Skip to content

კვირა საღამო,ძველი შემოდგომის ამბები და ახალი შიშები

ოქტომბერი 10, 2010

შაბათს,დილით რომ გავიღვიძე,მივხვდი,რომ ვერც მუხლს ზემოთ გეტრებს ჩავიცვამდი,ვერც ახალ სიყვარულს – წითელ ბატინკებს და იმასაც მივხვდი,რომ არც ჩემი მიკროსკოპული კაბების ნერვები მქონდა. ამიტომ ძველისძველი,გაცრეცილი ქურთუკი ჩავიცვი,ფეხზე – გაქუცული კედები,იმ ჯინსში ჩავძვერი,სიმყუდროვესთან რომ ასოცირდება და სოფელში წავედი – სასიცოცხლოდ აუცილებელი სითბოების საძებნელად.სხვაგან სად უნდა შეივსო ადამიანმა დაკლებული სითბოს მარაგი,თუ არა იქ,სადაც ბებია გელოდება.

ჰოდა,ბებიაჩემიც მელოდებოდა. მე მელოდებოდა,ჩემი ამბებიანად,ჩემი ტკივილებიან-სიხარულებიანად. მეც დავჯექი და ყველაფერი რომ მოვყევი,მივხვდი,რა სასიამოვნოა,ვიღაცა მაშინაც კი რომ ამაყობს შენით,როცა საამაყო,რეალურად,არც არაფერია. და იქიდან ისე წამოვედი,რომ ათასი კარგი ამბავი ვთქვი ჩემზე,ათასი წვრილმან-მსხვილმანი წარმატება მოვყევი და მთავარი ფრაზა მაინც ვერ ვუთხარი,სულ რომ ელოდება ხოლმე,აი,ის ფრაზა. ვერაფრით ვუთხარი,რომ გლობალურად და მასშტაბურად ბედნიერი ვარ,არადა,როგორ მიყურებდა და მაგ ვერთქმულ წინადადებას გამწარებული დაეძებდა ჩემ სახეზე. ვერც ის ვუთხარი,რომ ბებო,ტყუილად დაეძებ ბედნიერების ნიშნებს,იმიტომ,რომ შენს სულელ შვილიშვილს ეხლა ძალიან ეშინია.შენს სულელ შვილიშვილს ჰგონია,რომ წვრილმანებით გაბედნიერების უნარს კარგავს და რაღაცა მასშტაბური ჭირდება ბედნიერებისთვის. შენს სულელ შვილიშვილს ეხლა ზუსტად მაგისი ეშინია,რომ აღარც ეს სოფელი გააბედნიერებს,აღარც შემოდგომა და აღარც თავისი წვრილ-წვრილი წარმატებები,იმიტომ,რომ ერთ მსხვილმან ბედნიერების ფორმულას მიაგნო და ამ მიგნების შემდეგ ყველა დეტალი გაუუფერულდა.

დღეს კი უკვე კვირა საღამოა,უკვე ჩემ სახლში,ჩემ პუფში ვზივარ და შარშანდელ ოქტომბერს ვიხსენებ. აი,იმ ოქტომბერს,გვანცასთან,ვარკეთილში შუაღამისას რომ მივცვივდით,გვანცა გიტარაზე რომ უკრავდა და ჩვენ რედიოჰედის და ფინქ ფლოიდის რეპერტუარს მონაცვლეობით რომ ვმღეროდით. მერე მე ნათიას დილის ხუთ საათამდე რაჭულის ცეკვას რომ ვასწავლიდი და დილის ხუთ საათზე ,როცა რეპეტიცია შევწყვიტეთ,გარეთ რომ გამოვცვივდით,მარიამის მანქანაში ჩავცვივდით, კახეთში წავედით და წინანდლის ფოთლები სულ ჩვენ რომ ვაშრაშუნეთ.

დღეს უკვე კვირა საღამოა და იმაზე ვფიქრობ,რომ თამო ინგლისში წავიდა,გვანცა მალე წავა დანიაში და გვანცას სულ ცოტა ხანში ლევანი მიყვება ნორვეგიაში. ამაზე ვფიქრობ და ვხვდები,რომ დაბერების მერე ახლა ყველაზე მეტად მარტოობის მეშინია,განსაკუთრებით,კვირა საღამოობით.

