაქვს მხოლოდ წაკითხული.
სიმართლე გითხრა, არ მომეწონა, უფრო ალბათ იმიტომ რომ იაპონია ჩემგან ძალიან შორს არის. არადა კარგად იკითხებოდა
კატილინა რა ენაზე წაიკითხე?
კი,იმაში გეთანხმები,რომ გარემო სრულიად იაპონურია 🙂
“შეყვარებულის ამხედრების” გარდა,ყველა ქართულად მაქვს წაკითხული,ანუ კატილინაც და ჩემი აზრით,ნორმალური თარგმანი იყო 🙂
მეც მიყვარს ამელი ნოტომი, უფრო სწორად მიყვარს არ არის ზუსტი სიტყვა, სულ წინააღმდეგობრივი გრძნობები მაქვს მის მიმართ. ხვალ ვეცდები უფრო ვრცელი კომეტარი დავტოვო, ამას გადახედე, დაგაინტერესებს მგონი, ირმა ტაველიძის წერილია ამელი ნოტომზე, “მითომანის საათი”. http://literatura.lit.ge/html/index.php?apage=15&composition=29812
🙂 დიდი მადლობა ნანა,უზომოდ საინტერესო წერილია 🙂
აა თუ ნათარგმნია ექნებათ დიუმაში და გამოვიტან, დამაინტერესე ))) ჩემი საცოდავი ფრანგული ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან საყვარელ და ათასჯერ გადაკითხულ წიგნებს თუ ყოფნის :user: 😀
ამელი ფილმით გავიცანი ”კრძალვითა და ცახცახით” და ძალიან მომეწონა. ფუბუკი ძალიან ლამაზია მანდ და თავად ამელის გმირიც. [ეგ მსახიობი ქალი საქართველოშიც იყო ჩამოსული]. მერე წიგნიც წავიკითხე და საყვარელი მწერალია ნამდვილად. სხვა ჯერ-ჯერობით არაფერი. და აი, შენის რჩევით ”შეყვარებულის ამხედრებას” გავჩითავ აბა 😉
მეც მიყვარს ეგ გოგო,გელა ბაბლუანის ფილმშიც ითამაშა,ძალიან სახასიათო გარეგნობა აქვს.
რომ წაიკითხავ,მომწერე რა,მოგეწონება თუ არა 🙂
ოქ ოქ ;))
ეს ორი დღეა მეც შემიყვარდა ამელი, იმის მიუხედავად რომ ჯერ “კატილინას წინააღმდეგ” წავიკითხე , ეხლა “შეყვარებულის ამხედრებას” დავიწყებ მერე “კრძალვითა და სიცახცახით” წავიკითხავ ^_^
❤
და სიცახცახე რატომ დავწერე? :დ
ცახცახი,სიცახცახე რამ გაყო :დ წაიკითხე და მერე აუცილებლად შემატყობინე,რომელი მოგეწონება ყველაზე მეტად 🙂
“კრძალვითა და ცახცახით” წავიკითხე და პოსტიც დავწერე ^_^ http://klounuri.wordpress.com/2010/10/06/stupeur-et-tremblements/
სიმართლე გითხრა “კატილინას წინააღმდეგ” უფრო მომეწონა :შ
ხვალ “შეყვარებულის ამხედრებას” დავიწყებ ^_^
mominda wakitxva. exla rasac vkitxulob, imas rom davamtavreb shevecdebi urigod gavushva… nuu, tan ameli qvia, imsaxurebs. principshi bevri ameli ar miyvars me. marto erti, marto erti. jan pier jenes chemi ameli ❤
pirvelad “krdzalivita da caxcaxit (tu trtolvit)” cavikitxe,dzalian momecona. mere “katalinas winaagmdeg”. axla ”merkuris” vkitxulob. mgoni chemi sayvareli mceralic gaxdeba. yvelaze dzalian rac momcons: ameli martivad da gasagebad cers, aravitari “tvinis chyleta ” ar gchirdeba misi nacarmoebis kitxvisas. siujeti aris dzalian originaluri. amlelis kidev ramdenime cigns rom cavikitxav, mere albat davcer chems shtabechdilebebze posts. 🙂
კატილინას წინააღმდეგ წავიკითხე ზაფხულში ^^ ძალიან მომეწონა 🙂 აუცილებლად ჩავუჯდები დანარჩენებსაც 🙂
მერკურის დასაწყისი მომეწონა შუა ნაწილიც,დასასრულმა კი ყველაფერი გააფუჭა.საერთოდ რომ არ მიეწერა რგორ დასრულდა ამბავი,უფრო კარგი იქნებოდა.კონკრეტულად კი დასასრულმა წიგნი ჩააფლავა. ამელზე, კი ყველა ამელი მიყვარს ოღონდ ნამდვილი ამელები:)
:):);)momwons
http://mirandulino.wordpress.com/
იაპონიის სიყვარულით ამელის “კრძალვითა და ცახცახითაც” მიყვარს 🙂