ესეც კვირა საღამოს მოსასმენი სიმღერა,მათთვის,ვისაც სითბოს მარაგის შევსება უნდა

Advertisements

From → personal

11 Comments
  1. tamaRa permalink

    ახლო მეგობრებისთვის მანძილი და დრო არაფერია:) დიდი ხნის შემდეგ რომ შეხვდებით, ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ერთმანეთს გუშინ დაშორდით…

    • კი,მართალი ხარ,აქამდეც წასულან და რომ ჩამოსულან,რა,არც არაფერი,ისევ ძველებურად 🙂 უბრალოდ,ის პერიოდი მაშინებს,მათ გარეშე რომ უნდა გავატარო. ალბათ სეზონურია და გამივლის 🙂

      • ბლოგი წაშალე თუ მეჩვენება? :0

  2. Tamuna permalink

    kargi raa, mari, ra gakvs shen shesashinelebeli..:( aba carmoidgine, me ramden da ra did shishebshi ver..:( magram shen rom maxsendebi (maxsendebi ki ara, sul maxsovxar), imcamsve uketesad vxdebi. ase mgonia xolme, tavs vapareb cudi ragaceebisgan:):*

  3. ჰაა ამ უიკენდზე მეც მივდივარ ბებოსთან )
    წვრილმანებით გახარების შეგრძნება მართლა მაგრად მომენატრა
    არადა ზუსტად ვიცი, რომ მოულოდნელად რომ ჩავალ გაუხარდება, მე გამიხარდება შემოდგომა ბორჯომში, პაპაჩემის დარიგებების მოსმენაც კი გამიხარდება და უკვე მიხარია, რომ ასეთი რაღცებით გახარების უნარი კიდევ მაქვს და ჯერ არ გავზრდილვარ :))))))))
    ეგრე ნუ იგრუზები, თუ მოგინდეს მე გაგიწევ კამპანიას ფოთლების დატერორებაში 😀

    • აი,ეს “ჯერ არ გავზრდილვარ” მეც ისე მახარებს ხოლმე 🙂 მართალია,წვრილმანები სანამ გვიხარია,ესე იგი ,ჯერ არ ვიზრდებით და არ ვდიდობთ 🙂

      დიდი სიამოვნებით მივიღებ შენს შემოთავაზებას,გამიხარდება,თუ დამეხმარები ფოთლების დატერორებაში,გმადლობ 🙂

  4. დასაწყისში მეგონა ჩემ საყვარელ ,,სქოლიოზიან ემბრიონს” ვკითხულობდი 🙂 საწყენად ნუ მიიღებ – ,,ემბრიონი” მართლა ჩემი უსაყვარლესი ბლოგია, ასე რომ მასთან მიმსგავსება მხოლოდ კომპლიმენტია ჩემი მხრიდან 🙂

    მე კი გაგვგიჟდებოდი ალბათ ასე რო წასულიყვნენ მეგობრები და მე აქ დავრჩენილიყავი, არა მონატრების გამო, უბრალოდ იმის გამო რომ ისინი ინგლისში, ნორვეგიასა და დანიაში იქნებოდნენ, მე კი…. :შ

    • არა,საწყენად არ მივიღებ,პირიქით,მადლობა 🙂 “ემბრიონი” ბათუმის კინოფესტივალზე აღმოვაჩინე და მაშინვე ჩაეწერა ჩემი უსაყვარლესი ბლოგების სიაში 🙂

      მე კიდევ ეგ არ მაგიჟებს,სადაც უნდათ,იქ იყვნენ,ოღონდ ბედნიერად იყვნენ 🙂 მე ჯერ არსადაც არ მინდა წასვლა,აქაც ვახერხებ ბედნიერებას. უბრალოდ,იმ კვირა საღამოებს და კიდევ ბევრ საღამოებს განვიცდი,მათ გარეშე რომ უნდა გავატარო 🙂

  5. Vitire…. bevri 🙂 momnatrebixar :::::::::::::SSSSSSSSS

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: